ხანძარი ახალდაბის ტყეში ლიკვიდირებულია.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.
ხანძრის ადგილზე მეხანძრე-მაშველები რჩებიან და მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება. ადგილზე უსაფრთხოებისა და მონიტორინგის მიზნით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან.
ხანძარი ბორჯომში, დაბა ახალდაბაში გუშინ 3 სექტემბერს გაჩნდა. რეგიონის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხენძრე-მაშველები ადგილზე გუშინ 19:00 საათიდან მუშაობდნენ.
ხანძრის ღია კერები მიუდგომელ ადგილზეა, რთულია ტექნიკის გადაადგილება. ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ხანძრის კერებამდე გზების მიყვანა. ხანძრის ქრობის პროცესში თბილისის, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის სახანძრო-სამაშველო განყოფილებების 150 მეხანძრე-მაშველი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერები არიან ჩართულნი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ სპეციალური საველე შტაბი მოეწყო, საიდანაც ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოების კოორდინაცია მიმდინარეობს. ხანძრის მონიტორინგი კი დრონების საშუალებით ხორციელდება.
წყარო: ტვ ბორჯომი