borjominews
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
    თიბისი ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას განაგრძობს

    თიბისი ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას განაგრძობს

    ინფრასტრუქტურის მინისტრი სამცხე-ჯავახეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო

    ინფრასტრუქტურის მინისტრი სამცხე-ჯავახეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო

    წარმატება გზაშია — მთავარია გჯეროდეს!                                                                                                                                                                                                                                                                                   თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება

    წარმატება გზაშია — მთავარია გჯეროდეს! თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება

    სოფელ ყვიბისში მამათა მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია გრძელდება

    სოფელ ყვიბისში მამათა მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია გრძელდება

    თიბისი აგრობიზნესისთვის — „ჭარებულას“ ვაშლის ბაღები ქართლში

    თიბისი აგრობიზნესისთვის — „ჭარებულას“ ვაშლის ბაღები ქართლში

    ბორჯომის გენგეგმისა და განაშენიანების გეგმის პროექტების შემუშავება იწყება

    ბორჯომის გენგეგმისა და განაშენიანების გეგმის პროექტების შემუშავება იწყება

    გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება „ენთები“-სგან

    გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება „ენთები“-სგან

    შენ იცი, მთავარია გჯეროდეს — თიბისის გზავნილი ახალ თაობას

    შენ იცი, მთავარია გჯეროდეს — თიბისის გზავნილი ახალ თაობას

    თიბისი კამპუსში სწავლა 330-მა სტუდენტმა დაიწყო

    თიბისი კამპუსში სწავლა 330-მა სტუდენტმა დაიწყო

    ტიმოთესუბანში სპორტული მოედნის და დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს

    ტიმოთესუბანში სპორტული მოედნის და დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს

    Trending Tags

    • Donald Trump
    • Future of News
    • Climate Change
    • Market Stories
    • Election Results
    • Flat Earth
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • მსოფლიო
  • ინტერვიუ
  • კატეგორიები
    • მეცნიერება
      ტყის საერთაშორისო დღე

      ტყის საერთაშორისო დღე

      ახალ­და­ბა­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ახალ­გაზ­რდუ­ლი მულ­ტი­მე­დი­უ­რი სას­წავ­ლო ცენ­ტრის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა

      ახალ­და­ბა­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ახალ­გაზ­რდუ­ლი მულ­ტი­მე­დი­უ­რი სას­წავ­ლო ცენ­ტრის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა

      „წიგნიერების აქციის“  საშემოდგომო კვირეულის ფარგლებში ადიგენის ოთხმა სკოლამ მაჟორიტარი დეპუტატისგან საჩუქრად წიგნები მიიღო

      „წიგნიერების აქციის“ საშემოდგომო კვირეულის ფარგლებში ადიგენის ოთხმა სკოლამ მაჟორიტარი დეპუტატისგან საჩუქრად წიგნები მიიღო

      ბორჯომის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტ-ჩემპიონატის „რა? სად? როდის?“ გაზაფხული-ზაფხულის სეზონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

      ბორჯომის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტ-ჩემპიონატის „რა? სად? როდის?“ გაზაფხული-ზაფხულის სეზონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

      მოისხი ცოდნის „მანტია“ — ქართულ-ამერიკული მომავლის კლუბი „მანტია“ /Georgian American Future Club – Mantle

      მოისხი ცოდნის „მანტია“ — ქართულ-ამერიკული მომავლის კლუბი „მანტია“ /Georgian American Future Club – Mantle

      უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დამატებითი შეზღუდვები წესდება

      Covid-საშვის აპლიკაციის პრეზენტაცია ბიზნეს-სექტორისთვის

      „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“ — მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

      „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“ — მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

      პროფესიული განვითარების საბჭომ 8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

      პროფესიული განვითარების საბჭომ 8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

      მიხეილ ჩხენკელი: „კოვიდის მართვაში საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელები ჩაერთვებიან“

      მიხეილ ჩხენკელი: „კოვიდის მართვაში საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელები ჩაერთვებიან“

      მიწის დეგრადაციის პრევენციისთვის, საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვის პოლიტიკის შემუშავება იწყება

      მიწის დეგრადაციის პრევენციისთვის, საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვის პოლიტიკის შემუშავება იწყება

      Trending Tags

      • Flat Earth
      • Sillicon Valley
      • Mr. Robot
      • MotoGP 2017
      • Golden Globes
      • Future of News
    • კულტურა
      თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძისადმი მიძღვნილი წიგნი და ვინილი გამოიცა

      თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძისადმი მიძღვნილი წიგნი და ვინილი გამოიცა

      „ახალგაზრდობა სოციალური თანასწორობისთვის — ინტეგრირებულმა თეატრმა“ ბორჯომის კულტურის ცენტრში  სპექტაკლი ,,ჰელადოსი» წარმოადგინა

      „ახალგაზრდობა სოციალური თანასწორობისთვის — ინტეგრირებულმა თეატრმა“ ბორჯომის კულტურის ცენტრში სპექტაკლი ,,ჰელადოსი» წარმოადგინა

      ZEG Storytelling Festival  13-15 ივნისი

      ZEG Storytelling Festival  13-15 ივნისი

      თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის რიგით 28-ე ჯაზფესტივალს

      თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის რიგით 28-ე ჯაზფესტივალს

      პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს

      პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს

      „ოქროს არწივი 2025“ -ის ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველი კულტურის დარგში და ანსამბლ ,,ბორჯომის» ხელმძღვანელი გიორგი ბუგიანიშვილი დააჯილდოვეს

      „ოქროს არწივი 2025“ -ის ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველი კულტურის დარგში და ანსამბლ ,,ბორჯომის» ხელმძღვანელი გიორგი ბუგიანიშვილი დააჯილდოვეს

      წიგნიერების კვირეულის ოთხწლიანი აქციის ფარგლებში  სამცხის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ანტონ ობოლაშვილმა, 110 სკოლას საჩუქრად  მაღალი დონის მხატვრული ლიტერატურა გადასცა

      წიგნიერების კვირეულის ოთხწლიანი აქციის ფარგლებში  სამცხის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ანტონ ობოლაშვილმა, 110 სკოლას საჩუქრად  მაღალი დონის მხატვრული ლიტერატურა გადასცა

      გიდის კურსის მსმენელებმა ახალდაბიდან ნეძვის მარშრუტი დალაშქრეს

      გიდის კურსის მსმენელებმა ახალდაბიდან ნეძვის მარშრუტი დალაშქრეს

      მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 24-25 ივნისს ნინოწმინდასა და ახალქალაქში «მუსიკალური საღამოები» გაიმართება

      მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 24-25 ივნისს ნინოწმინდასა და ახალქალაქში «მუსიკალური საღამოები» გაიმართება

      «ბიბლუსი მომავლისთვის“ კამპანიის ფარგლებში აფხაზეთის #22 სკოლაში ბიბლიოთეკა სრულად განახლდა

      «ბიბლუსი მომავლისთვის“ კამპანიის ფარგლებში აფხაზეთის #22 სკოლაში ბიბლიოთეკა სრულად განახლდა

      Trending Tags

      • Golden Globes
      • Mr. Robot
      • MotoGP 2017
      • Climate Change
      • Flat Earth
    • ჯანდაცვა
      მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე პაციენტებს თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

      მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე პაციენტებს თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

      სახალხო დამცველის განცხადება ფემიციდთან დაკავშირებით

      სახალხო დამცველის განცხადება ფემიციდთან დაკავშირებით

      ტყის საერთაშორისო დღე

      ტყის საერთაშორისო დღე

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროექტებში მნიშვნელოვანი სიახლეებია!

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროექტებში მნიშვნელოვანი სიახლეებია!

      რეგულირების სააგენტოს განცხადება

      რეგულირების სააგენტოს განცხადება

      2023 წლიდან, ქრონიკულ და ონკოლოგიურ წამლებზე, რეფერენტული ფასების მექანიზმი ამოქმედდება

      2023 წლიდან, ქრონიკულ და ონკოლოგიურ წამლებზე, რეფერენტული ფასების მექანიზმი ამოქმედდება

      სამშობლოში დაბრუნებულ 88 მიგრანტს გრანტი გადაეცემა

      სამშობლოში დაბრუნებულ 88 მიგრანტს გრანტი გადაეცემა

      საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდგომი რეაბილიტაცია დაფინანსდება

      საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდგომი რეაბილიტაცია დაფინანსდება

      COVID-19-ის სიტუაცია მსოფლიოსა და საქართველოში

      COVID-19-ის სიტუაცია მსოფლიოსა და საქართველოში

      სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ახალი რეფორმა დაიწყო

      სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ახალი რეფორმა დაიწყო

    • სპორტი
  • გაზეთი
No Result
View All Result
borjominews
Home ბლოგი

ახალდაბელმა  მეთერთმეტეკლასელმა, მარიამ ლომიძემ, GLOW -ს  გოგონათა ახალგაზრდა ელჩის ტიტული და პრაღის საგზური მოიპოვა

ახალდაბელმა  მეთერთმეტეკლასელმა, მარიამ ლომიძემ, GLOW -ს  გოგონათა ახალგაზრდა ელჩის ტიტული და პრაღის საგზური მოიპოვა
Share on FacebookShare on Twitter

მარიამ ლომიძე დაბა ახალდაბის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა. ის მედიაკაფე „ლუტრეზი“-სთან არსებულ „სამოქალაქო ინიციატივების გენდერმედიაცენტრში“ გავიცანი და თავიდანვე მიიქცია ჩემი ყურადღება, როგორც მიზანსწრაფულმა, გონიერმა და აქტიურმა ახალგაზრდამ. მარიამმა გასულ წელს GLOW -ს  გოგონათა საზაფხულო ბანაკში მიიღო მონაწილეობა და განსაკუთრებულად მოტივირებული დაბრუნდა თავის სოფელში.

მერე კი რამდენიმე აქტიური ახალგაზრდა მეგობარი გოგონაც დააინტერესა და მათთან ერთად ახალდაბაში გოგონათა კლუბი ჩამოაყალიბა. შემდეგ ის განსაკუთრებული მონდომებითა და აქტიურობით ატარებდა კლუბის წევრებისთვის ტრენინგებს თუ სხვადასხვა სახის აქტივობებს. 4 თვეში 22 პროექტის განხორციელება შეძლო. შედეგად კი  კონკურსშიც გაიმარჯვა და GLOW -ს ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, ახალგაზრდა ელჩის ტიტული და პრაღის საგზურიც მოიპოვა. ის თებერვლის ბოლოს GLOW -ს ელჩების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, ხოლო მაისის დასაწყისში, სხვა რეგიონებიდან გამარჯვებულ 5 გოგონასთან ერთად, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გაცვლითი პროგრამით გაემგზავრება.

***

„GLOW საქართველო“ — არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 2014 წელს ჩამოყალიბდა. ორგანიზაცის ხედვაა, ხელი შეუწყოს გოგონების თავიანთ თემში ლიდერებად ჩამოყალიბებას და მათთვის წარმატების მიღწევის თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფას.  GLOW-ს ერთ-ერთი პოპულარული აქტივობა ზაფხულის ბანაკებია, რომელიც ყოველწლიურად იმართება ქალაქიდან მოშორებით, სადაც 100-ზე მეტი ახალგაზრდა გოგონა ერთი კვირის განმავლობაში იღებს ცოდნას და უნარ-ჩვევებს სხვადასხვა საინტერესო საკითხთან დაკავშირებით: ლიდერობა, სოლიდარობა, თანატოლებზე ზრუნვა, ცხოვრების ჯანსაღი წესი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა, პროექტების წერა და იმპლემენტაცია და მრავალი სხვა.

GLOW-ს პარტნიორია ჩეხურ ორგანიზაცია ,,აგორა» და სწორედ მასთან თანამშრომლობით გახდა შესაძლებელი, რომ  ყველაზე აქტიური და კონკურსში გამარჯვებული გოგონები გაცვლითი პროგრამით პრაღაში გაემგზავრონ და ჩაერთონ Erasmus+ პროექტში «სამოქალაქო და ლიდერული უნარების განვითარება ქართველი და ჩეხი გოგონებისთვის“.

***

ჩვენ მარიამი მედიაკაფე „ლუტრეზი“-ში მოვიწვიეთ, მივულოცეთ ეს წარმატება და ვთხოვეთ, მოკლედ ეამბა, როგორ დაიწყო მისი ურთიერთობა GLOW -სთან და რამდენად ემოციურად აღიქვა ეს წარმატება.

მარიამ ლომიძე:

— პირველ რიგში, დიდ მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება GLOW -ს, ყველაფერი ზაფხულში დაიწყო, როდესაც მათ გვერდზე აპლიკაცია ვნახე, რომ ბანაკისთვის გოგონების არჩევა იწყებოდა. მეც გავაგზავნე აპლიკაცია, თუმცა, ალბათ, იმ დროს ვერ წარმოვიდგენდი, თუ GLOW ჩემი ცხოვრების ასეთი მნიშვნელოვანი ნაწილი გახდებოდა. მახსოვს, როგორ ვნერვიუოლობდი, როდესაც პასუხების დრო მოახლოვდა, ლამის იმედიც კი გადამეწურა, მაგრამ გამიმართლა და მეც აღმოვჩნდი იმ იღბლიანთა შორის, ვინც ბანაკისთვის შეირჩა. ვერ აღვწერ ჩემს ემოციებს, თუ რამდენად ბედნიერი და ემოციებით სავსე ვიყავი, ვხვდებოდი, რომ ძალიან მაგარი ამბები მელოდებოდა წინ!

— მაინც, რა მოგცა ამ ბანაკმა, რით იყო ის მნიშვნელოვანი შენთვის?

 -პირველ რიგში, შევიძინე არაჩვეულებრივი მეგობრები. ჩემს ნაკადში 27 გოგონა ვიყავით, ყველა გავიცანი და უმეტესობას დავუახლოვდი. მათთან დღემდე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და ძალიან მიყვარს თითოეული. უზომოდ თბილი, ნიჭიერი და მეგობრულები არიან. გარდა ამისა, GLOW —მ ფართო ხედვა და ღრმა ცოდნა მომცა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სოლიდარობა, რეპროდუქციული ჯანმრთელობა, გენდერული საკითხები, დამეხმარა ლიდერული თვისებების განვითარებაში, კომპლექსების დაძლევაში და მომცა თავდაჯერება. ბანაკში ვისწავლე ასევე პროექტების წერა. GLOW -ს იდეაა, რომ იმ გოგონებმა, რომლებიც სხვადასხვა რეგიონებიდან არიან, სახლში დაბრუნების შემედეგ შექმნან გოგონათა კლუბები და გაუზიარონ  მიღებული ცოდნა მათ. ასე შევქმენი მეც ახალდაბაში გოგონათა კლუბი.

— და კლუბის შექმნა როგორ მოახერხე? რთული აღმოჩნდა?რა იყო კლუბის მიზანი?

— უნდა ვაღიარო, რომ ამაზე ცოტა წვალება დამჭირდა. როდესაც სკოლის პერიოდი დაიწყო, სხვადასხა კლასის მოსწავლე გოგონებს ვხვდებოდი და ვესაუბრებოდი მათ ჩემი მიზნის შესახებ, მაგრამ რატომღაც ჩემს მონდომებას ისეთი დადებითი გამოხმაურება არ მოჰყვა, როგორსაც ველოდი, იყო ცინიზმიც კი ჩემს იდეასთან დაკავშირებით.  თუმცა, გადავწყვიტე, რომ აღარ დამეყოვნებინა და ვინც შემომიერთდებოდა, მათთან ერთად განმეხორციელებინა პროექტები. თავიდან ვიყავით 8 გოგონა, მათი რაოდენობა სულ იცვლებოდა. საბოლოოდ  დარჩა 5 , მაგრამ   საუკეთესო გოგონა, რომლებიც ბოლომდე მხარში მედგნენ და ჩემს თითოეულ პროექტს დიდი გულმოდგინებითა და ენთუზიაზმით ესწრებოდნენ.

მინდა, რომ გაგაცნოთ ჩემი კლუბის წევრი გოგონები: ქეთევან ოყროშიძე, ანა კილასონია, ნინო ოყროშიძე, მარიამ გვირჯიშვილი და თიკო ბაშარული. საოცარი გოგონები არიან, პროექტის მიმდინარეობისას ისეთი აქტიურობით იჩენდნენ თავს, რომ მუდამ კმაყოფილებით ვიყავი სავსე, ძალიან  მადლიერი ვარ მათი, რომ ბოლომდე ჩემს გვერდთ იდგნენ, და სწორედ მათი მხარდაჭერის დამსახურებაა, რომ გავიმარჯვე კონკურსში და გაცვლითი პროგრამის საგზური მოვიპოვე. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეულ მათგანს ასევე საოცარი წარმატება ელის წინ და უზომოდ კარგი მომავალი ექნებათ.

ამავე დროც ჩვენი კლუბის წარმატებასა და პროექტების განხორციელებაში ძალიან დიდია მედიაკაფე „ლუტრეზი“-ს მხარდაჭერა, სადაც ვიკრიბებოდით გოგონები და ამ არაჩეულებრივ კომფორტულ სივრცეში ვატარებდით ტრენინგებს, ვუყურებდით ფილმებს, ვაწყობდით სხვადასხვა ღონისძიებებს. ყოველივე ამისთვის კი დიდ მადლობას გიხდით, ქალბატონო ნატო, პირადად თქვენ, რომ ახალდაბაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ასეთი კომფორტული არაფორმალური გარემო შექმენით და ხელს უწყობთ მათ სხვადასხვა პროექტებში ჩართვით.

რაც შეეხება ჩემი კლუბის მიზანს, ეს იყო ჩვენს თემში მცხოვრები გოგონებისთის ცნობიერების ამაღლება გენდერულ საკითხებზე, ლიდერული თვისებების ჩამოყალიბება მათში, რის შემდეგაც ისინი თავადაც იაქტიურებენ ჩვენი თემის განვითარებისთვის.

— მარი, მადლობა თქვენ, ყველას, რომ ასეთი ძალიან ყოჩაღი გოგონები ხართ. ახლა კი გაგვიზიარე შენი ემოციები, როდესაც გაიგე, რომ  გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის აგირჩიეს.

— უდაოდ საუკეთესო დღე იყო ჩემს ცხოვრებაში, მე და ჩემმა კლუბმა ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ თითოეულ პროექტში და ეს შრომა რომ დამიფასდა ძალიან მიხარია, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გლოუს იმისათვის რომ ასეთი არაჩვეულებრივი შანსი მომცა. ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო ორგანიზაციაა.

— კიდევ ერთხელ გილოცავ ,16 წლის ასაკში ეს სერიოზული ამბებია კიდევ რა მიზნები გაქვს?

— ძალიან ბევრი მიზანი და გეგმა მაქვს, რისთვისაც თავს არ დავზოგავ ,  თუმცა, ჯერჯერობით იმ წარმატებით უნდა დავტკბე, რაც ამ პერიოდში მოხდა ჩემს თავს. დავრწმუნდი, რომ თუ შრომობ და მიზანი გაქვს, აუცილებლად დაფასდება. ამიტომ ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში ახლა იწყება. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა იმ ადამიანებს, ვინც ხელი შემიწყვეს რომ ამ  წარმატებამდე მივსულიყავი, დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ ბევრი საინტერესო რამ გველის.

ესაუბრა ნატო გუბელაძე

Share300Tweet188Share75

არქივი

borjominews

borjominews.ge 2020

  • ჩვენ შესახებ
  • დაგვიკავშირდით

No Result
View All Result
  • Home
  • სიახლეები
    • პოლიტიკა
    • ბიზნესი
    • მსოფლიო
  • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • მეცნიერება
  • კულტურა

borjominews.ge 2020