borjominews
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
    სოფელ ტბაზე წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

    სოფელ ტბაზე წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

    სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ბორჯომის მერთან ერთად, ბორჯომში მიმდინარე და დასრულებული პროექტები დაათვალიერა

    სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ბორჯომის მერთან ერთად, ბორჯომში მიმდინარე და დასრულებული პროექტები დაათვალიერა

    სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

    სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

    ახალგაზრდული ბანაკი ტაბაწყურში — რეგისტრაცია გაიხსნა!

    ახალგაზრდული ბანაკი ტაბაწყურში — რეგისტრაცია გაიხსნა!

    თიბისის ახალი ფუნქციონალი — დოლარსა და ევროში თანხის მომენტალური გადარიცხვა  ნებისმიერ ბანკში

    თიბისის ახალი ფუნქციონალი — დოლარსა და ევროში თანხის მომენტალური გადარიცხვა ნებისმიერ ბანკში

    ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ტიმოთესუბანში სპორტული მოედანი და დასასვენებელი სივრცე მოეწყო

    ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ტიმოთესუბანში სპორტული მოედანი და დასასვენებელი სივრცე მოეწყო

    ჭობისხევში კლუბის შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა

    ჭობისხევში კლუბის შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა

    თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე ხუთშაბათის შეხვედრების სპეციალური სესია გაიმართება

    თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე ხუთშაბათის შეხვედრების სპეციალური სესია გაიმართება

    თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

    თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

    თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება

    თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება

    Trending Tags

    • Donald Trump
    • Future of News
    • Climate Change
    • Market Stories
    • Election Results
    • Flat Earth
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • მსოფლიო
  • ინტერვიუ
  • კატეგორიები
    • მეცნიერება
      ტყის საერთაშორისო დღე

      ტყის საერთაშორისო დღე

      ახალ­და­ბა­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ახალ­გაზ­რდუ­ლი მულ­ტი­მე­დი­უ­რი სას­წავ­ლო ცენ­ტრის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა

      ახალ­და­ბა­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ახალ­გაზ­რდუ­ლი მულ­ტი­მე­დი­უ­რი სას­წავ­ლო ცენ­ტრის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა

      „წიგნიერების აქციის“  საშემოდგომო კვირეულის ფარგლებში ადიგენის ოთხმა სკოლამ მაჟორიტარი დეპუტატისგან საჩუქრად წიგნები მიიღო

      „წიგნიერების აქციის“ საშემოდგომო კვირეულის ფარგლებში ადიგენის ოთხმა სკოლამ მაჟორიტარი დეპუტატისგან საჩუქრად წიგნები მიიღო

      ბორჯომის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტ-ჩემპიონატის „რა? სად? როდის?“ გაზაფხული-ზაფხულის სეზონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

      ბორჯომის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტ-ჩემპიონატის „რა? სად? როდის?“ გაზაფხული-ზაფხულის სეზონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

      მოისხი ცოდნის „მანტია“ — ქართულ-ამერიკული მომავლის კლუბი „მანტია“ /Georgian American Future Club – Mantle

      მოისხი ცოდნის „მანტია“ — ქართულ-ამერიკული მომავლის კლუბი „მანტია“ /Georgian American Future Club – Mantle

      უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დამატებითი შეზღუდვები წესდება

      Covid-საშვის აპლიკაციის პრეზენტაცია ბიზნეს-სექტორისთვის

      „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“ — მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

      „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“ — მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

      პროფესიული განვითარების საბჭომ 8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

      პროფესიული განვითარების საბჭომ 8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

      მიხეილ ჩხენკელი: „კოვიდის მართვაში საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელები ჩაერთვებიან“

      მიხეილ ჩხენკელი: „კოვიდის მართვაში საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელები ჩაერთვებიან“

      მიწის დეგრადაციის პრევენციისთვის, საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვის პოლიტიკის შემუშავება იწყება

      მიწის დეგრადაციის პრევენციისთვის, საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვის პოლიტიკის შემუშავება იწყება

      Trending Tags

      • Flat Earth
      • Sillicon Valley
      • Mr. Robot
      • MotoGP 2017
      • Golden Globes
      • Future of News
    • კულტურა
      გაემგზავრეთ შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე ჯაზ მატარებლით

      გაემგზავრეთ შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე ჯაზ მატარებლით

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული ახალგაზრდული ბანაკი ქართული ესტრადის მომღერლების კონცერტით დაიხურა

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული ახალგაზრდული ბანაკი ქართული ესტრადის მომღერლების კონცერტით დაიხურა

      ახალციხის თოჯინების პროფესიული თეატრის დარბაზში ფოლკლორული საღამო გაიმართა

      ახალციხის თოჯინების პროფესიული თეატრის დარბაზში ფოლკლორული საღამო გაიმართა

      პრემია «ელისო»-ს  2025 წლის გამარჯვებული კინემატოგრაფები გურჯაანში გამოვლინდნენ

      პრემია «ელისო»-ს 2025 წლის გამარჯვებული კინემატოგრაფები გურჯაანში გამოვლინდნენ

      თიბისი x ლაგოდეხის ბლუზ ფესტივალი — წინ დაუვიწყარი ივლისი და ვარსკვლავური შემადგენლობა გელოდებათ

      თიბისი x ლაგოდეხის ბლუზ ფესტივალი — წინ დაუვიწყარი ივლისი და ვარსკვლავური შემადგენლობა გელოდებათ

      ბორჯომის ტრენინგცენტრმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

      ბორჯომის ტრენინგცენტრმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

      ბორჯომში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღნიშნეს

      ბორჯომში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღნიშნეს

      ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 1-ლ ივნისს ბორჯომში მრავალფეროვანი ღონისძიებებია დაგეგმილი

      ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 1-ლ ივნისს ბორჯომში მრავალფეროვანი ღონისძიებებია დაგეგმილი

      თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა

      თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა

      თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძისადმი მიძღვნილი წიგნი და ვინილი გამოიცა

      თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძისადმი მიძღვნილი წიგნი და ვინილი გამოიცა

      Trending Tags

      • Golden Globes
      • Mr. Robot
      • MotoGP 2017
      • Climate Change
      • Flat Earth
    • ჯანდაცვა
      როგორ შველის ეუკარბონი მუცლის შებერილობას?

      როგორ შველის ეუკარბონი მუცლის შებერილობას?

      მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე პაციენტებს თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

      მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე პაციენტებს თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

      სახალხო დამცველის განცხადება ფემიციდთან დაკავშირებით

      სახალხო დამცველის განცხადება ფემიციდთან დაკავშირებით

      ტყის საერთაშორისო დღე

      ტყის საერთაშორისო დღე

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროექტებში მნიშვნელოვანი სიახლეებია!

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროექტებში მნიშვნელოვანი სიახლეებია!

      რეგულირების სააგენტოს განცხადება

      რეგულირების სააგენტოს განცხადება

      2023 წლიდან, ქრონიკულ და ონკოლოგიურ წამლებზე, რეფერენტული ფასების მექანიზმი ამოქმედდება

      2023 წლიდან, ქრონიკულ და ონკოლოგიურ წამლებზე, რეფერენტული ფასების მექანიზმი ამოქმედდება

      სამშობლოში დაბრუნებულ 88 მიგრანტს გრანტი გადაეცემა

      სამშობლოში დაბრუნებულ 88 მიგრანტს გრანტი გადაეცემა

      საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდგომი რეაბილიტაცია დაფინანსდება

      საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდგომი რეაბილიტაცია დაფინანსდება

      COVID-19-ის სიტუაცია მსოფლიოსა და საქართველოში

      COVID-19-ის სიტუაცია მსოფლიოსა და საქართველოში

    • სპორტი
  • გაზეთი
No Result
View All Result
borjominews
Home ბლოგი

„ქართული ქარტია“ — პრეზიდენტის შეთავაზება პარტიებს

„ქართული ქარტია“ — პრეზიდენტის შეთავაზება პარტიებს
Share on FacebookShare on Twitter

სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ვრცლად ილაპარაკა საბჭოთა მემკვიდრეობის შესახებ. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ქართული საზოგადოება უნდა გათავისუფლდეს საბჭოთა წარსულისგან, რომლის ერთ-ერთი გადმონაშთი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციაა.
„დეოკუპაციის ერთადერთი მშვიდობიანი და რეალური გზა, აქაც ევროპის გზაა, რომელიც არცერთ ფარულ გარიგებასა და არცერთ ტყუილ დაპირებაზე არ გადის. სამაგიეროდ, ჩვენ რეალურად შეგვიძლია დავპირდეთ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის საზოგადოებას ერთობლივი განვითარების პერსპექტივა, ადამიანის უფლებების რეალური დაცვა და ნამდვილი მშვიდობა სამხედრო ბაზებისა და მობილიზაციის გარეშე“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილიმა, რომლის თქმითაც, საბჭოთა წარსულისგან გათავისუფლება ასევე გულისხმობს სასამართლო სისტემის, ეკონომიკის, ბიზნესის, საჯარო სამსახურისა და კულტურის სფეროს გათავისუფლებას:

„სამართლიანობა და სამართლიანი სასამართლოს უფლება ჩვენი ყველა მოქალაქის მოთხოვნაა. ყველამ ვიცით, რომ სასამართლოს წნეხისა და გავლენებისგან გათავისუფლების გარეშე, ეს ვერ მიიღწევა. ყველამ იცის, რომ სასამართლო ევროპული სახელმწიფოს და მისი სტაბილურობის ძირითადი ქვაკუთხედია“.

„ერთი პარტიის მიერ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტისა და საჯარო სტრუქტურის მონოპოლია. საბჭოთა გადმონაშთია ბელადის და პარტიის ინტერესებზე სახელმწიფო ინტერესების დაქვემდებარება. საბჭოთა გადმონაშთისგან უნდა გათავისუფლდეს ჩვენი მენტალობა და მეხსიერებაც; სწორედ ამ გათავისუფლებულ მეხსიერებაზე უნდა დაშენდეს ჩვენი მომავალი, რათა აღარასდროს დავუშვათ საბჭოთა წარსულის განმეორება. ამ ყველაფრის მთავარი დამცველი კი, თავისუფალი საზოგადოება და თავისუფალი აზროვნებაა — წნეხისგან, შიშისგან თავისუფალი — დამოუკიდებელი ადამიანი დამოუკიდებელ ქვეყანაში“, — განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 26 მაისს საზოგადოებას წარუდგინა გეგმა, რომელიც იმ ნაბიჯებს მოიცავს, რომელიც დოკუმენტის ხელმომწერმა პარტიებმა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ უნდა გადადგან.

პრეზიდენტის თქმით, „ქართული ქარტიაში“ დასახელებული ნაბიჯები აუცილებელია არამხოლოდ საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის, არამედ დემოკრატიული და სამართლიანი სახელმწიფოს დამკვიდრებისთვის:

„შევადგინე და წარმოგიდგენთ ამ ქართულ ქარტიას. მას ხელმოსაწერად ვთავაზობ ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც მზადაა მასში ასახული ვალდებულებების შესრულება იკისროს მომავალ პარლამენტში და ეს არ არის ჰაერში მოცემული პირობა. ამ ქარტიის შესრულების და ნდობის აღდგენისთვის უნდა შეიქმნას ახალი პოლიტიკური რეალობა რომლისთვისაც საჭიროა სხვანაირი ერთობა პარლამენტი არჩევნები და მთავრობა“ — ამბობს პრეზიდენტი.

ზურაბიშვილის თქმით, სხვანაირი ერთობა — გულისხმობს ერთობას ერთიანობის გარეშე. ზურაბიშვილის თქმით, ერთობა იგულისხმება მხოლოდ და მხოლოდ ამ ქარტიის ირგვლივ და მისი შესრულებისთვის, ანუ ევროპული მომავლის ირგვლივ თანხმობა — ამ ქარტიის ირგვლივ და არ მოითხოვს და არ გულისხმობს არც ერთიან სიას არც რაიმე სხვა ფორმით აუცილებელ პოლიტიკურ გაერთიანებებს:

„პოლიტიკურმა პარტიებმა თავად უნდა გადაწყვიტონ იმის მერე რაც ხელს მოაწერენ ამ ერთობლივ ქარტიას საკუთარი საარჩევნო ტაქტიკა როგორი იქნება და სტრატეგია როგორი იქნება ეს მე არ მეხება,“ — თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, დღევანდელი პოლიტიკური მოცემულობა არ იძლევა შესაძლებლობას რომ პარტიებმა სარჩევნო კომპანია ტრადიციულად აწარმოონ და ამომრჩევლებს საკუთარი პროგრამები შესთავაზონ. მისი თქმით, ამ არჩევნებზე ხალხმა უნდა აირჩიოს არა ვის ირჩევს, არამედ — რას ირჩევს:

„რეალურად იქნება სახალხო რეფერენდუმი რომელზეც უნდა ვუპასუხოთ კითხვას გვინდა თუ არა ევროპა და როცა ჩვენ ხმას მივცემთ ქარტიაზე ხელმომწერ რომელიმე პარტიას, ამ ქარტიას და ე.ი ევროპულ მომავალს ვაძლევთ ხმას,“ — ამბობს პრეზიდენტი.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, არჩევნების შემდეგ პარლამენტის მთავარი მიზანი ამ ევროპული გეგმის შესრულება უნდა იყოს, რომელიც „ქართული ქარტიით“ ნაკისრ ვალდებულებებს მოიცავს რის შემდეგაც ახალ და თავისუფალ გარემოში უნდა ჩატარდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები:

„ეს მოკლე ვადიანი მანდატი აზღვევს ბევრ რისკებს და მათ შორის რომელიმე პარტიას რომ არ გაუჩნდეს ხელისუფლებაში უსასრულოდ დარჩენის ცდუნება“ — აღნიშნავს პრეზიდენტი.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, „სხვანაირი მთავრობაც“ სრულიად ახალი მოდელს გულისხმობს, რომელშიც მთავრობა არ იქნება დაკომპლექტებული პოლიტიკური პარტიებისგან, არამედ საზოგადოებაში პროფესიონალიზმით გამორჩეული ადამიანებით. ზურაბიშვილის თქმით, აღნიშნულზე კონსულტაციები პრეზიდენტთან უნდა გაიმართოს:

„ეს არის გზა რომელიც არის მშვიდობიანი და უაღრესად ევროპული. განსხვავებულ აზრი უნდა გამოიხატოს საარჩევნო უბანში და არა რაიმე სხვა ფორმით. ეს გეგმა ჩვენი მშვიდობიანი გამოსავალია და მე ვიღებ პასუხისმგებლობას რომ დავიცვა ეს გადარჩენისა და ევროპაში დაბრუნების გზა. ამავე დროს ეს გეგმა მიგვიყვანს იმ სიკეთეებამდე რასაც დღეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ამერიკა გვთავაზობს. ეს ნიშნავს რომ ვუბრუნდებით ჩვენს კონსტიტუციით გაცხადებულ საგარეო კურსს,“ — ამბობს ზურაბიშვილი.

მისი თქმით, „ქართულ ქარტიაში“ ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა და ის თავისი არსითა და სულისკვეთებით ასევე ემსახურება იმ მთავარი ნაბიჯების გადადგმას, რომელსაც დღეს საზოგადოებისთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს. პრეზიდენტის განცხადებით, ნაბიჯები ასევე ეხმიანება ევროპული რეკომენდაციის 9 პუნქტს.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „ქართული ქარტიის“ პუნქტები ასე გმაოიყურება:

  • გაუქმდება ევროპული კურსისათვის დამაზიანებელი კანონები.მათ შორის, რუსული კანონი, საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებები, მოსმენების კანონი, ოფშორის კანონი და სხვა. ასევე გაუქმდება 2024 წლის პროტესტში მონაწილე დემონსტრანტების მიერ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეები და მიღებული იქნება ამნისტია.
  • მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლება და ნდობის აღდგენა მის მიმართ. სასამართლოსგათავისუფლება კლანური მმართველობისგან მოსამართლეთა კეთილსინდისიერების დაუსაბუთებელი ქონების შემოწმების გზით. პრეზიდენტის თქმით, ეს შემოწმება შეეხება ყველა იმ მოსამართლეს, რომელთა პოლიტიკურად მოტივირებულმა გადაწყვეტილებებმა დააზიანა სასამართლოს მიმართ ნდობა და შელახა მისი რეპუტაცია.ამასთან, ზურაბიშვილი ამბობს, რომ შემოწმება შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს ყველა წევრს სააპელაციო და საქალაქო სასამართლოების თავმჯდომარეებს. პრეზიდენტის თქმით, შემოწმება შეეხება ასევე ყველა ახალ მოსამართლეს.ზურაბიშვილის გეგმის მიხედვით, სასამართლოს დაემატება ახალი მოსამართლეები, რაც აღმოფხვრის გადატვირთულობას და საქმეთა განხილვის ვადების დარღვევას. ამასთან, პრეზიდენტის განცხადებით, სრულფასოვნად ამოქმედდება საქმეთა ელექტრონული წესით განაწილების სისტემა, რათა გამოირიცხოს პოლიტიკური გავლენები. გარდა ამისა, „ქარტიის“ მიხედვით, მოსამართლეებს არ შეეძლებათ მეორე ვადით ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავება.ამასთან, პრეზიდენტი ამბობს, რომ გაძლიერდება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მანდატი და გავავრცელებთ მის უფლებამოსილებას მაღალი საჯარო ინტერესის მქონე საქმეებზეც. ზურაბიშვილის გეგმა ასევე მოიცავს ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძირეულ რეფორმას.„ქართული ქარტიის“ მიხედვით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ჩამოერთმევა ჭარბი უფლებამოსილება. კერძოდ, ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ საბჭოს ჩამოერთმევა დისციპლინური სამართალწარმოების უფლება რაც მოსამართლეთა დევნის ბერკეტია. ამასთან, მას ჩამოერთმევა ადმინისტრაციული ორგანოების თავმჯდომარეების არცევის უფლება და იუსტიციის სკოლა საბჭოსგან დამოუკიდებელი გახდება.პრეზიდენტის თქმით, უზენაესის მოსამართლეების შერჩევის წესიც შეიცვლება. მისი თქმით, საბჭო მხოლოდ შეამოწმებს კანდიდატებს სიას და სრულყოფილად წარუდგენს პარლამენტს რომელიც აირჩევს მათ. საბჭოს წევრებს კი აეკრძალებათ სხვა ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავება და ორჯერ არჩევის შესაძლებლობა. პრეზიდენტის თქმით, საბჭოში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე გავლენა ექნებათ არამოსამართლე წევრებს.
  • სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, გენერალური პროკურორი აირჩევა მაღალი კვორუმით და მხოლოდ ერთი ვადით. საპროკურორო საბჭო კი გაძლიერდება.
  • პრეზიდენტის თქმით, სუსი და შსს ძალაუფლების დეკონსტრუქციის მიზნით ძირეულ რეფორმას გაივლიან და თითოეულის საქმიანობაზე დამყარდება ეფექტური საპარლამენტო კონტროლი, რომელიც დაიცავს მათ პოლიტიკური გავლენებისგან.
  • სალომე ზურაბიშვილის თქმით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახური გაძლიერდება და მიენიჭება რეალური დამოუკიდებლობა, რათა დაიცვას მოქალაქეთა უფლებები სამართალდამცავთა ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე.
  • ანტიკორუფციული სააგენტო გამოიყოფა აღმასრულებელი ხელისუფლებისგან და მიენიჭება რეალურ ბერკეტები. მას ექნება კორუფციულ საქმეებზე გამოძიების უფლებამოსილება. მის ხელმძღვანელებს აირჩევს პარლამენტი და მის წინაშე იქნება ვალდებული.
  • ეროვნულ ბანკს დაუბრუნდება დამოუკიდებლობა საბჭოს წევრების გაზრდით და აღმასრულებელ და არააღმასრულებელ წევრთა შორის ბალანსით. გაუქმდება ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის ერთპიროვნული ბრძანება რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს.
  • მარეგულირებელი ორგანოები გათავისუფლდება პოლიტიკური გავლენებისგან.
  • საარჩევნო სისტემის გაჯანსაღება, რომელიც აუცილებელია სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებისთვის.დაიხვეწება თავმჯდომარის არჩევის და ცესკოს დაკომპლექტების წესი. დაიწევა ბარიერი, აღდგება ბლოკების შექმნის შესაძლებლობა. გადაიხედება პარტიების დაფინანსების წესი და დიასპორას მიეცემა არჩევნებში შეუფერხებლად მონაწილეობის შესაძლებლობა.

„ჩვენ ამ ქარტიაზე ხელის მომწერნი რომლებიც მივიღებთ მანდატს, ვიღებთ ვალდებულებას და ვდებთ პირობას, შევასრულოთ ამ ქარტიაში ჩაწერილი პირობები პირველივე საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე და შესრულებისთანავე ჩატარდება ვადამდელი არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში“ — წერია პრეზიდენტის მიერ შედგენილ დოკუმენტში.

წყარო: ნეტგაზეთი

Share200Tweet125Share50

არქივი

borjominews

borjominews.ge 2020

  • ჩვენ შესახებ
  • დაგვიკავშირდით

No Result
View All Result
  • Home
  • სიახლეები
    • პოლიტიკა
    • ბიზნესი
    • მსოფლიო
  • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • მეცნიერება
  • კულტურა

borjominews.ge 2020