borjominews
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
    სიახლეები თიბისის ბიზნესინტერნეტბანკში

    სიახლეები თიბისის ბიზნესინტერნეტბანკში

    სოფელ ტბაზე წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

    სოფელ ტბაზე წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

    სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ბორჯომის მერთან ერთად, ბორჯომში მიმდინარე და დასრულებული პროექტები დაათვალიერა

    სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ბორჯომის მერთან ერთად, ბორჯომში მიმდინარე და დასრულებული პროექტები დაათვალიერა

    სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

    სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

    ახალგაზრდული ბანაკი ტაბაწყურში — რეგისტრაცია გაიხსნა!

    ახალგაზრდული ბანაკი ტაბაწყურში — რეგისტრაცია გაიხსნა!

    თიბისის ახალი ფუნქციონალი — დოლარსა და ევროში თანხის მომენტალური გადარიცხვა  ნებისმიერ ბანკში

    თიბისის ახალი ფუნქციონალი — დოლარსა და ევროში თანხის მომენტალური გადარიცხვა ნებისმიერ ბანკში

    ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ტიმოთესუბანში სპორტული მოედანი და დასასვენებელი სივრცე მოეწყო

    ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ტიმოთესუბანში სპორტული მოედანი და დასასვენებელი სივრცე მოეწყო

    ჭობისხევში კლუბის შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა

    ჭობისხევში კლუბის შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა

    თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე ხუთშაბათის შეხვედრების სპეციალური სესია გაიმართება

    თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე ხუთშაბათის შეხვედრების სპეციალური სესია გაიმართება

    თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

    თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

    Trending Tags

    • Donald Trump
    • Future of News
    • Climate Change
    • Market Stories
    • Election Results
    • Flat Earth
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • მსოფლიო
  • ინტერვიუ
  • კატეგორიები
    • მეცნიერება
      ტყის საერთაშორისო დღე

      ტყის საერთაშორისო დღე

      ახალ­და­ბა­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ახალ­გაზ­რდუ­ლი მულ­ტი­მე­დი­უ­რი სას­წავ­ლო ცენ­ტრის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა

      ახალ­და­ბა­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ახალ­გაზ­რდუ­ლი მულ­ტი­მე­დი­უ­რი სას­წავ­ლო ცენ­ტრის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა

      „წიგნიერების აქციის“  საშემოდგომო კვირეულის ფარგლებში ადიგენის ოთხმა სკოლამ მაჟორიტარი დეპუტატისგან საჩუქრად წიგნები მიიღო

      „წიგნიერების აქციის“ საშემოდგომო კვირეულის ფარგლებში ადიგენის ოთხმა სკოლამ მაჟორიტარი დეპუტატისგან საჩუქრად წიგნები მიიღო

      ბორჯომის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტ-ჩემპიონატის „რა? სად? როდის?“ გაზაფხული-ზაფხულის სეზონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

      ბორჯომის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტ-ჩემპიონატის „რა? სად? როდის?“ გაზაფხული-ზაფხულის სეზონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

      მოისხი ცოდნის „მანტია“ — ქართულ-ამერიკული მომავლის კლუბი „მანტია“ /Georgian American Future Club – Mantle

      მოისხი ცოდნის „მანტია“ — ქართულ-ამერიკული მომავლის კლუბი „მანტია“ /Georgian American Future Club – Mantle

      უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დამატებითი შეზღუდვები წესდება

      Covid-საშვის აპლიკაციის პრეზენტაცია ბიზნეს-სექტორისთვის

      „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“ — მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

      „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“ — მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

      პროფესიული განვითარების საბჭომ 8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

      პროფესიული განვითარების საბჭომ 8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

      მიხეილ ჩხენკელი: „კოვიდის მართვაში საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელები ჩაერთვებიან“

      მიხეილ ჩხენკელი: „კოვიდის მართვაში საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელები ჩაერთვებიან“

      მიწის დეგრადაციის პრევენციისთვის, საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვის პოლიტიკის შემუშავება იწყება

      მიწის დეგრადაციის პრევენციისთვის, საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვის პოლიტიკის შემუშავება იწყება

      Trending Tags

      • Flat Earth
      • Sillicon Valley
      • Mr. Robot
      • MotoGP 2017
      • Golden Globes
      • Future of News
    • კულტურა
      გაემგზავრეთ შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე ჯაზ მატარებლით

      გაემგზავრეთ შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე ჯაზ მატარებლით

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული ახალგაზრდული ბანაკი ქართული ესტრადის მომღერლების კონცერტით დაიხურა

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული ახალგაზრდული ბანაკი ქართული ესტრადის მომღერლების კონცერტით დაიხურა

      ახალციხის თოჯინების პროფესიული თეატრის დარბაზში ფოლკლორული საღამო გაიმართა

      ახალციხის თოჯინების პროფესიული თეატრის დარბაზში ფოლკლორული საღამო გაიმართა

      პრემია «ელისო»-ს  2025 წლის გამარჯვებული კინემატოგრაფები გურჯაანში გამოვლინდნენ

      პრემია «ელისო»-ს 2025 წლის გამარჯვებული კინემატოგრაფები გურჯაანში გამოვლინდნენ

      თიბისი x ლაგოდეხის ბლუზ ფესტივალი — წინ დაუვიწყარი ივლისი და ვარსკვლავური შემადგენლობა გელოდებათ

      თიბისი x ლაგოდეხის ბლუზ ფესტივალი — წინ დაუვიწყარი ივლისი და ვარსკვლავური შემადგენლობა გელოდებათ

      ბორჯომის ტრენინგცენტრმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

      ბორჯომის ტრენინგცენტრმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

      ბორჯომში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღნიშნეს

      ბორჯომში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღნიშნეს

      ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 1-ლ ივნისს ბორჯომში მრავალფეროვანი ღონისძიებებია დაგეგმილი

      ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 1-ლ ივნისს ბორჯომში მრავალფეროვანი ღონისძიებებია დაგეგმილი

      თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა

      თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა

      თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძისადმი მიძღვნილი წიგნი და ვინილი გამოიცა

      თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძისადმი მიძღვნილი წიგნი და ვინილი გამოიცა

      Trending Tags

      • Golden Globes
      • Mr. Robot
      • MotoGP 2017
      • Climate Change
      • Flat Earth
    • ჯანდაცვა
      როგორ შველის ეუკარბონი მუცლის შებერილობას?

      როგორ შველის ეუკარბონი მუცლის შებერილობას?

      მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე პაციენტებს თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

      მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე პაციენტებს თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

      სახალხო დამცველის განცხადება ფემიციდთან დაკავშირებით

      სახალხო დამცველის განცხადება ფემიციდთან დაკავშირებით

      ტყის საერთაშორისო დღე

      ტყის საერთაშორისო დღე

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროექტებში მნიშვნელოვანი სიახლეებია!

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროექტებში მნიშვნელოვანი სიახლეებია!

      რეგულირების სააგენტოს განცხადება

      რეგულირების სააგენტოს განცხადება

      2023 წლიდან, ქრონიკულ და ონკოლოგიურ წამლებზე, რეფერენტული ფასების მექანიზმი ამოქმედდება

      2023 წლიდან, ქრონიკულ და ონკოლოგიურ წამლებზე, რეფერენტული ფასების მექანიზმი ამოქმედდება

      სამშობლოში დაბრუნებულ 88 მიგრანტს გრანტი გადაეცემა

      სამშობლოში დაბრუნებულ 88 მიგრანტს გრანტი გადაეცემა

      საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდგომი რეაბილიტაცია დაფინანსდება

      საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდგომი რეაბილიტაცია დაფინანსდება

      COVID-19-ის სიტუაცია მსოფლიოსა და საქართველოში

      COVID-19-ის სიტუაცია მსოფლიოსა და საქართველოში

    • სპორტი
  • გაზეთი
No Result
View All Result
borjominews
Home ბლოგი

ბორჯომელი ახალგაზრდა გოგონებისთვის ახალდაბის მედიაკაფეში სამოქალაქო აქტივიზმის საზაფხულო სკოლა ამოქმედდება

ბორჯომელი ახალგაზრდა გოგონებისთვის ახალდაბის მედიაკაფეში სამოქალაქო აქტივიზმის საზაფხულო სკოლა ამოქმედდება
Share on FacebookShare on Twitter

#ფონდიტასო#TasoFoundation

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, ახალდაბაში, მედიაკაფე «ლუტრეზი»- ში, 12 აგვისტოდან „ქალთა სამოქალაქო აქტივიზმის საზაფხულო სკოლა“ ამოქმედდება, რომელიც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ადგილობრივი ახალგაზრდა მოზარდი გოგონების გააქტიურებას, მათი ცნობიერების ამაღლებას ქალთა ლიდერობასა და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობაზე; რომ ახალგაზრდა გოგონებმა თავად შეძლონ თემის საჭიროებების კვლევა, ადგილობრივი თვითმმართველობის წინაშე არსებული პრობლემების დაყენება, აქტუალიზაცია და ადვოკატირება.

პროექტს ახორციელებს „სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის განვითარების ინსტიტუტი“, ახალდაბის მედიაკაფესთან ერთად, „ფონდი ტასო“-ს ფინანსური მხარდაჭერით.

დაგეგმილი გვაქვს, წარმოვაჩინოთ, რა პრობლემები აქვთ ბორჯომის მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ ახალგაზრდა გოგონებს და ქალბატონებს და შევიმუშაოთ რეკომენდაცია ადგილობრივი თვითმმართველობისთვის, კონკრეტულად, რა კუთხით უნდა გაღრმავდეს მუშაობა და თანამშრომლობა მათთან.

სკოლა-ბანაკის მონაწილეთა შესარჩევად მოხდება საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება ბორჯომის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში (ახალდაბა, დვირი, ციხისჯვარი) მცხოვრები გოგონებისა და ახალგაზრდა ქალებისთვის. აქტიური ახალგაზრდების შერჩევის შემდგომ მათთვის ორჯერ გაიმართება ერთობლივი 4დღიანი ტრენინგი ახალდაბაში „ქალთა სამოქალაქო აქტივიზმის სკოლა“-ში.

ტრენინგების თემატიკა მრავალფეროვანი იქნება:

• ქალები და ლიდერობა, გადაწყვეტილების პროცესში ქალთა მონაწილეობის გაზრდის უზრუნველყოფა; სათემო პრობლემების იდენტიფიცირება და ადვოკატირება ქალთა პოლიტიკური და შრომითი უფლებები და ქალთა პოლიტიკური გაძლიერება.

• საქართველოს საარჩევნო სისტემის სიახლეები და გენდერული ასპექტები; როგორ გავხდეთ ინფორმირებული ამომრჩეველი.

• როგორ გავხდეთ აქტიური მოქალაქეები ანუ მოქალაქე ჟურნალისტები, სოციალური მედია და სამოქალაქო აქტივიზმი, როგორ ჩავერთოთ ადგილობრივ თვითმმართველობაში.

პირველი ერთობლივი ტრენინგის შემდეგ ახალგაზრდა აქტივისტი ქალები/გოგონები თავთავიანთ სოფლებში დაბრუნებისთანავე გახდებიან ჩვენი ბლოგერები.ისინი ორგანიზებას გაუწევენ თავიანთ სოფლებში მცირე ანკეტური გამოკითხვების/კვლევების ჩატარებას ქალთა საკითხებზე, მათ პრობლემებსა თუ საჭიროებებზე. ასევე მოახდენენ მინიმუმ ერთი(ან ორი) სათემო პრობლემის იდენტიფიკაციას, ვიზუალიზაციას და შემოგვთავაზებენ პრობლემის გადაჭრის მათ ხედვას. მომდევნო ტრენინგზე უკვე მოხდება მათ მიერ მომზადებული კვლევების ანალიზი, გამოკვეთილი სათემო პრობლემების გაცნობა და ადგილობრივ ხელისუფლებამდე მიტანის გზების განხილვა. თითოეულ თემში გამოკვეთილი პრობლემის ვიზუალიზაციისთვის მოხდება მათი ფოტოგრაფირება, შესაბამისი სტატიისა თუ ბლოგის მომზადება.

ეს სტატიები თუ ბლოგები გამოქვეყნდება ჩვენს ინტერნეტგამოცემაში www.borjominews.ge

პროექტის ფარგლებში გამოვაცხადებთ ასევე საუკეთესო ბლოგის/ვიდეობლოგის კონკურსს „ქალის ცხოვრება მთაში“ და კონკურსს შევაჯამებთ პროექტის ბოლოს, სადაც თითოეული სამიზნე სოფლიდან ორ ორ გამარჯვებულს გამოვავლენთ და დიპლომებითა და სამახსოვრო პრიზებით დავაჯილდოვებთ.

ტრენინგების დროს გაიმართება ასევე ქალთა აქტივიზმთან თუ ლიდერობასთან დაკავშირებული ფილმის ჩვენებები და დისკუსიები;

„ქალთა სამოქალაქო სკოლის“ მონაწილეებისათვის, გამოცდილების გაზიარების კუთხით, დაგეგმილია გასვლა ქუთაისში, შეხვედრა ადგილობრივ აქტივისტ გოგონებთან და სამოქალაქო თეატრის სპექტაკლზე დასწრება.

პროექტის დასასრულს ჩვენი „ქალთა სამოქალაქო აქტივიზმის სკოლის“ მიერ დატრენინგებულ ლიდერ გოგონებზე დაყრდნობით შევქმნით ერთიანი ქსელს, „ქალთა სამოქალაქო სერპანტინი (მიხვეულ-მოხვეული, დაკლაკნილი გზა მთაში)“. ამ ქალთა ქსელის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს წარვუდგენთ ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებს.

ამავე დროს, პროექტის წარმატებულ საქმიანობასთან დაკავშირებით მოვამზადებთ საგაზეთო ჩანართს ჩვენს გაზეთ „ბორჯომიnews”-ში.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ბორჯომის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელობა, ქალაქის მერი, ოთარ არბოლიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე, დავით ზაალიშვილი, საკრებულოს წევრები, გენდერული საბჭოს, ქალთა ოთახის წარმომადგენლები და მერიის პრესსამსახურეის ხელმძღვანელობა ყოველთვის მხარს უჭერენ ახალდაბის მედიაკაფეში განხორციელებულ ახალგაზრდულ პროექტებს.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში კონკრეტული შეხვედრების ორგანიზებისა და პროექტთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებაში აქტიური დახმარება გაგვიწიეს: ბორჯომის საკრებულოს წევრმა, ელზა კუჭუხიძემ, ქალთა ოთახის ხელმძღვანელმა, ნონა ლურსმანაშვილმა და ციხისჯვრის სკოლის დირექტორმა, ჯულიეტა მაისურაძემ.

სამომავლოდაც ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით ვგეგმავთ სხვადასხვა აქტივობის განხორციელებას. უღრმესი მადლობა თითოეულ მათგანს.

ნატო გუბელაძე

პროექტის დირექტორი

«ეს პუბლიკაცია შექმნილია “ფონდი ტასოს“მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ავტორი და ის შესაძლოა, არ ასახავდეს „ფონდი ტასოს“შეხედულებებს.”

Share199Tweet125Share50

არქივი

borjominews

borjominews.ge 2020

  • ჩვენ შესახებ
  • დაგვიკავშირდით

No Result
View All Result
  • Home
  • სიახლეები
    • პოლიტიკა
    • ბიზნესი
    • მსოფლიო
  • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • მეცნიერება
  • კულტურა

borjominews.ge 2020