borjominews
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
    პრემია «ელისო»-ს  2025 წლის გამარჯვებული კინემატოგრაფები გურჯაანში გამოვლინდნენ

    პრემია «ელისო»-ს 2025 წლის გამარჯვებული კინემატოგრაფები გურჯაანში გამოვლინდნენ

    თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 1 დღე რჩება

    თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 1 დღე რჩება

    ბაკურიანის განვითარების სააგენტო გამოცხადებული ელექტრონული აუქციონების შესახებ განცხადებას ავრცელებს

    ბაკურიანის განვითარების სააგენტო გამოცხადებული ელექტრონული აუქციონების შესახებ განცხადებას ავრცელებს

    თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით „თბილისის ლანდშაფტის მოდელირების“ სემინარი და ვორქშოფი გაიმართება

    თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით „თბილისის ლანდშაფტის მოდელირების“ სემინარი და ვორქშოფი გაიმართება

    საყრდენი კედლის რეაბილიტაცია

    საყრდენი კედლის რეაბილიტაცია

    „თოში“ — ყინულის მწარმოებელი კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

    „თოში“ — ყინულის მწარმოებელი კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

    «ვეფხისტყაოსანი 21-ე საუკუნეში — პროფესორ ირაკლი ბრაჭულის ლექცია ბორჯომში

    «ვეფხისტყაოსანი 21-ე საუკუნეში — პროფესორ ირაკლი ბრაჭულის ლექცია ბორჯომში

    თიბისი x ლაგოდეხის ბლუზ ფესტივალი — წინ დაუვიწყარი ივლისი და ვარსკვლავური შემადგენლობა გელოდებათ

    თიბისი x ლაგოდეხის ბლუზ ფესტივალი — წინ დაუვიწყარი ივლისი და ვარსკვლავური შემადგენლობა გელოდებათ

    სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზაალ გელაშვილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

    სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზაალ გელაშვილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

    როგორ შველის ეუკარბონი მუცლის შებერილობას?

    როგორ შველის ეუკარბონი მუცლის შებერილობას?

    Trending Tags

    • Donald Trump
    • Future of News
    • Climate Change
    • Market Stories
    • Election Results
    • Flat Earth
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • მსოფლიო
  • ინტერვიუ
  • კატეგორიები
    • მეცნიერება
      ტყის საერთაშორისო დღე

      ტყის საერთაშორისო დღე

      ახალ­და­ბა­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ახალ­გაზ­რდუ­ლი მულ­ტი­მე­დი­უ­რი სას­წავ­ლო ცენ­ტრის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა

      ახალ­და­ბა­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ახალ­გაზ­რდუ­ლი მულ­ტი­მე­დი­უ­რი სას­წავ­ლო ცენ­ტრის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა

      „წიგნიერების აქციის“  საშემოდგომო კვირეულის ფარგლებში ადიგენის ოთხმა სკოლამ მაჟორიტარი დეპუტატისგან საჩუქრად წიგნები მიიღო

      „წიგნიერების აქციის“ საშემოდგომო კვირეულის ფარგლებში ადიგენის ოთხმა სკოლამ მაჟორიტარი დეპუტატისგან საჩუქრად წიგნები მიიღო

      ბორჯომის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტ-ჩემპიონატის „რა? სად? როდის?“ გაზაფხული-ზაფხულის სეზონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

      ბორჯომის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტ-ჩემპიონატის „რა? სად? როდის?“ გაზაფხული-ზაფხულის სეზონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

      მოისხი ცოდნის „მანტია“ — ქართულ-ამერიკული მომავლის კლუბი „მანტია“ /Georgian American Future Club – Mantle

      მოისხი ცოდნის „მანტია“ — ქართულ-ამერიკული მომავლის კლუბი „მანტია“ /Georgian American Future Club – Mantle

      უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დამატებითი შეზღუდვები წესდება

      Covid-საშვის აპლიკაციის პრეზენტაცია ბიზნეს-სექტორისთვის

      „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“ — მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

      „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“ — მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

      პროფესიული განვითარების საბჭომ 8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

      პროფესიული განვითარების საბჭომ 8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

      მიხეილ ჩხენკელი: „კოვიდის მართვაში საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელები ჩაერთვებიან“

      მიხეილ ჩხენკელი: „კოვიდის მართვაში საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელები ჩაერთვებიან“

      მიწის დეგრადაციის პრევენციისთვის, საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვის პოლიტიკის შემუშავება იწყება

      მიწის დეგრადაციის პრევენციისთვის, საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვის პოლიტიკის შემუშავება იწყება

      Trending Tags

      • Flat Earth
      • Sillicon Valley
      • Mr. Robot
      • MotoGP 2017
      • Golden Globes
      • Future of News
    • კულტურა
      პრემია «ელისო»-ს  2025 წლის გამარჯვებული კინემატოგრაფები გურჯაანში გამოვლინდნენ

      პრემია «ელისო»-ს 2025 წლის გამარჯვებული კინემატოგრაფები გურჯაანში გამოვლინდნენ

      თიბისი x ლაგოდეხის ბლუზ ფესტივალი — წინ დაუვიწყარი ივლისი და ვარსკვლავური შემადგენლობა გელოდებათ

      თიბისი x ლაგოდეხის ბლუზ ფესტივალი — წინ დაუვიწყარი ივლისი და ვარსკვლავური შემადგენლობა გელოდებათ

      ბორჯომის ტრენინგცენტრმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

      ბორჯომის ტრენინგცენტრმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

      ბორჯომში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღნიშნეს

      ბორჯომში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღნიშნეს

      ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 1-ლ ივნისს ბორჯომში მრავალფეროვანი ღონისძიებებია დაგეგმილი

      ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 1-ლ ივნისს ბორჯომში მრავალფეროვანი ღონისძიებებია დაგეგმილი

      თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა

      თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა

      თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძისადმი მიძღვნილი წიგნი და ვინილი გამოიცა

      თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძისადმი მიძღვნილი წიგნი და ვინილი გამოიცა

      „ახალგაზრდობა სოციალური თანასწორობისთვის — ინტეგრირებულმა თეატრმა“ ბორჯომის კულტურის ცენტრში  სპექტაკლი ,,ჰელადოსი» წარმოადგინა

      „ახალგაზრდობა სოციალური თანასწორობისთვის — ინტეგრირებულმა თეატრმა“ ბორჯომის კულტურის ცენტრში სპექტაკლი ,,ჰელადოსი» წარმოადგინა

      ZEG Storytelling Festival  13-15 ივნისი

      ZEG Storytelling Festival  13-15 ივნისი

      თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის რიგით 28-ე ჯაზფესტივალს

      თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის რიგით 28-ე ჯაზფესტივალს

      Trending Tags

      • Golden Globes
      • Mr. Robot
      • MotoGP 2017
      • Climate Change
      • Flat Earth
    • ჯანდაცვა
      როგორ შველის ეუკარბონი მუცლის შებერილობას?

      როგორ შველის ეუკარბონი მუცლის შებერილობას?

      მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე პაციენტებს თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

      მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე პაციენტებს თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

      სახალხო დამცველის განცხადება ფემიციდთან დაკავშირებით

      სახალხო დამცველის განცხადება ფემიციდთან დაკავშირებით

      ტყის საერთაშორისო დღე

      ტყის საერთაშორისო დღე

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროექტებში მნიშვნელოვანი სიახლეებია!

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროექტებში მნიშვნელოვანი სიახლეებია!

      რეგულირების სააგენტოს განცხადება

      რეგულირების სააგენტოს განცხადება

      2023 წლიდან, ქრონიკულ და ონკოლოგიურ წამლებზე, რეფერენტული ფასების მექანიზმი ამოქმედდება

      2023 წლიდან, ქრონიკულ და ონკოლოგიურ წამლებზე, რეფერენტული ფასების მექანიზმი ამოქმედდება

      სამშობლოში დაბრუნებულ 88 მიგრანტს გრანტი გადაეცემა

      სამშობლოში დაბრუნებულ 88 მიგრანტს გრანტი გადაეცემა

      საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდგომი რეაბილიტაცია დაფინანსდება

      საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდგომი რეაბილიტაცია დაფინანსდება

      COVID-19-ის სიტუაცია მსოფლიოსა და საქართველოში

      COVID-19-ის სიტუაცია მსოფლიოსა და საქართველოში

    • სპორტი
  • გაზეთი
No Result
View All Result
borjominews
Home ბლოგი

ახალდაბის მემატიანე — მიხეილ ზეიდელი!

ახალდაბის მემატიანე — მიხეილ ზეიდელი!
Share on FacebookShare on Twitter

ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში ცხოვრობს ერთი უსაყვარლესი მოხუცი, 86წლის მიხეილ ზედელაშვილი, იგივე ზეიდელი, რომელმაც კარგად იცის მისი დაბის ისტორია. მას ხშირად ახალდაბის მემატიანესაც ეძახიან.

ჩემი პირველი ჟურნალისტური დავალების შესასრულებლად, მეც, როგორც წარსულზე და ახალდაბაზე შეყვარებულმა, გადავწყვიტე, ბატონ მიხეილს შინ ვსტუმრებოდი. საგულდაგულოდ მოვემზადე, ავიღე ჩემი ბლოკნოტი და კალამი და ემოციებით აღსავსე გავემართე მისი სახლისკენ. გზაში გამიწვიმდა. ბატონი მიხეილი ჭიშკართან ღიმილით შემომეგება და სახლში შემიპატიჟა.

საუბრის დაწყებამდე სათვალე მოირგო და ბევრი საინტერესო ამბავი გაიხსენა თავისი ცხოვრებიდან…

მიხეილ ზედელაშვილი 1937 წელს ქალაქ თბილისში  დაიბადა. წარმოშობით გერმანელია, ქ. მიუნხენიდან. მისი გერმანული გვარი ზეიდელია, რომელიც სიბერეში დაიბრუნა. ახლა უკვე მის პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში გვარი ზეიდელი წერია, რითაც ძალიან ბედნიერია.

მიხეილის ოჯახი პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი გახდა, გადასახლებას ვერც მისი ოჯახი გადაურჩა, 1941 წლიდან შუა აზიაში ცხოვრობდა და სკოლა სამხრეთ ყაზახეთში დაამთავრა. ახალდაბაში 1956 წლიდან ცხოვრობს. 1967 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სატყეო-საინჟინრო ფაკულტეტი. 1981 წელს  დისერტაცია მოსკოვში დაიცა (სპეციალობა: ტყის კულტურები, სელექცია, მეტესლეობა და ქალაქების გამწვანება).

მისი შრომითი ბიოგრაფია ახალდაბის საავეჯო ფაბრიკაში დაიწყო, მერე — ნეძვის სატყეოში, ტყის მცველად. ძირითადად, 44 წლის განმავლობაში (1968-2012), პენსიაზე გასვლამდე მუშაობდა თბილისის სამთო მეტყევეობის კვლევით-სამეცნიერო ინსტიტუტის ახალდაბის საცდელ სადგურში, დაწყებული მუშის პოზიციიდან, დამთავრებული წამყვან მეცნიერ თანამშრომლამდე.

მიხეილ ზეიდელის მეორე სპეციალობა მუსიკათმცოდნეობაა. შეთავსებით, 1990 წლამდე, სხვადასხვა ორგანიზაციაში სასულე და საესტრადო ორკესტრების ხელმძღვანელად მუშაობდა. მისი გატაცებაა ხალხური მედიცინა, ჟურნალისტიკა და სპორტი.

ოჯახი

მიხეილის მამა,  სერგო ივანეს ძე ზეიდელი, პოდპოლკოვნიკი და ამავე დროს, სამხედრო დირიჟორი იყო. მან დაამთავრა პეტერბურგის კონსერვატორიის ქ. როსტოვის ფილიალის სამხედრო დირიჟორობის ფაკულტეტი.  ხელმძღვანელობდა რამდენიმე სამხედრო ორკესტრს, მათ შორის — საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორკესტრს (1932-1936). პენსიაზე გასვლის შემდეგ ახალდაბის საავეჯო ფაბრიკის კლუბში ჩამოაყალიბა სასულე და სიმებიანი ორკესტრები, ხოლო სკოლა-ინტერნატში — სასულე ორკესტრი.

ბატონი მიხეილის მეუღლე, ვენერა ციყელაშვილი, 1999 წელს გარდაიცვალა. ჰყავს ორი შვილი ლევანი და მაია ზედელაშვილები. მისი გოგონაც მუსიკას გაჰყვა და მუსიკის მასწავლებელია. ბატონი მიხეილის თქმით, „მუსიკა თაობიდან თაობებს გადაეცემა“

                                               მუსიკა და მიხეილი

ბელორუსიის ქ. ბარანოვიჩში, სავალდებულო სამხედრო სამსახურის პერიოდში (1957-1960) მიხეილ ზედელაშვილმა ჩამოაყალიბა სასულე და საესტრადო ორკესტრები.

1968 წლიდან იგივე საქმიანობა მან განაგრძო ხაშურში, სადაც სხვადასხვა წლებში შექმნა ოთხი წარმატებული ორკესტრი. მისი ორკესტრები ღებულობდნენ მონაწილეობას როგორც საზეიმო ღონისძიებებში, ასევე — რესპუბლიკურ ფესტივალებში, კონკურსებსა და ოლიმპიადებში, სადაც ხშირად იკავებდნენ 1-ლ, მე-2 და მე-3 ადგილებს.

1968 წელს ბატონმა მიხეილმა ახალდაბაში ჩამოაყალიბა საესტრადო ანსამბლი „ახალდაბა“ და დღესაც განსაკუთრებული ემოციებით იხსენებს იმ კონცერტებს, რომლებსაც ბორჯომის სანატორიუმებში მართავდა, თავის ანსამბლთან ერთად.

წიგნები

 როგორც ჩემმა მასპინძელმა მითხრა, წერა მან ასაკში შესულმა დაიწყო. პირველი წიგნი 2015 წელს თბილისში დაიბეჭდა, სადაც აღწერილია ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბის ისტორია — ეთნოგრაფია. ამას გარდა ბატონ მიხეილს დაწერილი აქვს რამდენიმე სხვა წიგნი, მაგრამ თემა მაინც ახალდაბაა.  ახლა ელოდება საზაფხულო სეზონსა და ტურისტების ჩამოსვლას, რათა გაყიდოს წიგნები და სტუმრებს უკეთესად გააცნოს ახალდაბის ისტორია, მოსახლეობა, ღირშესანიშნაობები და ულამაზესი ადგილები.

ეპილოგის მაგიერ

ჩემს მასპინძელთან ერთად საოჯახო ალბომი დავათვალიერე და მისი რამდენიმე ყრმობის ფოტოც თან წამოვიღე, ჩვენი მკითხველისთვის გასაცნობად.

 გამომშვიდობებისას ბატონმა მიხეილმა რედაქციიისთის თავისი წიგნები გამომატანა საჩუქრად, მე კი ჩვენი გაზეთის, „ბორჯომიnews”-ის რამდენიმე ნომერი ვუსახსოვრე და მისი გვარ-სახელი ჩვენს ხელმომწერთა სიას შევმატე.

მასპინძელმა ჭიშკრამდე გამომაცილა და თან რჩევებიც მომცა, თუ როგორ გავაცოცხლო ჩვენი ახალდაბა და მეც დავპირდი და მერწმუნეთ, ამას აუცილებლად გავაკეთებ. ახალდაბის წარსულს, მის ისტორიას ყველას გავაცნობ.

      ლინდი ტატიაშვილი

Share201Tweet126Share50

არქივი

borjominews

borjominews.ge 2020

  • ჩვენ შესახებ
  • დაგვიკავშირდით

No Result
View All Result
  • Home
  • სიახლეები
    • პოლიტიკა
    • ბიზნესი
    • მსოფლიო
  • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • მეცნიერება
  • კულტურა

borjominews.ge 2020