ახალდაბის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა ,,ლაბირინთი” ეს კვირა ევროპის კვირეულად გამოაცხადა. დაიგეგმა სხვადასხვა აქტივობები მთელი კვირის მანძილზე: პრეზენტაცია, კედლის გაზეთის გამოშვება, მოსწავლეთა მიერ შექმნილი ნახატების და პოსტერების გამოფენა, მოსწავლეების წყვილების მიერ ბრმა პრინციპით შერჩეული რომელიმე ევროპული ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოძიება და პრეზენტაციების წარდგენა კვირის ბოლოს, სამაგიდო თამაშის გამართვა.
დღეს პირველი აქტივობა განახორციელა კლუბმა. კლუბის წევრებმა სასკოლო საზოგადოებას მთელი კვირის გეგმა გააცნეს და მხარდაჭერა სთხოვეს. შემდეგ კი წარადგინეს პრეზენტაცია ევროპის ისტორიული წარსულის, ევროკავშირის შექმნის შესახებ. პრეზენტაციის შემდეგ საინტერესო კითხვა პასუხი გაიმართა.