პროექტის ფარგლებში სრულად განახლდა და ულამაზეს ფერებში მოიხატა შენობის ფასადი, შენობის პირველ სართულზე შეიცვალა კარ-ფანჯარა, ასევე – განხორციელდა შიდა კიბის რეაბილიტაცია.
საბავშვო ბაღის შენობაზე მზის ენერგიის პანელები განთავსდა, რომლის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიითაც ისარგებლებს საბავშვო ბაღი, რაც ხელს შეუწყობს სახელმწიფო სახსრების დაზოგვას და შეამცირებს გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას.
საბავშვო ბაღში სტუმრობისას, ეზოში მხიარური პატარები და პედაგოგები შემოგვეგებენ, ბავშვები ატრაქციონებზე ერთობოდნენ, საბავშვო ბაღის დაწესებულების უფროსმა, ქალბატონმა მარინა ჩადუნელმა კი მადლიერებით აღნიშნა იმ საქმიანობის შესახებ, რაც ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ახალდაბის ბაღის რეაბილიტაციისთვის გაკეთდა. მისივე თქმით, ამჟამად ბაღში 60-მდე აღსაზრდელი ჰყავთ და ფაქტობრივად, საუკეთესო პირობებში უწვთ სკოლამდელი განათლების მიცემა პატარებისთვის.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღებში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება, რაც სასწავლო-სააღმზრდელო გარემოს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.