borjominews
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
    თიბისი აგრობიზნესისთვის — „ჭარებულას“ ვაშლის ბაღები ქართლში

    თიბისი აგრობიზნესისთვის — „ჭარებულას“ ვაშლის ბაღები ქართლში

    ბორჯომის გენგეგმისა და განაშენიანების გეგმის პროექტების შემუშავება იწყება

    ბორჯომის გენგეგმისა და განაშენიანების გეგმის პროექტების შემუშავება იწყება

    გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება „ენთები“-სგან

    გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება „ენთები“-სგან

    შენ იცი, მთავარია გჯეროდეს — თიბისის გზავნილი ახალ თაობას

    შენ იცი, მთავარია გჯეროდეს — თიბისის გზავნილი ახალ თაობას

    თიბისი კამპუსში სწავლა 330-მა სტუდენტმა დაიწყო

    თიბისი კამპუსში სწავლა 330-მა სტუდენტმა დაიწყო

    ტიმოთესუბანში სპორტული მოედნის და დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს

    ტიმოთესუბანში სპორტული მოედნის და დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს

    „პრომო ჰაუსი“ —  სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

    „პრომო ჰაუსი“ —  სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

    დაბა ახალდაბაში, ბორჯომის ქუჩაზე, ცენტრალურ გზაზე მდებარე ღობეების რეაბილიტაცია დასრულდა

    დაბა ახალდაბაში, ბორჯომის ქუჩაზე, ცენტრალურ გზაზე მდებარე ღობეების რეაბილიტაცია დასრულდა

    „მთავარია გჯეროდეს“  - თიბისის ახალი გზავნილი 

    „მთავარია გჯეროდეს“  - თიბისის ახალი გზავნილი 

    ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა ცესკოში

    ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა ცესკოში

    Trending Tags

    • Donald Trump
    • Future of News
    • Climate Change
    • Market Stories
    • Election Results
    • Flat Earth
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • მსოფლიო
  • ინტერვიუ
  • კატეგორიები
    • მეცნიერება
      ტყის საერთაშორისო დღე

      ტყის საერთაშორისო დღე

      ახალ­და­ბა­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ახალ­გაზ­რდუ­ლი მულ­ტი­მე­დი­უ­რი სას­წავ­ლო ცენ­ტრის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა

      ახალ­და­ბა­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ახალ­გაზ­რდუ­ლი მულ­ტი­მე­დი­უ­რი სას­წავ­ლო ცენ­ტრის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა

      „წიგნიერების აქციის“  საშემოდგომო კვირეულის ფარგლებში ადიგენის ოთხმა სკოლამ მაჟორიტარი დეპუტატისგან საჩუქრად წიგნები მიიღო

      „წიგნიერების აქციის“ საშემოდგომო კვირეულის ფარგლებში ადიგენის ოთხმა სკოლამ მაჟორიტარი დეპუტატისგან საჩუქრად წიგნები მიიღო

      ბორჯომის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტ-ჩემპიონატის „რა? სად? როდის?“ გაზაფხული-ზაფხულის სეზონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

      ბორჯომის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტ-ჩემპიონატის „რა? სად? როდის?“ გაზაფხული-ზაფხულის სეზონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

      მოისხი ცოდნის „მანტია“ — ქართულ-ამერიკული მომავლის კლუბი „მანტია“ /Georgian American Future Club – Mantle

      მოისხი ცოდნის „მანტია“ — ქართულ-ამერიკული მომავლის კლუბი „მანტია“ /Georgian American Future Club – Mantle

      უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დამატებითი შეზღუდვები წესდება

      Covid-საშვის აპლიკაციის პრეზენტაცია ბიზნეს-სექტორისთვის

      „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“ — მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

      „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“ — მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

      პროფესიული განვითარების საბჭომ 8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

      პროფესიული განვითარების საბჭომ 8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

      მიხეილ ჩხენკელი: „კოვიდის მართვაში საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელები ჩაერთვებიან“

      მიხეილ ჩხენკელი: „კოვიდის მართვაში საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელები ჩაერთვებიან“

      მიწის დეგრადაციის პრევენციისთვის, საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვის პოლიტიკის შემუშავება იწყება

      მიწის დეგრადაციის პრევენციისთვის, საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვის პოლიტიკის შემუშავება იწყება

      Trending Tags

      • Flat Earth
      • Sillicon Valley
      • Mr. Robot
      • MotoGP 2017
      • Golden Globes
      • Future of News
    • კულტურა
      თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძისადმი მიძღვნილი წიგნი და ვინილი გამოიცა

      თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძისადმი მიძღვნილი წიგნი და ვინილი გამოიცა

      „ახალგაზრდობა სოციალური თანასწორობისთვის — ინტეგრირებულმა თეატრმა“ ბორჯომის კულტურის ცენტრში  სპექტაკლი ,,ჰელადოსი» წარმოადგინა

      „ახალგაზრდობა სოციალური თანასწორობისთვის — ინტეგრირებულმა თეატრმა“ ბორჯომის კულტურის ცენტრში სპექტაკლი ,,ჰელადოსი» წარმოადგინა

      ZEG Storytelling Festival  13-15 ივნისი

      ZEG Storytelling Festival  13-15 ივნისი

      თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის რიგით 28-ე ჯაზფესტივალს

      თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის რიგით 28-ე ჯაზფესტივალს

      პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს

      პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს

      „ოქროს არწივი 2025“ -ის ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველი კულტურის დარგში და ანსამბლ ,,ბორჯომის» ხელმძღვანელი გიორგი ბუგიანიშვილი დააჯილდოვეს

      „ოქროს არწივი 2025“ -ის ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველი კულტურის დარგში და ანსამბლ ,,ბორჯომის» ხელმძღვანელი გიორგი ბუგიანიშვილი დააჯილდოვეს

      წიგნიერების კვირეულის ოთხწლიანი აქციის ფარგლებში  სამცხის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ანტონ ობოლაშვილმა, 110 სკოლას საჩუქრად  მაღალი დონის მხატვრული ლიტერატურა გადასცა

      წიგნიერების კვირეულის ოთხწლიანი აქციის ფარგლებში  სამცხის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ანტონ ობოლაშვილმა, 110 სკოლას საჩუქრად  მაღალი დონის მხატვრული ლიტერატურა გადასცა

      გიდის კურსის მსმენელებმა ახალდაბიდან ნეძვის მარშრუტი დალაშქრეს

      გიდის კურსის მსმენელებმა ახალდაბიდან ნეძვის მარშრუტი დალაშქრეს

      მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 24-25 ივნისს ნინოწმინდასა და ახალქალაქში «მუსიკალური საღამოები» გაიმართება

      მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 24-25 ივნისს ნინოწმინდასა და ახალქალაქში «მუსიკალური საღამოები» გაიმართება

      «ბიბლუსი მომავლისთვის“ კამპანიის ფარგლებში აფხაზეთის #22 სკოლაში ბიბლიოთეკა სრულად განახლდა

      «ბიბლუსი მომავლისთვის“ კამპანიის ფარგლებში აფხაზეთის #22 სკოლაში ბიბლიოთეკა სრულად განახლდა

      Trending Tags

      • Golden Globes
      • Mr. Robot
      • MotoGP 2017
      • Climate Change
      • Flat Earth
    • ჯანდაცვა
      მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე პაციენტებს თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

      მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე პაციენტებს თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

      სახალხო დამცველის განცხადება ფემიციდთან დაკავშირებით

      სახალხო დამცველის განცხადება ფემიციდთან დაკავშირებით

      ტყის საერთაშორისო დღე

      ტყის საერთაშორისო დღე

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროექტებში მნიშვნელოვანი სიახლეებია!

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროექტებში მნიშვნელოვანი სიახლეებია!

      რეგულირების სააგენტოს განცხადება

      რეგულირების სააგენტოს განცხადება

      2023 წლიდან, ქრონიკულ და ონკოლოგიურ წამლებზე, რეფერენტული ფასების მექანიზმი ამოქმედდება

      2023 წლიდან, ქრონიკულ და ონკოლოგიურ წამლებზე, რეფერენტული ფასების მექანიზმი ამოქმედდება

      სამშობლოში დაბრუნებულ 88 მიგრანტს გრანტი გადაეცემა

      სამშობლოში დაბრუნებულ 88 მიგრანტს გრანტი გადაეცემა

      საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდგომი რეაბილიტაცია დაფინანსდება

      საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდგომი რეაბილიტაცია დაფინანსდება

      COVID-19-ის სიტუაცია მსოფლიოსა და საქართველოში

      COVID-19-ის სიტუაცია მსოფლიოსა და საქართველოში

      სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ახალი რეფორმა დაიწყო

      სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ახალი რეფორმა დაიწყო

    • სპორტი
  • გაზეთი
No Result
View All Result
borjominews
Home ბლოგი

სახალხო დამცველის ბრიფინგი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

სახალხო დამცველის ბრიფინგი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით
Share on FacebookShare on Twitter

2024 წლის 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას 76 წელი შეუსრულდა. ამ დღეს განსაკუთრებული ისტორიული ღირებულება აქვს და სათავეს იღებს 1948 წლის 10 დეკემბრიდან, როდესაც გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია დაამტკიცა. ამ უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო აქტის მიღებიდან 76 წლის შემდეგაც საქართველო,  გამოწვევის წინაშე დგას, რათა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები თითოეული ინდივიდისთვის თანაბრად, თანასწორობის პრინციპების გათვალისწინებით იყოს დაცული და ხელმისაწვდომი.

ტრადიციულად, სახალხო დამცველი სპეციალურად ამ დღისადმი მიძღვნილი განცხადებით ხაზს უსვამს ყველა იმ ძირითად გამოწვევას, რომელიც ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კუთხით არსებობს. თუმცა წელს სხვადასხვა საკითხის შეფასების ნაცვლად, გადავწყვიტე იმ მთავარ და მნიშვნელოვან საკითხზე გავამახვილო ყურადღება და გამოვეხმაურო, რაც ყველაზე მწვავეა.

28 ნოემბრიდან მოყოლებული, საქართველოს სახალხო დამცველის  ინსტიტუტი აქტიურად ზედამხედველობს თბილისსა და საქართველოს რეგიონებში მიმდინარე საპროტესტო აქციებს, ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვაფასებთ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ ვითარებას.

როგორც უკვე არაერთ ჩემს შეფასებაშია აღნიშნული, გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებებია, რაც უნდა იქნას დაცული. თუმცა, ყველანი ვხედავთ, რომ შეკრების უფლების დაცვის კუთხით მთავარი გამოწვევა რაც ამ აქციებზე გამოვლინდა, არის, რომ მონაწილეთა მცირე ჯგუფის მიერ კანონდარღვევის ჩადენის საპასუხოდ ინდივიდუალური და პროპორციული ღონისძიებების გატარების ნაცვლად, სახელმწიფო და ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრო მთლიანი შეკრებების დაშლაზე იღებს გადაწყვეტილებებს. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს — მსგავს შემთხვევებში გამოიჩინოს განსაკუთრებული ძალისხმევა და ინდივიდუალური, პროპორციული რეაგირებების განხორციელებით უპასუხოს ცალკეული პირების კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებს.

შემდეგი საკითხი, რაც არაერთხელ შევაფასე, ეხება უშუალოდ დაშლის დაწყების შემდეგ ცალკეული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობის შემთხვევებს, რაზეც აუცილებელია ჩატარდეს დროული და ობიექტური გამოძიება, რათა დაუსჯელობის სინდრომმა არ წაახალისოს კანონდარღვევები და კიდევ უფრო მძიმე შედეგები არ გამოიწვიოს.

უშუალოდ მე და ჩემმა რწმუნებულებმა 28 ნოემბრის შემდეგ დაკავებული და დაშავებული პირების მოსანახულებლად განვახორციელეთ ვიზიტები:

28 ნოემბრიდან — 10 დეკემბრის ჩათვლით მოვინახულეთ 327 აქციაზე დაკავებული და დაშავებული პირი.

მათგან, არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს — 225 პირი.

ხილული დაზიანება აღენიშნება — 157 პირს.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს — მოახდინოს შესაბამისად სწრაფი და ეფექტური საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.

საზოგადოებისთვის ასევე ცნობილია, რომ 9 დეკემბერი არის ადამიანის უფლებათა დამცველების დღე. უფლებადამცველებს მიეკუთვნებიან ჟურნალისტებიც და წელს განსაკუთრებულად მათზე მინდა ხაზგასმა. მიმდინარე პერიოდში სამწუხაროდ, არაერთი ჟურნალისტი თუ მედიის წარმომადგენელი დაშავდა, რამდენიმე მათგანი ჯერ კიდევ სამედიცინო დაწესებულებაშია, მათ საქმიანობის განხორციელებაში შეეშალათ ხელი და მათ ფიზიკურ უსაფრთხოებას და სიცოცხლეს შეექმნა საფრთხე. კიდევ ერთხელ უნდა ითქვას, რომ საჭიროა ყოველი ეს შემთხვევა იქნას გამოძიებული და შესაბამისი პირები მიეცნენ პასუხისგებაში და სახელმწიფომ უზრუნველყოს ჟურნალისტების საქმიანობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა. ჩემი მხრიდან კი კიდევ ერთხელ თითოეულ თქვენგანს, ჟურნალისტს და ოპერატორს მადლობას გიხდით გაწეული საქმიანობისთვის.

და ბოლოს ადამიანის უფლებების დაცვასა თუ თითოეული ადამიანის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო და შესაბამისი ინსტიტუტები; დაუშვებელია ქუჩებში გაურკვეველი დაჯგუფებების მხრიდან ადამიანებთან ფიზიკური ანგარიშსწორება ან ასეთი დაჯგუფებების შექმნა ვითომ საზოგადოებრივი წესრიგის თუ მოქალაქეების დაცვის მიზნით. სახელმწიფო ვალდებულია მოახდინოს აღნიშნულზე რეაგირება და არ დაუშვას ინდივიდებს შორის ფიზიკური თუ სხვა სახის დაპირისპირებები და ადამიანის უფლებების დარღვევა.

Share197Tweet123Share49

არქივი

borjominews

borjominews.ge 2020

  • ჩვენ შესახებ
  • დაგვიკავშირდით

No Result
View All Result
  • Home
  • სიახლეები
    • პოლიტიკა
    • ბიზნესი
    • მსოფლიო
  • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • მეცნიერება
  • კულტურა

borjominews.ge 2020