ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალებიდან 13 წელი გავიდა.
შეგახსენებთ, რომ ტრაგიკული შემთხვევა 2010 წლის 12 თებერვალს, ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის წინა დღეს, ტრასის გამოცდისას მოხდა.
21 წლის მოციგავე უისლერის ოლიმპიურ ტრასაზე მაღალი სიჩქარით დაშვების დროს რკინის კონსტრუქციას შეეჯახა. ინციდენტი ფატალური შედეგით დასრულდა. საგამოძიებო სამსახურების დასკვნის თანახმად, ინციდენტის მიზეზად ტრასის გაუმართაობა დასახელდა.
სსიპ ,,ბაკურიანის განვითარების სააგენტო’’ პატივს მიაგებს ახალგაზრდა სპორტსმენის სულის ხსოვნას.