#KAS, #STARinitiative #EU4GEORGIA #EDEC
,,სამცხე-ჯავახეთის სათემო განვითარების ცენტრმა“ (SJCDC), ახალდაბის მედიაკაფესთან ერთად და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, ასევე ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის დაფინანსებით განახორციელა პროექტი „ბორჯომელი ახალგაზრდები ევროინტეგრაციისათვის“.
პროექტის ფარგლებში ბორჯომის მუნიციპალიტეტის სკოლებიდან შეირჩა 20 მოსწავლე, რომლებსაც მოწვეულმა ექსპერტებმა ჩაუტარეს ტრენინგები,მასტერ-კლასები და ვორქ-შოპი ევროკავშირის თემაზე. დატრენინგებულმა მოსწავლეებმა კი მოამზადეს პრეზენტაციები ნატო-ევროკავშირის თემაზე და როგორც თანატოლგანმანათლებლები ამჯერად ბორჯომის მუნიციპალიტეტის 10 სხვადასხვა სკოლას ესტუმრნენ: ახალდაბის, კორტანეთის, რველის, ყვიბისის, ბორჯომის #1, 3, 4, 6, ლიკანის, წაღვერის და თავად გაუზიარეს ცოდნა თანატოლებს ევროკავშირისა და ნატოს შესახებ.
წარმოგიდგენთ ჩვენი პროექტის მონაწილე 20 თანატოლგანმანათლებელს, რომლებმაც ძალიან ბევრი იშრომეს, რათა თავიანთ თანატოლებამდე მიეტანათ რეალური ინფორმაცია ნატო-ევროკავშირის შესახებ: ნია ხუციშვილი (დვირის საჯარო სკოლა), ნიკა კაპანაძე,გვანცა ჩადუნელი,თამარ ბუხნიკაშვილი,მარიამ ცერცვაძე, ნუცა ჩადუნელი,ბარბარე თოდაძე,ნინი ოყრეშიძე,ანა გოგოლიძე,ნინი ჩადუნელი,ნინი ჩაჩანიძე, მეკო არავიძე (ახალდაბის საჯარო სკოლის მოსწავლეები), ანა მახარობლიძე, თამარ ხუციშვილი,ანასტასია ტალახაძე, მარიამ ქორიძე (ყვიბისის საჯარო სკოლის მოსწავლეები),ლინდი ტატიაშვილი (კასპის მუნიციპალიტეტი),ანა ჩადუნელი (რველის საჯარო სკოლის მოსწავლე), მარიამ ტაბატაძე, მარიამ მახარობლიძე (ბორჯომის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები).
ახალგაზრდები საუბრისას ყურადღებას ამახვილებდნენ იმ სიკეთეებზე, რაც ევროკავშირთან და ნატოსთან თანამშრომლობას, ურთიერთობას და წევრობას მოაქვს ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის.
თითოეული შეხვედრა საინტერესოდ და ინტერაქტიულად წარიმართა. აღმოჩნდა, რომ ამ თემის შესახებ ნამდვილად არის საზოგადოებაში, მოზარდ თაობაში ინტერესი და ინფორმირებულობის გაუმჯობესების აუცილებლობა.
შეხვედრები განხორციელდა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).