შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე, მისი მოადგილე მაია მიქაია და ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ეკატერინე ორჯონიკიძე ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე განხილული იყო სფეროში არსებული ვითარება და გამოწვევები. საუბარი შეეხო მიმდინარე და დაგეგმილ ცვლილებებსაც, კერძოდ ორ ახლად მიღებულ რეგლამენტს, რომელიც გულისხობს სამუშაო სივრცეში უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალურ მოთხოვნებსა და ნიშნების განთავსების წესს.
სამუშაო შეხვედრას, ესწრებოდნენ სსიპ „ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“ ზედამხედველობის და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები.