21 იანვარს იტალიის ქალაქ ტრიესტეში საზეიმოდ გაიხსნა ევროპის ზამთრის XVI ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი. ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს იტალია, კერძოდ ფრიული, ვენეცია, ჯულიას რეგიონი 28 იანვარამდე უმასპინძლებს და მასში სპორტის 13 სახეობაში, 47 ქვეყნის სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოდან სპორტის 4 სახეობაში (სამთო თხილამურობა, ფიგურული ციგურაობა, ტრამპლინიდან ხტომა, სნოუბორდი) 8 სპორტსმენი იასპარეზებს.
ევროპის ზამთრის XVI ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს მედროშეები იყვნენ სამთო მოთხილამურეები ნინო ენუქიძე და ოთარ წულეისკირი. საქართველოს დელეგაციიდან ასპარეზობაში პირველი, 22 იანვარს სნოუბორდისტი ნიკოლოზ გაბულდანი ჩაერთო.
წარმატებებს ვუსურვებთ ქართველ სპორტსმენებს.