ბორჯომის შოთა რუსთაველის სახელობის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში მასწავლებლის დღე აღინიშნა, სადაც წარმატებული მოსწავლეები და მასწავლებლები ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გიორგი ტაბატაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ფერაძემ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა იზოლდა ლომიძემ დააჯილდოვეს.
4 აბიტურიენტს, რომელთაც 100%-იანი სახელმწიფო დაფინანსება მიიღო 300 ლარი გადაეცა. 70%-იანი დაფინანსების მქონე 5 აბიტურიენტს – 250 ლარი, ხოლო 26 აბიტურიენტს, რომელთაც 50%-იანი სახელმწიფო დაფინანსება მიიღო – 200 ლარი. მათ ბორჯომის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა ფულად ჯილდოსთან ერთად სიგელებიც გადასცა.
წარმატებული აბიტურიენტების კლასის 16 დამრიგებელს კი „მეგატექნიკის“ 100-ლარიანი ვაუჩერი, მადლიერების სიგელები და ყვავილები გადაეცათ.
მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით, კულტურისa და ხელოვნების ცენტრის ფოიეში ხელოვანი მასწავლებლების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
ღონისძიების ბოლოს მესტიის ლეო ფილფანის სახელობის დასმა სპექტაკლის “სტუმარ-მასპინძელი” ჩვენება გამართა.