ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით 8 მარტს – ქალთა საერთაშორისო დღეს ანიმატორებმა ქალაქში მსვლელობა მოაწყეს.
ანიმატორებმა ქუჩაში შემხვედრ ქალებსა თუ გოგონებს ყვავილები გადასცეს საჩუქრად!




