“სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის” ორგანიზებითა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა.
“გაუზიარე სიცოცხლე – გაიღე სისხლი” – აქციაში ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი, მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე, საკრებულოს დეპუტატები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოქალაქეები ჩაერთვნენ.
აქციის შედეგად შემოსული სისხლის კომპონენტები ანემიის, მძიმე ფორმის მქონე ბავშვების, ლეიკემიით დაავადებულ პირების, ავარიების, საგანგებო სიტუაციების, გართულებული მშობიარობისა და ტრავმების შედეგად დაზიანებული პაციენტების მკურნალობას მოხმარდება.
აღსანიშნავია, რომ სისხლის უანგარო დონაციის აქცია, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერითა და თბილისის მერიის შპს ,,სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის’’ ორგანიზებით წლის განმავლობაში რამდენჯერმე იმართება.