ქალაქ ბორჯომის განაშენიანების გეგმის კონცეფციისთვის შემუშავებული დოკუმენტაცია მოქალაქეებს საპროექტო კომპანია “სითი ინსტიტუტი საქართველო”-ს წარმომადგენელმა გააცნო.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
რეკომენდაციების მიღება 26 მარტამდე, როგორც ბეჭდური, ისე – ელექტრონული სახით იქნება შესაძლებელი:
- სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო – მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №154, ელ. ფოსტა: sajaro.gankhilvebi@suda.gov.ge
- ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია – მის: ქ. ბორჯომი, მესხეთის ქუჩა, №5;
დოკუმენტაცია იხ. ბმულზე: https://shorturl.at/kGP5b

