ბაკურიანში სპორტსმენთა და ვიზიტორთა შეუფერხებელი გადაადგილებისთვის გარკვეული სატრანსპორტო შეზღუდვები იმოქმედებს:
- 15 თებერვლიდან – 27 თებერვლის ჩათვლით, 10:00 -დან – 16:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა და პარკირება იზღუდება რუმსი-კოხტას საბაგიროდან სასტუმრო მგზავრებამდე.
- 15 თებერვლიდან – 5 მარტის ჩათვლით, იგივე შეზღუდვა მოქმედებს დიდველის ავტოსადგომიდან ე.წ კუთხის ნიკორამდე.
- 15 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, 09:00-დან 17:00 საათამდე, დაბა ბაკურიანში მგზავრების გადაადგილებას უზრუნველყოფს მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც იმოძრავებს სპეციალურად ჩემპიონატისთვის დანიშნული მარშრუტებით. მათ შორის, სრულად შეზღუდულ მონაკვეთებზე – კოხტა-მიტარბისა და დიდველის საბაგიროებამდე.
- 16:00 საათიდან დილის 10:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელია შეუზღუდავად.
- შეზღუდვებით გამოწვეული დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად, გახანგრძლივდა კოხტა-მიტარბისა და დიდველის საბაგიროების მუშაობის დრო – 09:00-დან 18:00 საათამდე.
- გაითვალისწინეთ, საბაგიროებთან არსებულ ავტოსადგომებზე, 10:00 -დან – 16:00 საათამდე, დგომა დაშვებულია მხოლოდ ჩემპიონატის ავტომობილებისთვის.
- ჩემპიონატის მიმდინარეობისას, მოწყობილია უფასო და ფასიანი ავტოსადგომები ვიზიტორებისთვის, შემდეგ არეალებში:
- სასტუმრო „მგზავრების“ მოპირდაპირე მხარეს (შესვლა 9 აპრილის ქუჩიდან);
- 25-იანების გვერდით და მოპირდაპირე მხარეს;
- მუნიციპალური ავტოსადგომი, ყოფილი სკოლის ტერიტორიაზე.
15 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, ორივე მონაკვეთზე:
რუმსი-კოხტას საბაგიროდან სასტუმრო მგზავრებამდე;
დიდველის სადგომიდან ე.წ. კუთხის ნიკორამდე.
გზის სავალი ნაწილის ორივე მხარეს არასწორი პარკირების აღკვეთა მოხდება 24 საათის განმავლობაში.
არასწორი პარკირების აღკვეთა ასევე ხდება:
სასტუმრო მგზავრებიდან ე.წ. კუთხის ნიკორამდე;
ე.წ. კუთხის ნიკორადან ანდეზიტის მიმართულებით
პირველ გზაჯვარედინამდე;
დაბა ბაკურიანის ცენტრალურ ქუჩაზე.
ყველა ზემოხსენებულ მონაკვეთზე, აკრძალულია
საჭაპანო და საპალნე ტრანსპორტის, დასაჯდომი
ცხოველებისა და მოტოტრანსპორტის მოძრაობა.