გაზეთი „ბორჯომიnews” და ახალდაბის მედიაკაფე „ლუტრეზი“ უკვე რამდენიმე წელია, ახორციელებს სოციალურ პროექტს „წიგნი ყველა ბავშვს“. აქციის მხარდაmჭერები პერიოდულად არიან სხვადასხვა კომპანიები თუ კერძო პირები.
ამჯერად ჩვენი წიგნიერების აქციის პარტნიორი გახლდათ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია “IDS ბორჯომი საქართველო”.
სწორედ კომპანია “IDS ბორჯომი საქართველო”-მ საახალწლოდ ახალდაბელი ახალგაზრდებისთვის საჩუქრად მოგვაწოდა მათი ახალი საბავშვო პროდუქცია,
სხვადასხვა ხილისგან დამზადებული ქილის ლიმონათები, თავისივე თერმული ჩანთებით, ასევე მაღალი დონის მხატვრული ლიტერატურა და ტკბილეული.
წიგნიერების აქციაში ახალდაბის სკოლის სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა და ძალიან დიდი მადლიერება და პატივისცემა გამოხატეს ამ საახალწლო საჩუქრებისთვის.