გუშინ, 14 ოქტომბერს, კლუბში „ფრონტლაინ ჯორჯია“ სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ექვსკვირიანი კამპანიის შემაჯამებელი ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიებაზე სოფლად მცხოვრები ქალების თემაზე გადაღებული სამწუთიანი ფილმების კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული ფილმების ჩვენება და გამარჯვებული ნამუშევრების ავტორების დაჯილდოება გაიმართა.
კონკურსის შედეგად, სამი გამარჯვებული გამოვლინდა: I ადგილი – ლენა ჭაღალიძე ფილმისთვის „მედეას შთამომავლები“; I I ადგილი – გრიგოლ ჟორდანია ფილმისთვის „კარგი ქალი“; I I I ადგილი – ნარინე ტონაკანიანი ფილმისთვის „ცხოვრების მეგზური“.