ახალ, ყოველწლიურ ღვინის ფესტივალს, საქართველოს რამდენიმე ქალაქთან ერთად, ბორჯომმაც უმასპინძლა.
ბორჯომის ცენტრალურ (ისტორიული) პარკში გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა-გაყიდვა.
ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იყო კვების სივრცეც, სადაც სტუმრებს მრავალფეროვან კერძებთან ერთად მესხური ყველისა და პურის დაგემოვნების შესაძლებლობა ჰქონდათ. ასევე, მათ შეეძლოთ პურის ცხობის, ჩურჩხელების ამოვლებისა და ფელამუშის მომზადების მასტერკლასში მიეღოთ მონაწილეობა.
ფესტივალის ფარგლებში გაიმართა კოსტიუმირებული მსახიობების მუსიკალური მსვლელობა, ინტერაქტიული გამოფენა „8000-წლიანი უწყვეტი ტრადიცია“, საუბრები და ისტორიები ქართული ღვინის შესახებ საქართველოს წარსულიდან.
ბავშვებს კი შესაძლებლობა ჰქონდათ სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობაში მიეღოთ მონაწილეობა, დაემზადებინათ ხელნაკეთი სუვენირები და ეთამაშათ შემეცნებითი თამაში „ქართული ღვინის ისტორია“.
ბორჯომში ფესტივალი „ღვინის დღეები საქართველოში“ გალა-კონცერტით დასრულდა.
მთელი დღის განმავლობაში ბორჯომის ცენტრალურ (ისტორიულ) პარკში ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი, მერი ოთარ არბოლიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წამომადგენლები იმყოფებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 9-15 ოქტომბერს, მთელი საქართველოს მასშტაბით, ახალი, ყოველწლიური ფესტივალი „ღვინის დღეები საქართველოში“ აღინიშნება.