“ბორჯომობა 2022” ბორჯომის ცენტრალურ (ისტორიულ) პარკში და პარკის მიმდებარე მოედანზე 17 სექტემბერს გაიმართება. დღესასწაული 12:00 საათზე დაიწყება და 21:00 საათამდე გაგრძელდება.
წლევანდელი „ბორჯომობის“ მთავარი მესიჯია #ჩაიფიქრესურვილი
12:00 საათიდან დღის ბოლომდე მოეწყობა ხელნაკეთი სუვენირების და წიგნების გამოფენა-გაყიდვა (ცენტრალური პარკის მიმდებარე მოედანი).
17:00 საათიდან ცენტრალურ (ისტორიულ) პარკში სტუმრებისთვის დაგეგმილია:
პერფომანსი – ქუჩის ორკესტრი;
ღია კინოთეატრი – ძველი ქართული ფილმების რეტროსპექტივით;
ჩაიფიქრებენ სურვილს „ნატვრის ხესთან“;
ასევე, გაიმართება სხვადასხვა ღონისძიება ბავშვებისათვის:
მოეწყობა საბავშვო კუთხეები, სადაც ბავშვებს გაართობენ: მსახიობები ოჩოფეხებზე, ცოცხალი ქანდაკებები, მიმები და ილუზიონისტი;
გაიმართება თოჯინების თეატრის წარმოდგენა;
ბავშვები ჩაერთონ მოძრავ მხიარულ თამაშებში;
„ხატვისკუთხეში“ პატარები დახატავენ თავიანთი სურვილისამებრ;
გაიმართება ბუშტების მასტერკლასი;
ოჯახებს ექნებათ საშუალება, გადაიღონ სამახსოვრო ფოტოებოები საგანგებოდ მოწყობილ „ფოტო კუთხეში“ და ე. წ. „გაცოცხლებულ სურათებში“
19:00 სთ – საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება.
19:30 სთ – გალა-კონცერტი (ცნობილი შემსრულებლების მონაწილეობით) და ფეიერვერკი.