მედიასახლ „პოსტსკრიპტუმი“-სა და წიგნის სახლ „ქიმერიონი“-ს ინიციატივით წიგნიერების კვირეული გაიმართა ადიგენის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლის სკოლაში. წიგნიერების კვირეულის ტრადიციული მხარდამჭერია ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტარი ანტონ ობოლაშვილი,
უკვე ოთხი წელია, რაც მაჟორიტარი დეპუტატი ადიგენის სკოლების წიგნადი ფონდის გაუმჯობესებაზე ზრუნავს და პერიოდულად, წელიწადში ორჯერ მუნიციპალიტეტის სკოლებს თანამედროვე მხატვრულ ლიტერატურას საჩუქრად გადასცემს.
აღსანიშნავია, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტში უკვე ყველა სკოლამ მიიღო პარლამენტარის საჩუქარი.
ამჯერად წიგნიერების საგაზაფხულო კვირეულის ფარგლებში მაჟორიტარი დეპუტატის ადიგენის ბიუროს თანამშრომელ როინ აბულაძესთან ერთად, მუნიციპალიტეტის ხუთ სკოლას ვსტუმრობდით და მაღალპოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული სხვადასხვა ჟანრის საუკეთესო კლასიკური ლიტერატურა გადავეცით.
წიგნიერების აქციის ფარგლებში ადიგენის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ხუთი სკოლა დასაჩუქრდა მაჟორიტარი დეპუტატისგან წიგნებით:
1. სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დერცელის საჯარო სკოლა (დირექტორი ომარ ბერიძე);
2. სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორთუბნის
საჯარო სკოლა (დირექტორი რომან მარკოიძე );
3.სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სმადას საჯარო სკოლა (დირექტორი ირმა ქიმაძე);
4.სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის კახარეთის საჯარო სკოლა (დირექტორი ქეთევან აფრიამაშვილი);
5. სსიპ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭეჭლას საჯარო სკოლა (დირექტორი მელანო გავაშელი);
ადიგენის მუნიციპალიტეტის სკოლების ხელმძღვანელებმა, მოსწავლეებმა თუ მასწავლებლებმა დიდი მადლიერება გამოხატეს მაჟორიტარი დეპუტატის, ბატონ ანტონ ობოლაშვილის მიმართ, ძალიან გაიხარეს მისი გამოგზავნილი საჩუქრით – მაღალი პოლიგრაფიული დონისა და თანამედროვე მხატვრული კლასიკური ლიტერატურით და იქვე დაგეგმეს, რომ სკოლებში არსებულ წიგნის კლუბებსა თუ ბიბლიოთეკებში აუცილებლად მოაწყობდნენ ამ წიგნების პრეზენტაციებს და საინტერესო განხილვებს.
ნატო გუბელაძე