ჩვენი მკითხველისთვის უკვე ცნობილია, რომ ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი აქტიურად უჭერს მხარს მედიასახლ „პოსტსკრიპტუმი“-ს ორგანიზებით გამართულ საქველმოქმედო წიგნიერების აქციას „წიგნი ყველა ბავშვს“.
ამ აქციის ფარგლებში უკვე მეორე წელია, დეპუტატის ფინანსური პარტნიორობით წიგნები გადაეცემათ სამცხე-ჯავახეთის სოფლის სკოლებს, ბიბლიოთეკებსა თუ დღის ცენტრებს.
ანტონ ობოლაშვილის თქმით, მისთვის განსაკუთრებულად პრიორიტეტულია განათლებისა და წიგნიერების მხარდაჭერა, მოსწავლე-ახალგაზრდების მოტივაციის ამაღლებისთვის ზრუნვა და ის ყოველთვის მზადაა საგანმანათლებლო აქციების მხარდასაჭერად.
ამჯერად, საგაზაფხულო დღესასწაულებთან დაკავშირებით (დედის დღეს და ქალთა საერთაშორისო დღე) წიგნიერების აქციის ფარგლებში ასპინძის მუნიციპალიტეტის ოთხ სკოლას ვსტუმრობდით.
მაღალპოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული სხვადასხვა ჟანრის საუკეთესო კლასიკური ლიტერატურა, მრავალფეროვან ტკბილეულთან და ნუგბართან ერთად, გადაეცათ შემდეგ სკოლებს:
• სსიპ ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყვიტას საჯარო სკოლას (დირექტორი ნოდარ ბერიძე);
• სსიპ ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ივერიის საჯარო სკოლას(დირექტორი თენგიზ შავაძე);
• სსიპ ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოშორას საჯარო სკოლას(დირექტორი დავით კობერიძე);
• სსიპ ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთას საჯარო სკოლას (დირექტორი მანანა ლონდარიძე).
საქველმოქმედო აქციის ორგანიზებასა და სკოლებთან კომუნიკაციაში ძალიან დაგვეხმარნენ პარლამენტარის ასპინძის ბიუროს ხელმძღვანელი გურანდა ხატიძე და ბიუროს თანამშრომლები.
სკოლების ხელმძღვანელობა, მასწავლებლები და მოსწავლეები მადლიერებას არ მალავდნენ მაჟორიტარი დეპუტატის მიმართ იმ ყურადღებისა და მხარდაჭერისათვის, რასაც ბატონი ანტონ ობოლაშვილი იჩენს ახალგაზრდების მიმართ და მათი განათლების დონის გაუმჯობესებისათვის.
ნატო გუბელაძე მედიასახლ „პოსტსკრიპტუმის“ მთავარი რედაქტორი