Isuzu-ის ფირმის, „Euro 5”-ის სტანდარტის მქონე ავტობუსები, თანამედროვე სტანდარტისაა და სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები და მოქალაქეებისათვის უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი, ახალი ავტობუსების განრიგი.
ამასთან, ახალდაბის მოსახლეობის საყურადღებოდ! ავტობუსი იმოძრავებს დაბა ახალდაბის მიმართულებით.
დღეს, ახალი ავტობუსები ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ნიკოლოზ კიკნაძემ, მერის მოადგილემ გიორგი ტაბატაძემ, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ლევან თედიაშვილმა და ა(ა)იპ „სატრანსპორტო სამსახურის“ ხელმძღვანელმა დიმიტრი ყიფიანმა დაათვალიერეს.