„წიგნიერების აქციის“ საზაფხულო კვირეულის ფარგლებში, ადიგენის და ბორჯომისშემდეგ ასპინძის მუნიციპალიტეტის სკოლებმა მიიღეს პარლამენტარ ანტონ ობოლაშვილის მხარდაჭერით შეძენილი მაღალი დონის კლასიკური მხატვრული ლიტერატურა.
ჩვენმა მკითხველებმა უკვე იციან, რომ ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატის, პარლამენტარ ანტონ ობოლაშვილის მხარდაჭერით მიმდინარე წიგნიერების აქცია ერთჯერადი ღონისძიება არ არის და იგი მესამე წელია, მიმდინარეობს. ასპინძაში მხოლოდ სამი სკოლაღა იყო დარჩენილი და აქც უკვე შედგა ჩვენი წიგნიერების აქცია.
ამჯერად მაჟორიტარი დეპუტატის საჩუქარი მიიღო ასპინძის მუნიციპალიტეტის შემდეგმა სკოლებმა:
- სსიპ ასპინძის მუნიციპალიტეტის, სოფელ საროს საჯარო სკოლა, დირექტორი მაია ბოლოთაშვილი;
- სსიპ ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავის საჯარო სკოლა, დირექტორი დალი დიასამიძე;
- სსიპ ტარიელ ქამაშიძის სახელობის ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ მირაშხანის საჯარო სკოლა, დირქტორი შაქრო ქამადაძე.
ჩვენი რედაქცია, მაჟორიტარის ასპინძის ბიუროს ხელმძღვანელ გურანდა ხატიძესთან ერთად სტუმრობდა სამივე სკოლას და მათ ბიბლიოთეკებს მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული სხვადასხვა ჟანრის წიგნები გადავეცით.
სკოლებში დიდი სიხარულით და მადლიერებით შეხვდნენ ჩვენს სტუმრობას, ძალიან გაუხარდათ მაჟორიტარისგან საჩუქრად წიგნების მიღება და აღნიშნეს, რომ ასეთი ყურადღება ფასდაუდებელია მათთვის, რათა მეტი მოტივაცია და სტიმული გაუჩნდეთ, რომ ამ კომპიუტერულ ეპოქაში წიგნთან მეგობრობაც გააგრძელონ.
ნატო გუბელაძე
მედიასახლ „პოსტსკრიპტუმის“ მთავარი რედაქტორი