ტრადიცია გრძელდება და უკვე მესამე წელია, მედიასახლ „პოსტსკრიპტუმი“-სა და წიგნის სახლ „ქიმერიონი“-ს ინიციატივით, ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატის, პარლამენტარ ანტონ ობოლაშვილის მხარდაჭერით,
სადღესასწაულო დღეებში ახალციხის მუნიციპალიტეტში წიგნიერების
საქველმოქმედო აქცია იმართება. დღემდე ახალციხის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 10 სკოლასა და ასევე – შშმ პირთა დღის ცენტრს უკვე გადაეცათ პარლამენტარის საჩუქარი.
ამჯერად საზაფხულო (ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით) აქციის ფარგლებში, მაჟორიტარი დეპუტატის ახალციხის ბიუროს ხელმძღვანელ, მზია თამარაშვილთან ერთად, ახალციხის მუნიციპალიტეტის ოთხ სკოლას ვესტუმრეთ და მაღალპოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული სხვადასხვა ჟანრის საუკეთესო კლასიკური ლიტერა-ტურა გადავეცით. ასევე – მოსწავლეები გემრიელი ტკბილეულითაც გავახარეთ.
წიგნიერების აქციის ფარგლებში ახალციხის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ოთხი სკოლა დასაჩუქრდა წიგნებით:
- სსიპ ახალციხის #3 საჯარო სკოლა (დირექტორი სუსანა აკოფოვა);
- სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლა (დირექტორი მარინა ასანიძე);
- სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავლის საჯარო სკოლა (დირექტორი ვასილ მოდებაძე);
- სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის წნისის საჯარო სკოლა (ელენე ინასარიძე);
ოთხივე სკოლაში ხელმძღვანელებმა, მოსწავლეებმა თუ მასწავლებლებმა დიდი მადლიერება გამოხატეს არამარტო ამ საჩუქრისთვის, არამედ, საერთოდ, ბატონ ანტონ ობოლაშვილის მიერ გაწეული ყველა იმ საქმიანობისთვის, რასაც მათი მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში რეგიონის საკეთილდღეოდ აკეთებს.
განსაკუთრებით ემოციური იყო ჩვენი სტუმრობა ახალციხის #3 საჯარო სკოლაში, რომელიც სომხურენოვანია. როგორც დირექტორმა, სუსანა აკოფოვამ გვითხრა, სკოლა ძალიან საინტერესო პროექტებშია ჩართული, ქართული ენის სწავლების გასაძლიერებლად და ბავშვების დიდი უმრავლესობა უკვე ძალიან კარგად საუბრობს ქართულად.
ასევე ემოციებით დატვირთული იყო სოფელ აწყურის საჯარო სკოლისთვის მაჟორიტარის საჩუქრის, წიგნების გადაცემა, რადგან აქ ჩვენი სტუმრობა ახალგახსნილი მუზეუმის პრეზენტაციის დღეს შედგა და ღონისძიება უფრო მასშტაბური და საზეიმო ელფერით წარიმართა.
სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა მარინე ასანიძემ, ასევე, მუზეუმის გახსნაზე მოწვეულმა, განათლების სამინისტროს ახალციხის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ხათუნა ხმალაძემ, სიტყვით გამოსვლისას მადლიერება გამოხატეს ბატონ ანტონ ობოლაშვილის მიმართ, ახალგაზრდების განათლებისა და სკოლების მხარდაჭერისთვის.
ნატო გუბელაძე
მედიასახლ „პოსტსკრიპტუმის“ მთავარი რედაქტორი