ფესტივალში 7 საჯარო სკოლის 7 გუნდი მონაწილეობდა, საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს „ბაზის ბანკისგან“ ფულადი პრიზები გადაეცა:
– N1 საჯარო სკოლის გუნდი „წითელი ბასანოჩკები“ – 700 ლარი;
– ყვიბისის საჯარო სკოლის გუნდი „წყალწაღებულები“ – 500 ლარი;
– წაღვერის საჯარო სკოლის გუნდი „ნინო ჩხეიძე“ – 300 ლარი.
ასევე, გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიებში გამოვლინდნენ :
საუკეთესო მონაწილე გოგო, რომელსაც მაღაზია „მეგატექნიკისგან“ საჩუქარი გადაეცა;
საუკეთესო მონაწილე ბიჭი, რომელსაც მაღაზია „ექსესიგან“ საჩუქარი გადაეცა;
ჟიურის რჩეული, რომელსაც მაღაზია“ ბარდასისგან“ საჩუქარი გადაეცა.
ფესტივალს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე, საკრებულოს თავმჯდომის მოადგილე გიორგი ფერაძე, , საკრებულოს დეპუტატები და ადგილობრივები ესწრებოდნენ.
გორის უნივერსიტეტმა გამარჯვებული გუნდისათვის თასი და ჩემპიონატში მონაწილე ყველა გუნდისათვის ექსკურსია დააწესა.
მონაწილეები კომპეტენტურმა ჟიურიმ – დავით ზაალიშვილი, გიორგი ხორბალაძე, შოთა გელაშვილი, გიორგი გაბუნია, ლუკა გაბელაია, გიორგი ხინტკირია, შეაფასა. საღამოს კი ჯიმი აბესაძე უძღვებოდა.