“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის დელეგატი ანტონ ობოლაშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდა.
შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მნიშვნელობაზე. ასევე, ისაუბრა ქვეყნის სამომავლო განვითარებაზე, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელსა და სამომავლო პერსპექტივებზე, ახალგაზრდების როლზე ქვეყნის განვითარების პროცესებში.
„ეს სწორედ ის ახალგაზრდები არიან, რომელთა ხელშიც ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავალია.მინდა მათ მადლობა გადავუხადო სიყვარულისთვის და მეგობრობისთვის. ჩვენს მომავალ თაობას მინდა ვუსურვო გამთლიანებული და ძლიერი საქართველო და მჯერა, მის გამთლიანებასა და გაძლიერებაში ახალგაზრდები თავის წვლილს შეიტანენ,“- განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.