ფულადი ჯილდო გაიცემა სტუდენტზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:
არის საქართველოს მოქალაქე;
განცხადების შემოტანის მომენტისთვის მინიმუმ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში გავლილი აქვს სწავლების არანაკლებ 9-წლიანი კურსი ;
არის ბაკალავრის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი;
სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში აქვს არანაკლებ 91 –100 ქულა (A კატეგორია – ფრიადი);
აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი.
რა დოკუმენტაციის წარდგენაა სავალდებულო ფულადი ჯილდოს მისაღებად?
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში არანაკლებ 9 წელი სწავლების კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ამონაწერი ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ;
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ ამონაწერი სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ; (ნიშნების ფურცელი)
საბანკო რეკვიზიტები