ჩვენმა მკითხველებმა უკვე იციან, რომ ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატის, პარლამენტარ ანტონ ობოლაშვილის მხარდაჭერით,
წელიწადში ორჯერ ბორჯომის მუნიციპალიტეტში წიგნიერების
საქველმოქმედო აქცია იმართება.
საზაფხულო (ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით) წიგნიერების აქციის ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ოთხი სკოლა დასაჩუქრდა წიგნებით:
- სსიპ ბორჯომის #1 საჯარო სკოლა ( დირექტორი ჯულიეტა ჯინჯოლავა );
- სსიპ ბორჯომის#3 საჯარო სკოლა(დირექტორი ხათუნა ხარაზიშვილი);
- სსიპ ბორჯომის #6 საჯარო სკოლა (დირექტორი ქეთევან ხაჩიძე);
- სსიპ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ კორტანეთის საჯარო სკოლა (დირექტორი ზურაბ გელაშვილი).
სკოლებს მაჟორიტარის ბორჯომის ბიუროს ხელმძღვანელ, მარიამ სიმონიშვილთან ერთად ვესტუმრეთ და მაღალპოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული სხვადასხვა ჟანრის
საუკეთესო კლასიკური ლიტერატურა გადავეცით. ასევე – მოსწავლეები გემრიელი ტკბილეულითაც გავახარეთ.
ოთხივე სკოლაში ძალიან ემოციური და მადლიერებით აღსავსე შეხვედრა გვქონდა, რადგან როგორც აღმოჩნდა, სკოლების განებივრებული არ არიან ასეთი საჩუქრებით, შესაბამისად, ბიბლიოთეკებში მოძველებული წიგნადი ფონდებია და მათი განახლება მხოლოდ პირადი ინიციატივებით ხდება.
სკოლების ხელმძღვანელებმა სხვა მნიშვნელოვან თემებზეც ისაუბრეს ჩვენთან, რადგან მიაჩნიათ, რომ მათი მაჟორიტარი დეპუტატი, ბატონი ანტონ ობოლაშვილი აუცილებლად დასვამს საკითხს შესაბამის ინსტანციებში და მხარდაჭერას გაუწევთ.
სკოლებისთვის განსაკუთრებით აქტუალური რემონტისა და სხვა ინფრასტრუქტურული საკითხებია. ამ მხრივ ერთ-ერთ ყველაზე რთულ სიტუაციაში ბორჯომის პირველი სკოლაა, რომელიც ქალაქის შუაგულში მდებარეობს და თითქმის ყოველდღიურად სტუმრების ეპიცენტრშია, თუმცა, ფაქტობრივად გადაუდებელ რეაბილიტაციას საჭიროებს და ამ პრობლემის მოგვარებაშიც მაჟორიტარის დიდი თანადგომის იმედი აქვთ.
ნატო გუბელაძე მედიასახლ „პოსტსკრიპტუმის“ მთავარი რედაქტორი