“ჩემი გამომცემლობა“ აგრძელებს საქველმოქმედო აქციას მძიმე სენით დაავადებული ჟურნალისტის, ირმა კახურაშვილის დასახმარებლად. ამჯერად გამომცემლობის წარმომადგენლები, მისი ხელმძღვანელის, ოლიკო ცისკარიშვილისა და ავტორების მონაწილეობით ბორჯომის მუნიციპალიტეტს სტუმრობდნენ. მათ წიგნების გამოფენა გაყიდვა გამართეს ბორჯომში, სამცხე-ჯავახეთის მედიაცენტრში და ახალდაბაში, გაზეთ „ბორჯომიnews”-ის რედაქციაში, მედიაკაფე „ლუტრეზი“-ში.
აქციის მონაწილე მწერალმა, დავით ხარატიშვილმა, საკუთარი წიგნი „სიცოცხლის ამბავი“ წარუდგინა მკითხველს და ამავე დროს „ჩემი გამომცემლობის“ სხვა გამოცემების შესახებაც ესაუბრა.
საქველმოქმედო აქციაში ახალდაბის მედიაკაფემ პირადი წვლილიც შეიტანა და ბიბლიოთეკისთვის რამდენიმე წიგნი შეიძინა.
ახალდაბის მედიაკაფეში წიგნების აქცია სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და ყველა მსურველს შეეძლება ჩაერთოს, შეიძინოს წიგნები და თავისი წვლილი შეიტანოს ახალგაზრდა ჟურნალისტის სიცოცხლის გადარჩენაში.
აქცია „სიცოცხლის გადასარჩენად“გრძელდება და„ჩემი გამომცემლობა“ 18 ივლისს 13:00 საათზე ქუთაისში DMO Imereti-ს სივრცეში მკითხველს უმასპინძლებს. ქუთაისს მწერალები დავით პაიკიძე და დავით ხარატიშვილი საკუთარ წიგნებს წარუდგენენ. ამავე სივრცეში შესაძლებელი იქნება გამომცემლობის წიგნების შეძენა.