ჩვენმა მკითხველებმა უკვე იციან, რომ მედიასახლ „პოსტსკრიპტუმი“-ს და წიგნის სახლ „ქიმერიონი“-ს ინიციატივით და პარლამენტარ ანტონ ობოლაშვილის მხარდაჭერით, უკვე მესამე წელია „წიგნიერების აქციებს“ ვმართავთ სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სკოლებში.
აქციის ფარგლებშიახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი მაღალი დონის კლასიკურ მხატვრულ ლიტერატურას საჩუქრად გადასცემს სკოლის ბიბლიოთეკებს.
ამჯერადაც, საშემოდგომო კვირეულის ფარგლებში, ადიგენის და ასპინძის სკოლების შემდეგ, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში მცხოვრები მოსწავლეები გავახარეთ მაჟორიტარის გამოგზავნილი საჩუქრით.
მაჟორიტარი დეპუტატის საჩუქარი მიიღო ბორჯომის მუნიციპალიტეტის შემდეგმა სკოლებმა:
- სსიპ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისის საჯარო სკოლა, დირექტორის მ.შემსრულებელი ლალი ხაჩიძე;
- სსიპ ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბის საჯარო სკოლა, დირექტორი მარინა ლომიძე
აქციის ფარგლებში დეპუტატის სახელით წიგნები გადავეცით ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს, ბორჯომის საგანმანათლებლო რესურსცენტრს და მის ბიბლიოთეკას. (რესურსცენტრის ხელმძღვანელი იზო ლომიძე)
ჩვენი რედაქცია, მაჟორიტარის ბორჯომის ბიუროს თანამშრომელ მარიამ სიმონიშვილთან ერთად სტუმრობდა ორივე სკოლის ბიბლიოთეკას და მათი წიგნადი ფონდი მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული სხვადასხვა ჟანრის წიგნებით გავამდიდრეთ.
ბუნებრივია, მადლიერება განსაკუთრებული ემოციებით გამოხატეს როგორც პედაგოგებმა, ისე – მოსწავლეებმა, თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც სკოლების ხელმძღვანელებთან საუბრისას გამოიკვეთა, ის ფაქტია, რომ მათ ბევრ საქმეში ეიმედებათ მაჟორიტარი დეპუტატი და იციან, რომ ბატონი ანტონის მხარდაჭერით ურთულეს პრობლემას, სკოლის სარემონტო-სარეაბილიტაციო საკითხს მოაგვარებენ, რაც ამ ეტაპზე ყველაზე მტკივნეული თემაა როგორც ყვიბისის, ისე – ახალდაბის სკოლისთvის.
ნატო გუბელაძე
მედიასახლ „პოსტსკრიპტუმის“ მთავარი რედაქტორი