borjominews
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
    ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი

    ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი

    ოცნებები ხდება, მთავარია, გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა

    ოცნებები ხდება, მთავარია, გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა

    „გრინ კროპს დისტრიბუშენი” — სასათბურე მეურნეობა, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

    „გრინ კროპს დისტრიბუშენი” — სასათბურე მეურნეობა, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

    თიბისი Google Cloud DORA Awards-ის გამარჯვებულია

    თიბისი Google Cloud DORA Awards-ის გამარჯვებულია

    საქართველოში ყველაზე მასშტაბურ ქალთა სამეწარმეო ექსპოზე რეგისტრაცია დაიწყო

    საქართველოში ყველაზე მასშტაბურ ქალთა სამეწარმეო ექსპოზე რეგისტრაცია დაიწყო

    „ქართული  ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთელი ქვეყნის მასშტაბით 63 მერობის კანდიდატი წარადგინა

    „ქართული  ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთელი ქვეყნის მასშტაბით 63 მერობის კანდიდატი წარადგინა

    ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით ახალდაბაში „ახალგაზრდული მულტიფუნქციური ცენტრი“ ამოქმედდა

    ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით ახალდაბაში „ახალგაზრდული მულტიფუნქციური ცენტრი“ ამოქმედდა

    ქართველი მოსწავლეები ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებულებს შორის არიან — საქართველოს ნაკრების მხარდამჭერია თიბისი

    ქართველი მოსწავლეები ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებულებს შორის არიან — საქართველოს ნაკრების მხარდამჭერია თიბისი

    ცესკო-მ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა

    ცესკო-მ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა

    კინო გზაზე — თიბისის მხარდაჭერით კინოპროექტმა საქართველო მოიარა

    კინო გზაზე — თიბისის მხარდაჭერით კინოპროექტმა საქართველო მოიარა

    Trending Tags

    • Donald Trump
    • Future of News
    • Climate Change
    • Market Stories
    • Election Results
    • Flat Earth
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • მსოფლიო
  • ინტერვიუ
  • კატეგორიები
    • მეცნიერება
      ტყის საერთაშორისო დღე

      ტყის საერთაშორისო დღე

      ახალ­და­ბა­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ახალ­გაზ­რდუ­ლი მულ­ტი­მე­დი­უ­რი სას­წავ­ლო ცენ­ტრის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა

      ახალ­და­ბა­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ახალ­გაზ­რდუ­ლი მულ­ტი­მე­დი­უ­რი სას­წავ­ლო ცენ­ტრის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა

      „წიგნიერების აქციის“  საშემოდგომო კვირეულის ფარგლებში ადიგენის ოთხმა სკოლამ მაჟორიტარი დეპუტატისგან საჩუქრად წიგნები მიიღო

      „წიგნიერების აქციის“ საშემოდგომო კვირეულის ფარგლებში ადიგენის ოთხმა სკოლამ მაჟორიტარი დეპუტატისგან საჩუქრად წიგნები მიიღო

      ბორჯომის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტ-ჩემპიონატის „რა? სად? როდის?“ გაზაფხული-ზაფხულის სეზონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

      ბორჯომის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტ-ჩემპიონატის „რა? სად? როდის?“ გაზაფხული-ზაფხულის სეზონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

      მოისხი ცოდნის „მანტია“ — ქართულ-ამერიკული მომავლის კლუბი „მანტია“ /Georgian American Future Club – Mantle

      მოისხი ცოდნის „მანტია“ — ქართულ-ამერიკული მომავლის კლუბი „მანტია“ /Georgian American Future Club – Mantle

      უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დამატებითი შეზღუდვები წესდება

      Covid-საშვის აპლიკაციის პრეზენტაცია ბიზნეს-სექტორისთვის

      „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“ — მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

      „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“ — მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

      პროფესიული განვითარების საბჭომ 8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

      პროფესიული განვითარების საბჭომ 8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

      მიხეილ ჩხენკელი: „კოვიდის მართვაში საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელები ჩაერთვებიან“

      მიხეილ ჩხენკელი: „კოვიდის მართვაში საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელები ჩაერთვებიან“

      მიწის დეგრადაციის პრევენციისთვის, საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვის პოლიტიკის შემუშავება იწყება

      მიწის დეგრადაციის პრევენციისთვის, საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვის პოლიტიკის შემუშავება იწყება

      Trending Tags

      • Flat Earth
      • Sillicon Valley
      • Mr. Robot
      • MotoGP 2017
      • Golden Globes
      • Future of News
    • კულტურა
      კინო გზაზე — თიბისის მხარდაჭერით კინოპროექტმა საქართველო მოიარა

      კინო გზაზე — თიბისის მხარდაჭერით კინოპროექტმა საქართველო მოიარა

      დალილა ცატავა: „გასტრონომია ჩვენი სამშობლოს ისტორიაა!“

      დალილა ცატავა: „გასტრონომია ჩვენი სამშობლოს ისტორიაა!“

      თიბისი კონცეპტი და Visa თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მხარდამჭერები არიან

      თიბისი კონცეპტი და Visa თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მხარდამჭერები არიან

      ლაგოდეხის ბლუზ ფესტივალის დასკვნითი კონცერტი 2 აგვისტოს გაიმართება

      ლაგოდეხის ბლუზ ფესტივალის დასკვნითი კონცერტი 2 აგვისტოს გაიმართება

      ბორჯომელი ახალგაზრდები ყაზახეთის ქალაქ ატირაუს სტუმრობდნენ

      ბორჯომელი ახალგაზრდები ყაზახეთის ქალაქ ატირაუს სტუმრობდნენ

      შავი ზღვის ჯაზფესტივალი: ზაფხულის დაუვიწყარი თავგადასავალი, თიბისი კონცეპთან ერთად

      შავი ზღვის ჯაზფესტივალი: ზაფხულის დაუვიწყარი თავგადასავალი, თიბისი კონცეპთან ერთად

      გაემგზავრეთ შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე ჯაზ მატარებლით

      გაემგზავრეთ შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე ჯაზ მატარებლით

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული ახალგაზრდული ბანაკი ქართული ესტრადის მომღერლების კონცერტით დაიხურა

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული ახალგაზრდული ბანაკი ქართული ესტრადის მომღერლების კონცერტით დაიხურა

      ახალციხის თოჯინების პროფესიული თეატრის დარბაზში ფოლკლორული საღამო გაიმართა

      ახალციხის თოჯინების პროფესიული თეატრის დარბაზში ფოლკლორული საღამო გაიმართა

      პრემია «ელისო»-ს  2025 წლის გამარჯვებული კინემატოგრაფები გურჯაანში გამოვლინდნენ

      პრემია «ელისო»-ს 2025 წლის გამარჯვებული კინემატოგრაფები გურჯაანში გამოვლინდნენ

      Trending Tags

      • Golden Globes
      • Mr. Robot
      • MotoGP 2017
      • Climate Change
      • Flat Earth
    • ჯანდაცვა
      რა უნდა ვიცოდეთ ბიენზას შესახებ — გამოყენება და მოქმედების მექანიზმი

      რა უნდა ვიცოდეთ ბიენზას შესახებ — გამოყენება და მოქმედების მექანიზმი

      როგორ შველის ეუკარბონი მუცლის შებერილობას?

      როგორ შველის ეუკარბონი მუცლის შებერილობას?

      მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე პაციენტებს თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

      მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე პაციენტებს თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

      სახალხო დამცველის განცხადება ფემიციდთან დაკავშირებით

      სახალხო დამცველის განცხადება ფემიციდთან დაკავშირებით

      ტყის საერთაშორისო დღე

      ტყის საერთაშორისო დღე

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროექტებში მნიშვნელოვანი სიახლეებია!

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროექტებში მნიშვნელოვანი სიახლეებია!

      რეგულირების სააგენტოს განცხადება

      რეგულირების სააგენტოს განცხადება

      2023 წლიდან, ქრონიკულ და ონკოლოგიურ წამლებზე, რეფერენტული ფასების მექანიზმი ამოქმედდება

      2023 წლიდან, ქრონიკულ და ონკოლოგიურ წამლებზე, რეფერენტული ფასების მექანიზმი ამოქმედდება

      სამშობლოში დაბრუნებულ 88 მიგრანტს გრანტი გადაეცემა

      სამშობლოში დაბრუნებულ 88 მიგრანტს გრანტი გადაეცემა

      საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდგომი რეაბილიტაცია დაფინანსდება

      საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდგომი რეაბილიტაცია დაფინანსდება

    • სპორტი
  • გაზეთი
No Result
View All Result
borjominews
Home Uncategorized

ახალდაბაში მედიაკაფე «ლუტრეზი»-ში გენდერმედიაცენტრის პრეზენტაცია გაიმართა

ახალდაბაში მედიაკაფე «ლუტრეზი»-ში გენდერმედიაცენტრის პრეზენტაცია გაიმართა
Share on FacebookShare on Twitter

 3 ივნისს, ახალდაბაში, მედიაკაფე „ლუტრეზი“-ში, სამოქალაქო აქტივიზმის გენდერმედიაცენტრის პრეზენტაცია შედგა. პროექტს „ფონდი ტასოს“ მხარდაჭერით ახორციელებს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის განვითარების ინსტიტუტი (CSMDI), რომლის პარტნიორებიც არიან: მედიაკაფე „ლუტრეზი“ (სადაც გენდერმედიაცენტრის ოფისი იქნება განთავსებული), ინტერნეტგამოცემა www.borjominews.ge ; ასევე — „სამცხე-ჯავახეთის სათემო განვითარების ცენტრი“, „ქალი და არჩევანი“ და  „ამერიკული კუთხე ხაშურში“. აღსანიშნავია, რომ სწორედ ხაშურის ამერიკული კუთხის პროექტით, ახალდაბის არაფორმალური განათლების საზოგადოებრივი ცენტრისათვის მიღებულ ტექნიკურ აღჭურვილობას სამოქალაქო აქტივიზმის გენდერმედიაცენტრიც გამოიყენებს.

პრეზენტაცია გაიმართა მედიაკაფის ეზოში, ღია სივრცეში და მას ადგილობრივ ახალგაზრდებთან თუ სოფლის მცხოვრებლებთან ერთად, ესწრებოდნენ ახალდაბის გამგებელი, ავთანდილ ცერცვაძე და ბორჯომიდან და ხაშურიდან მოწვეული სტუმრები: ვიოლეტა ბალახაშვილი, ბორჯომის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, ნონა ლურსმანაშვილი, საკრებულოს „ქალთა ოთახი“-ს კოორდინატორი, მაკა მანჯავიძე — საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე, სოფო მუმლაძე — გენდერზე პასუხისმგებელი პირი ბორჯომის მერიაში, მარიამ სიმონიშვილი — პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის, ანტონ ობოლაშვილის ბორჯომის ბიუროს კოორდინატორი და ქეთი მეტრეველი — „ხაშურის ამერიკული კუთხის“ ხელმძღვანელი.

გენდერმედიაცენტრის დირექტორმა ნატო გუბელაძემ მოწვეულ სტუმრებს ცენტრის საქმიანობის მიზნები გააცნო და მადლობა გადაუხადა როგორც პროექტის დონორ ორგანიზაციას, ფონდ ტასოს, ასევე — ხაშურის ამერიკის კუთხეს, რომელმაც ტექნიკური აღჭურვილობა გადასცა ახალგაზრდებს. როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, „ახალდაბის სამოქალაქო აქტივიზმის გენდერმედიაცენტრმა“ უნდა შემოიკრიბოს ადგილობრივი ახალგაზრდები, მათ შორის —  მოზარდი გოგონები თუ ახალგაზრდა ქალები და სხვადასხვა აქტივობების განხორციელებით ხელი შეუწყოს მათ გააქტიურებას, ცნობიერების ამაღლებას ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებზე, გენდერული პრობლემატიკის, ქალთა აქტივიზმის, უფლებების დაცვის, ლიდერობის და სათემო ინიციატივების პრაქტიკულად განხორციელების გზების შესახებ.

მედიაკაფე „ლუტრეზი“-ში ახალგაზრდებისთვის, გოგონებისა თუ ქალებისათვის მოეწყობა სპეციალური ტრენინგები, სადაც ისინი პროფესიონალი ტრენერებისგან მიიღებენ ინფორმაციას სხვადასხვა თემატიკაზე, რათა მომავალში თავად შეძლონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობა, თემის საჭიროებების კვლევა, ადგილობრივი თვითმმართველობის წინაშე არსებული პრობლემების დაყენება, აქტუალიზაცია და ადვოკატირება.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სათემო ინიციატივების შედგენა და თანამშრომლობა ბორჯომის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან, საკრებულოსთან არსებულ გენდერის საბჭოსთან, საკრებულოს ქალ დეპუტატებთან, ქალთა ოთახის წარმომადგენლებთან და მერიის გენდერსპეციალისტთან;

ახალგაზრდები გაეცნობიან მოქალაქეთა აქტიურობის, გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების ზოგადი პრინციპებს და პრაქტიკაში გამოყენების მექანიზმებს. მოისმენენ ტრენინგს, როგორ გავხდეთ აქტიური მოქალაქეები ანუ მოქალაქე ჟურნალისტები, რა არის სოციალური მედია და სამოქალაქო აქტივიზმი; გაეცნობიან ახალი მედიის მუშაობის მეთოდებს, როგორ იქმნება მულტიმედიური და ინტერაქტიული ინტერნეტ-პროდუქტი.

გარდა ტრენინგებისა, პროექტი ითვალისწინებს წარმატებული ქალების მოწვევა გენდერმედიაცენტრში და მათი ისტორიების მოსმენას და გამოცდილების გაზიარებას;

ასევე, პროექტით დაგეგმილია შემეცნებითი ფილმების ჩვენება და დისკუსიები. მაგალითად, მედიაკაფეს ეზოში მოეწყობა გენდერულ პრობლემატიკასთან დაკავშირებული ფილმების ჩვენებები დიდ ეკრანზე;

პრეზენტაციის დღეს უკვე გაიმართა ცნობილი ქალი ფოტოგრაფის, ნათელა გრიგალაშვილის სლაიდშოუ და დისკუსია-დიალოგი: „სოფლად მცხოვრები ქალები/გოგონები — პრობლემები და პერსპექტივები“;

აღსანიშნავია ისიც, რომ პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები მოამზადებენ მულტიმედიასტატიებს, რომელიც განთავსდება პარტნიორ მედიასაშუალებაში www.borjominews.ge   როგორც პროექტის მიმდინარეობისას, ასევე — პროექტის დასრულების შემდგომაც.

და ბოლოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია — პროექტს გრძელვადიანი პერსპექტივა აქვს.  „სამოქალაქო აქტივიზმის გენდერმედიაცენტრი“ არსებობას გააგრძელებს პროექტის ვადის ამოწურვის შემდეგაც, რადგან ფატობრივად კვლავ იარსებებს  ამ ცენტრისთვის საჭირო სივრცე, ტექნიკური აღჭურვილობით. დატრენინგებული ახალგაზრდა ქალები და მოზარდი გოგონები კი შეძლებენ სხვა მეგობრებიც აიყოლიონ და მიღებული ცოდნა მათაც გაუზიარონ. მომავალში, ვფიქრობთ, რომ  გეოგრაფიული არეალიც გაიზრდება და პროექტში ჩაერთვებიან ახლომდებარე სოფლებში მცხოვრები ქალები თუ გოგონები.

მედიაკაფე „ლუტრეზი“-სა და გენდერმედიაცენტრის საკონტაქტო მონაცემებია:

მისამართი: ბორჯომის მუნიციპალიტეტი, დაბა ახალდაბა, ნ.ნიკოლაძის ქ.#19

გენდერმედიაცენტრის ხელმძღვანელი,

პროექტის დირექტორი — ნატო (გულიზა) გუბელაძე;  მობილ: 599107794;

პროექტის კოორდინატორი — იზა იანვარაშვილი, მობილ: 579117065

პროექტის ასისტენტი — თამუნა დემეტრაშვილი, მობილ: 551141110

ფბ-გვერდი: https://www.facebook.com/profile.php?id=100081253594628 

 ელფოსტა: csmdigeorgia@gmail.com

Share209Tweet131Share52

არქივი

borjominews

borjominews.ge 2020

  • ჩვენ შესახებ
  • დაგვიკავშირდით

No Result
View All Result
  • Home
  • სიახლეები
    • პოლიტიკა
    • ბიზნესი
    • მსოფლიო
  • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • მეცნიერება
  • კულტურა

borjominews.ge 2020