შიდსის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 1 დეკემბერს აღინიშნება.
შიდსის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ააიპ ბორჯომის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა მანანა რატიანმა საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
მისი თქმით, ამ დღის მიზანს წარმოადგენს აივ-ინფექცია/შიდსთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ყურადღების გამახვილება და აივ/შიდსის მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
აივ ინფექცია/შიდსის დიაგნოსტიკა და მკურნალობა დღეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის ხელმისაწვდომია და მთლიანად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
საინფორმაციო შეხვედრას ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ ღონისისძიება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში გაიმართა, რომლის ორგანიზატორიც გენდერული თანასწორობის საბჭოა.