borjominews
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
    თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით,                                                                                                                                                                                                                                             გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოება მეორედ გაიმართა

    თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოება მეორედ გაიმართა

    18 ივნისიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტი გიწვევთ ახალგაზრდულ თავგადასავალზე!

    18 ივნისიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტი გიწვევთ ახალგაზრდულ თავგადასავალზე!

    ძლიერი ზრდა და გარკვეულწილად მომატებული ინფლაცია

    ძლიერი ზრდა და გარკვეულწილად მომატებული ინფლაცია

    ბორჯომის მუნიციპალიტეტმა ყაზახეთის ქალაქ ატირაუდან 17 ახალგაზრდას უმასპინძლა

    ბორჯომის მუნიციპალიტეტმა ყაზახეთის ქალაქ ატირაუდან 17 ახალგაზრდას უმასპინძლა

    თიბისი კამპუსის მონაწილე ნუგო თოფურია

    თიბისი კამპუსის მონაწილე ნუგო თოფურია

    5 ივნისს გარემოს დაცვის მსოფლიო დღე აღინიშნება

    5 ივნისს გარემოს დაცვის მსოფლიო დღე აღინიშნება

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ივნისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

    თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ივნისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

    ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოციალური პროგრამებით მოსარგებლე 1367-მა ბენეფიციარმა მაისში 405430 ლარის დახმარება მიიღო

    ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოციალური პროგრამებით მოსარგებლე 1367-მა ბენეფიციარმა მაისში 405430 ლარის დახმარება მიიღო

    თიბისის მხარდაჭერით 3 ქართული სტარტაპი Microsoft AI Fintech & Insurtech Accelerator-ის ფინალურ ეტაპზე მოხვდა

    თიბისის მხარდაჭერით 3 ქართული სტარტაპი Microsoft AI Fintech & Insurtech Accelerator-ის ფინალურ ეტაპზე მოხვდა

    „როდის „მოვკლათ“ ბიზნესი?“- თიბისის ხუთშაბათის შეხვედრების კიდევ ერთი სესია გაიმართა

    „როდის „მოვკლათ“ ბიზნესი?“- თიბისის ხუთშაბათის შეხვედრების კიდევ ერთი სესია გაიმართა

    Trending Tags

    • Donald Trump
    • Future of News
    • Climate Change
    • Market Stories
    • Election Results
    • Flat Earth
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • მსოფლიო
  • ინტერვიუ
  • კატეგორიები
    • მეცნიერება
      ტყის საერთაშორისო დღე

      ტყის საერთაშორისო დღე

      ახალ­და­ბა­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ახალ­გაზ­რდუ­ლი მულ­ტი­მე­დი­უ­რი სას­წავ­ლო ცენ­ტრის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა

      ახალ­და­ბა­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ახალ­გაზ­რდუ­ლი მულ­ტი­მე­დი­უ­რი სას­წავ­ლო ცენ­ტრის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა

      „წიგნიერების აქციის“  საშემოდგომო კვირეულის ფარგლებში ადიგენის ოთხმა სკოლამ მაჟორიტარი დეპუტატისგან საჩუქრად წიგნები მიიღო

      „წიგნიერების აქციის“ საშემოდგომო კვირეულის ფარგლებში ადიგენის ოთხმა სკოლამ მაჟორიტარი დეპუტატისგან საჩუქრად წიგნები მიიღო

      ბორჯომის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტ-ჩემპიონატის „რა? სად? როდის?“ გაზაფხული-ზაფხულის სეზონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

      ბორჯომის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტ-ჩემპიონატის „რა? სად? როდის?“ გაზაფხული-ზაფხულის სეზონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

      მოისხი ცოდნის „მანტია“ — ქართულ-ამერიკული მომავლის კლუბი „მანტია“ /Georgian American Future Club – Mantle

      მოისხი ცოდნის „მანტია“ — ქართულ-ამერიკული მომავლის კლუბი „მანტია“ /Georgian American Future Club – Mantle

      უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დამატებითი შეზღუდვები წესდება

      Covid-საშვის აპლიკაციის პრეზენტაცია ბიზნეს-სექტორისთვის

      „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“ — მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

      „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“ — მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

      პროფესიული განვითარების საბჭომ 8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

      პროფესიული განვითარების საბჭომ 8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

      მიხეილ ჩხენკელი: „კოვიდის მართვაში საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელები ჩაერთვებიან“

      მიხეილ ჩხენკელი: „კოვიდის მართვაში საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელები ჩაერთვებიან“

      მიწის დეგრადაციის პრევენციისთვის, საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვის პოლიტიკის შემუშავება იწყება

      მიწის დეგრადაციის პრევენციისთვის, საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვის პოლიტიკის შემუშავება იწყება

      Trending Tags

      • Flat Earth
      • Sillicon Valley
      • Mr. Robot
      • MotoGP 2017
      • Golden Globes
      • Future of News
    • კულტურა
      ბორჯომის ტრენინგცენტრმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

      ბორჯომის ტრენინგცენტრმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

      ბორჯომში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღნიშნეს

      ბორჯომში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღნიშნეს

      ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 1-ლ ივნისს ბორჯომში მრავალფეროვანი ღონისძიებებია დაგეგმილი

      ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 1-ლ ივნისს ბორჯომში მრავალფეროვანი ღონისძიებებია დაგეგმილი

      თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა

      თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა

      თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძისადმი მიძღვნილი წიგნი და ვინილი გამოიცა

      თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძისადმი მიძღვნილი წიგნი და ვინილი გამოიცა

      „ახალგაზრდობა სოციალური თანასწორობისთვის — ინტეგრირებულმა თეატრმა“ ბორჯომის კულტურის ცენტრში  სპექტაკლი ,,ჰელადოსი» წარმოადგინა

      „ახალგაზრდობა სოციალური თანასწორობისთვის — ინტეგრირებულმა თეატრმა“ ბორჯომის კულტურის ცენტრში სპექტაკლი ,,ჰელადოსი» წარმოადგინა

      ZEG Storytelling Festival  13-15 ივნისი

      ZEG Storytelling Festival  13-15 ივნისი

      თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის რიგით 28-ე ჯაზფესტივალს

      თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის რიგით 28-ე ჯაზფესტივალს

      პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს

      პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს

      „ოქროს არწივი 2025“ -ის ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველი კულტურის დარგში და ანსამბლ ,,ბორჯომის» ხელმძღვანელი გიორგი ბუგიანიშვილი დააჯილდოვეს

      „ოქროს არწივი 2025“ -ის ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველი კულტურის დარგში და ანსამბლ ,,ბორჯომის» ხელმძღვანელი გიორგი ბუგიანიშვილი დააჯილდოვეს

      Trending Tags

      • Golden Globes
      • Mr. Robot
      • MotoGP 2017
      • Climate Change
      • Flat Earth
    • ჯანდაცვა
      მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე პაციენტებს თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

      მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე პაციენტებს თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

      სახალხო დამცველის განცხადება ფემიციდთან დაკავშირებით

      სახალხო დამცველის განცხადება ფემიციდთან დაკავშირებით

      ტყის საერთაშორისო დღე

      ტყის საერთაშორისო დღე

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროექტებში მნიშვნელოვანი სიახლეებია!

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროექტებში მნიშვნელოვანი სიახლეებია!

      რეგულირების სააგენტოს განცხადება

      რეგულირების სააგენტოს განცხადება

      2023 წლიდან, ქრონიკულ და ონკოლოგიურ წამლებზე, რეფერენტული ფასების მექანიზმი ამოქმედდება

      2023 წლიდან, ქრონიკულ და ონკოლოგიურ წამლებზე, რეფერენტული ფასების მექანიზმი ამოქმედდება

      სამშობლოში დაბრუნებულ 88 მიგრანტს გრანტი გადაეცემა

      სამშობლოში დაბრუნებულ 88 მიგრანტს გრანტი გადაეცემა

      საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდგომი რეაბილიტაცია დაფინანსდება

      საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდგომი რეაბილიტაცია დაფინანსდება

      COVID-19-ის სიტუაცია მსოფლიოსა და საქართველოში

      COVID-19-ის სიტუაცია მსოფლიოსა და საქართველოში

      სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ახალი რეფორმა დაიწყო

      სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ახალი რეფორმა დაიწყო

    • სპორტი
  • გაზეთი
No Result
View All Result
borjominews
Home ბლოგი

გიორგი ტაბატაძე: „ბორჯომი ათმაგად უფრო ლამაზი და მიმზიდველი ადგილი გახდება როგორც ადგილობრივი დამსვენებლებისათვის, ისე — უცხოელი სტუმრებისათვის“

გიორგი ტაბატაძე: „ბორჯომი ათმაგად უფრო ლამაზი და მიმზიდველი ადგილი გახდება როგორც ადგილობრივი დამსვენებლებისათვის, ისე — უცხოელი სტუმრებისათვის“
Share on FacebookShare on Twitter

ინტერვიუ ბორჯომის მერის მოადგილესთან, ბატონ გიორგი ტაბატაძესთან

დიალოგი

  • ბატონო გიორგი, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ბორჯომის ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს  მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის განვითარება და მისი სრულყოფა წარმოადგენს. შესაბამისად, სამშენებლო სამუშაოებს ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი თანხები ხმარდება. მკითხველისთვის საინტერესო იქნება, რომ გვიამბოთ, გასულ წელს რა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა და რა თანხა დაიხარჯა სულ. მათ შორის — რამდენი დაიხარჯა ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რამდენი — სხვა ფონდებიდან?
  • მოგახსენებთ: როგორც თქვენ აღნიშნეთ, ბორჯომის ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად საკმაო თანხებია ბიუჯეტში განსაზღვრული. გასულ წელს  ჯამში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად დაიხარჯა 14 643 642 ლარი, მათ შორის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან — 6 039 775 ლარი, რეგიონალური განვითარების ფონდიდან — 4 924 988 ლარი, მთის ფონდიდან —  632 930 ლარი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამისათვის — 426 000 ლარი, განახლებული რეგიონების პროგრამისათვის — 1 831 234 ლაარი
  • განხორციელებული პროექტებიდან მაინც რომელს გამოყოფდით, თავისი მნიშვნელობის თვალსაზრისით?
  • გამოვყოფდი რამდენიმე პროექტს. მაგალითად, „განახლებული რეგიონების პროგრამის“ ფარგლებში კოსტავას მოედნის და სკვერის რეაბილიტაცია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტერიტორიაა როგორც ტურისტული თვალსაზრისით, ისე ადგილობრივებისათვის. დაახლოებით 4მილიონ სამასი ათასი ლარია განსაზღვრული, ჯერ არ არის დასრულებული. სამუშაოები განახლდება მალე და ტურისტული სეზონის დაწყებამდე დამთავრდება.  სილამაზის ხიდიდან მთლიანად გამოიცვალა გზის საფარი, მოპირკეთდა, ქვა დაიგო, მოედანზე დამონტაჟდა საათი და იქვე მიმდებარედ არსებული პარკი მთლიანად კეთილმოეწყო,
  • გაკეთდა ბავშვთა გასართობი ატრაქციონები, აშენდა საზაფხულო კინოთეატრი, განახლდა სკამები, ურნები, ტროტუარები მოპირკეთდა გრანიტის ფილებით, მთლიანად მოხდა კომუნიკაციების გამოცვლა.

გარდა ამისა, ალბათ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ რამდენიმე წელია, ჩვენ დავიწყეთ ბორჯომში ფასადების რეაბილიტაციის პროექტი, კორპუსების გარე იერსახეების გალამაზება. შარშან რამდენიმე კორპუსი გაკეთდა, წელს მიმდინარე გვაქვს სააკაძის #2-ში თექვსმეტსართულიანი კორპუსი, რომელიც ძალიან კარგი და ლამაზი გამოვიდა. რამდენიმე კორპუსის ფასადების რეაბილიტაცია წელსაცაა დაგეგმილი, რათა ბორჯომის იერსახე კიდევ უფრო გავალამაზოთ. ტურისტული რეგიონია და რაც უფრო ლამაზი და მომხიბლავი შენობები გვექნება, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია და სტუმარსაც უფრო მოეწონება.

  • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის კუთხით რა ხდება?
  • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები საკმაოდ ბევრია ბორჯომში, მათ შორის — შენობები. არ არის ისე ადვილი პროცესი მათი რეაბილიტაცია, რადგან სხვადასხვა შეთანხმების პროცედურებს მოითხოვს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან. იყო ერთი ლოკაცია გორგასლის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლი, შარშანწინ დავამთავრეთ. გარდა ამისა, ჩვენ ვმუშაობთ და გვინდა სამომავლოდ, ციცინათელას შენობის სრული რეაბილიტაცია მოვახდინოთ. ამ კუთხით პროექტირება და შეთანხმებაც მიმდინარეობს შესაბამის უწყებასთან. რომ ძველთან მიახლოებული სახე დავუბრუნოთ ამ შენობას, რადგან ერთ-ერთი ცენტრალური უბანია ბორჯომში.
  • ბატონო გიორგი, როგორც ვიცით, უკვე რამდენიმე წელია, არსებობს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“. თქვენ პირადადაც აქტიურად ხართ ჩართული მოსახლეობასთან შეხვედრებში. მაინც რა პრიორიტეტებია სოფლებში, რა ტიპის პროექტები განხორციელდა გასულ წელს, რა პრიორიტეტებია წელს? რა თანხაა გამოყოფილი ამ პროექტის ფარგლებში?
  • წინა კვირაში ჩვენ დავასრულეთ შეხვედრები მუნიციპალიტეტის 33-ვე სოფელსა თუ დაბაში მოსახლეობასთან. პრიორიტეტად კვლავ რჩება წყლის პრობლემის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული საკითხები. შეიძლება, ეს იყოს წყლის ავზების თუ არსებული ქსელის რეაბილიტაცია. მართალია, ამ პროგრამით გათვალისწინებული თანხები არ არის საკმარისი მასშტაბური პრობლემის მოსაგვარებლად, თუმცა, არის ისეთი ადგილობრივი პრობლემებიც, რასაც ყოფნის თითოეული სოფლისთვის განსაზღვრული თანხა და შესაბამისად, იმ ტიპის პროექტების განხორციელება ხდება.არის მაგალითად სოფლები, დაბები, სადაც 60000 ლარის ღირებულების პროექტი ხორციელდება. საერთოდ, ამ პროგრამის განხორციელებისთვის არსებობს გარკვეული ჩამონათვალი, რომელიც განსაზღვრავს რისი გაკეთების შესაძლებლობაა შესაბამისი თანხებით. მოსახლეობა კი ამ ჩამონათვალიდან ირჩევს მის თემში განსახორციელებელ პროექტს. ხოლო უფრო მასშტაბურ პროექტებს თვითონ მუნიციპალიტეტი ახორციელებს სოფლებში. მაგალითად საკირეში გავაკეთეთ დაახლოებით 523000-ანი პროექტი წყლის რეზერვუარი. გარდა ამისა, გვყავს ა(ა)იპ „სოფლის წყალი“, რომელიც ემსახურება სოფლების წყალს.

რაც შეეხება თანხებს, შარშან 426 000 ლარი იყო გამოყოფილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ჩვენ, მუნიციპალიტეტს შეგვეძლო, დაგვემატებინა 100%. წელს კი 200%-ის დამატების უფლება მოგვეცა. თანხებიც გვაქვს და ამიტომ გადავწყვიტეთ 200%-ის დამატება, რომ რაც შიძლება, კარგი და ღირებული პროექტები განვახორციელოთ ჩვენი მუნიციპალიტეტის სოფლებში.

  • საინტერესოა, როგორია ამ პროექტების შერჩევისას სოფლის მაცხოვრებელთა აქტიურობა, მასობრივად თუ არიან ჩართული თუ მხოლოდ რამდენიმე ადამიანი აქტიურობს ხოლმე? და ასევე, საინტერესოა, ახალგაზრდები თუ იღებენ მონაწილეობას სოფლის კრებების თუ შეხვედრების დროს და რაიმე ახალგაზრდული ინიციატივების შემოთავაზება თუ ხდება შეხვედრებზე?
  • ძალიან მიხარია, როცა ზოგიერთ სოფელში ვნახე, რომ ახალგაზრდები ჩართულები იყვნენ, თუმცა ეს ერთეული შემთხვევაა და ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადგილებზე ახალგაზრდები უფრო მეტად მონაწილეობდნენ პროექტის შერჩევაში.  ჩვენის მხრიდან მაქსიმალურად ხდება ადგილებზე ამ პროგრამის ინფორმირება, წინასწარ ცხადდება შეხვედრის დრო, რომ მეტმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა და დაგვისვან ის კითხვები, რაც აინტერესებთ.
  • ბატონო გიორგი, კიდევ ერთი საკითხი მაინტერესებს  „სოფლის მხარდაჭერის პროგრამასთან“ დაკავშირებით. რამდენიმე წლის წინ ბევრგან ითხოვდნენ, ვთქვათ, რიტუალების სახლის გაკეთებას. თუმცა, აი, ახალდაბის მაგალითზე რომ გითხრათ, ცნობილია, რომ რამდენიმე წლის წინ საკმაოდ დიდი თანხა დაიხარჯა რიტუალების სახლზე, მაგრამ ეს შენობა დღემდე უმოქმედოდ დგას და შეიძლება უპატრონობით მეტად დაზიანდეს, ხომ არ სჯობს, რომ ასეთ ობიექტებში რაიმე ახალგაზრდებისთვის საინტერესო პროექტები განხორციელდეს?
  • გეთანხმებით და შესაძლოა, იმ შეხვედრებში, რაც მაშინ გაიმართა, ახალგაზრდებიც რომ ყოფილიყვნენ ჩართულნი, შეიძლება, მაგ რიტუალების შენობის ნაცვლად, ხმათა უმრავლესობით ახალგაზრდების ინტერესები გათვალისწინებულიყო. სწორედ ამიტომაა ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი ახალგაზრდების მეტი აქტიურობა და სხვადასხვა პროექტში მონაწილეობა. ისე, რაც შეეხება რიტუალების სახლის მოთხოვნებს, ამ ეტაპზე, აღარაა პრიორიტეტული, რადგან ამ მხრივ საკმაოდ კონკურენტული მომსახურება არსებობს ბაზარზე და ასეთი თვითმომსახურების ობიექტის საჭიროება ძირითადად აღარ დგას თითქმის არცერთ სოფელში, მაგრამ აი, მაგალითად, ამ საკითხზე მოთხოვნა არსებობს ისეთ მაღალმთიან სოფელში, როგორიცაა ტაბაწყური და შარშან მათთან სწორედ რიტუალების სახლის სველი წერტილების მოწესრიგება დაფინანსდა.  
  • ბატონო გიორგი, ახლახანს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების მონიტორინგისათვის აღარ გამოაცხადოს ტენდერი სხვა კომპანიის დასაქირავებლად და სანაცვლოდ თავად გააძლიეროს საზედამხედველო სამსახური, აიყვანოს ახალი თანამშრომლები და სრულად აიღოს ხარისხზე პასუხისმგებლობა. მაინც რამ განაპირობა ასეთი გადაწყვეტილება, გქონდათ გარკვეული პრობლემები ასეთ კომპანიებთან?   როგორ ფიქრობთ, რამდენად ეფექტური იქნება მუნიციპალიტეტის ეს ახალი გადაწყვეტილება?
  • როგორც მოგეხსენებათ ჩვენ წინა წლებში გვყავდა  საზედამხედველო შუამავალი კომპანია, რომელსაც ტენდერით ვარჩევდით და ვალდებული იყო, სამშენებლო კომპანიების მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხის მონიტორინგი ჩაეტარებინათ. პრობლემა რამაც შექმნა, იყო მათ მიერ სამუშაოს არაჯეროვანი შესრულება. იყო საკმაოდ ხშირი შემთხვევები, როცა ჩვენი ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები ნახულობდნენ სხვადასხვა ტიპის ხარვეზებს ხარისხის თუ მოცულობითი სამუშაოების სრულად ჩატარების კუთხით, ხოლო ამის შესახებ თვითონ იმ მონიტორინგის სამსახურს, რომელსაც ტენდერით ევალებოდა ამის კონტროლი, არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ. ამის გამო რამდენჯერმე დავაჯარიმეთ კიდეც შესაბამისი კომპანია და გამოვასწორებინეთ, რადგან ჯარიმა სწორედ ამ საკითხსაც ითვალისწინებს. ფაქტობრივად მაინც ჩვენი საკონტროლებელი იყო ეს საზედამხედველო მონიტორინგის კომპანიები. ამიტომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ მიიღო სწორედ ის გადაწყვეტილება, რომ თვითონ ჩვენი საზედამხედველო სამსახური გავაძლიეროთ, დამატებითი სპეციალისტები ავიყვანოთ, ამით ტენდერის თანხასაც დავზოგავთ და ვიქრობ, რომ ხარისხსაც უკეთეს მივაღწევთ. პასუხისმგებლობა მაშინაც მაინც ჩვენი იყო, მიღება-ჩაბარებაზე ჩვენ ვიყავით ხელმომწერები. ამიტომ ამჯერად თავიდან ბოლომდე ჩვენ ავიღებთ პასუხისმგებლობას და იმედი გვაქვს, რომ უკეთესი შედეგი იქნება.
  • და ბოლოს, მკითხველისთვის საინტერესო იქნება თქვენი პროგნოზი: როგორი ბორჯომი გვექნება 10 წლის შემდეგ, რას ფიქრობთ?
  • როგორ გითხრათ, შრომას და მონდომებას წინ არაფერი არ უდგას, საკმაოდ კარგი ბიუჯეტი აქვს მუნიციპალიტეტს, მნიშვნელოვანი თანხები იხარჯება ინფრასტრუქტურის კუთხით,ყოველწლიურად გვაქვს ბიუჯეტის  ზრდა, სამომავლოდაც რამდენიმე ისეთი პროექტი იგეგმება (არ მინდა, რომ წინასწარ გავაჟღერო), ძალიან ბევრ ლამაზ ლოკაციებს შევქმნით ბორჯომის მუნიციპალიტეტში, რათა ჩამოსული ტურისტი მარტო ჩვენი ისტორიული პარკის ნახვით არ შემოიფარგლოს და რამდენიმე დღით დარჩეს. საერთოდ, ვფიქრობ, რომ 10 წელიწადში ბორჯომი ათმაგად უფრო ლამაზი და მიმზიდველი ადგილი გახდება როგორც ადგილობრივი დამსვენებლებისათვის, ისე — უცხოელი სტუმრებისათვის. ამის სრული პოტენციალი და მისწრაფება ნამდვილად არსებობს დღესდღეობით.
  • წარმატებებს გისურვებთ, ბატონო გიორგი, მუნიციპალიტეტისათვის სასარგებლო საქმეების კეთებაში!

ნატო გუბელაძე

Share213Tweet133Share53

არქივი

Выберите месяц
    borjominews

    borjominews.ge 2020

    • ჩვენ შესახებ
    • დაგვიკავშირდით

    No Result
    View All Result
    • Home
    • სიახლეები
      • პოლიტიკა
      • ბიზნესი
      • მსოფლიო
    • ჯანდაცვა
      • სპორტი
    • მეცნიერება
    • კულტურა

    borjominews.ge 2020