უფლებადამცველ ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეების მიერ მომზადებული პრეზენტაციების წარდგენა გაიმართა.
მათ გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ შეთავაზებული სამი თემიდან ერთ-ერთზე მუშაობის შესაძლებლობა ჰქონდათ.
აუდიტორიის წინაშე უშუალოდ სკოლების მიერ შერჩეული მოსწავლეები წარსდგნენ:
N1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ ტაბატაძე
თემა: „არასრულწლოვანთა ქორწინება და ოჯახი“;
N3 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე სალომე გოგოლაძე
თემა: „ქალი, ოჯახი, საზოგადოება“;
N6 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ელენე ბლიაძე
თემა: „ფემინიზმი და ქალის უფლებები“;
სოფელი ყვიბისის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე დეა ბაღდავანიძე
თემა: „ფემინიზმი და ქალის უფლებები“;
დაბა ახალდაბის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე მარიამ ცერცვაძე
თემა: „ქალი, ოჯახი, საზოგადოება“;
დაბა წაღვერის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ლიკა ფანჯაკიძე
თემა: „არასრულწლოვანთა ქორწინება და ოჯახი“;
სოფელი ტაბაწყურის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ჰასმიკ არუთუნიანი
თემა: „ქალი, ოჯახი, საზოგადოება“.
პრეზენტაციების დასრულების შემდეგ, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ბორჯომის რაიონული წარმომადგენლობის სოციალურმა მუშაკმა ირმა ებრალიძემ დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების, ასევე იმ მომსახურებისა და სერვისების შესახებ, რასაც სახელმწიფო ახორციელებს ძალადობის მსხვერპლთა მიმართ.
ადგილობრივი პროგრამების და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების მხარდაჭერის შესახებ ისაუბრა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვისა და ოჯახის სოციალურმა მუშაკმა ლელა გოგოლაძემ.
ღონისძიებას ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ფერაძე, კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე მამუკა ლურსმანაშვილი, საბჭოს წევრები და ადილობრივები ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ ღონისისძიება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში გაიმართა, რომლის ორგანიზატორიც გენდერული თანასწორობის საბჭოა.