borjominews
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
    თიბისი ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას განაგრძობს

    თიბისი ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას განაგრძობს

    ინფრასტრუქტურის მინისტრი სამცხე-ჯავახეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო

    ინფრასტრუქტურის მინისტრი სამცხე-ჯავახეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო

    წარმატება გზაშია — მთავარია გჯეროდეს!                                                                                                                                                                                                                                                                                   თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება

    წარმატება გზაშია — მთავარია გჯეროდეს! თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025 იწყება

    სოფელ ყვიბისში მამათა მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია გრძელდება

    სოფელ ყვიბისში მამათა მონასტერთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია გრძელდება

    თიბისი აგრობიზნესისთვის — „ჭარებულას“ ვაშლის ბაღები ქართლში

    თიბისი აგრობიზნესისთვის — „ჭარებულას“ ვაშლის ბაღები ქართლში

    ბორჯომის გენგეგმისა და განაშენიანების გეგმის პროექტების შემუშავება იწყება

    ბორჯომის გენგეგმისა და განაშენიანების გეგმის პროექტების შემუშავება იწყება

    გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება „ენთები“-სგან

    გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება „ენთები“-სგან

    შენ იცი, მთავარია გჯეროდეს — თიბისის გზავნილი ახალ თაობას

    შენ იცი, მთავარია გჯეროდეს — თიბისის გზავნილი ახალ თაობას

    თიბისი კამპუსში სწავლა 330-მა სტუდენტმა დაიწყო

    თიბისი კამპუსში სწავლა 330-მა სტუდენტმა დაიწყო

    ტიმოთესუბანში სპორტული მოედნის და დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს

    ტიმოთესუბანში სპორტული მოედნის და დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს

    Trending Tags

    • Donald Trump
    • Future of News
    • Climate Change
    • Market Stories
    • Election Results
    • Flat Earth
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • მსოფლიო
  • ინტერვიუ
  • კატეგორიები
    • მეცნიერება
      ტყის საერთაშორისო დღე

      ტყის საერთაშორისო დღე

      ახალ­და­ბა­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ახალ­გაზ­რდუ­ლი მულ­ტი­მე­დი­უ­რი სას­წავ­ლო ცენ­ტრის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა

      ახალ­და­ბა­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ახალ­გაზ­რდუ­ლი მულ­ტი­მე­დი­უ­რი სას­წავ­ლო ცენ­ტრის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა

      „წიგნიერების აქციის“  საშემოდგომო კვირეულის ფარგლებში ადიგენის ოთხმა სკოლამ მაჟორიტარი დეპუტატისგან საჩუქრად წიგნები მიიღო

      „წიგნიერების აქციის“ საშემოდგომო კვირეულის ფარგლებში ადიგენის ოთხმა სკოლამ მაჟორიტარი დეპუტატისგან საჩუქრად წიგნები მიიღო

      ბორჯომის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტ-ჩემპიონატის „რა? სად? როდის?“ გაზაფხული-ზაფხულის სეზონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

      ბორჯომის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტ-ჩემპიონატის „რა? სად? როდის?“ გაზაფხული-ზაფხულის სეზონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

      მოისხი ცოდნის „მანტია“ — ქართულ-ამერიკული მომავლის კლუბი „მანტია“ /Georgian American Future Club – Mantle

      მოისხი ცოდნის „მანტია“ — ქართულ-ამერიკული მომავლის კლუბი „მანტია“ /Georgian American Future Club – Mantle

      უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დამატებითი შეზღუდვები წესდება

      Covid-საშვის აპლიკაციის პრეზენტაცია ბიზნეს-სექტორისთვის

      „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“ — მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

      „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“ — მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

      პროფესიული განვითარების საბჭომ 8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

      პროფესიული განვითარების საბჭომ 8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

      მიხეილ ჩხენკელი: „კოვიდის მართვაში საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელები ჩაერთვებიან“

      მიხეილ ჩხენკელი: „კოვიდის მართვაში საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელები ჩაერთვებიან“

      მიწის დეგრადაციის პრევენციისთვის, საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვის პოლიტიკის შემუშავება იწყება

      მიწის დეგრადაციის პრევენციისთვის, საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვის პოლიტიკის შემუშავება იწყება

      Trending Tags

      • Flat Earth
      • Sillicon Valley
      • Mr. Robot
      • MotoGP 2017
      • Golden Globes
      • Future of News
    • კულტურა
      თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძისადმი მიძღვნილი წიგნი და ვინილი გამოიცა

      თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძისადმი მიძღვნილი წიგნი და ვინილი გამოიცა

      „ახალგაზრდობა სოციალური თანასწორობისთვის — ინტეგრირებულმა თეატრმა“ ბორჯომის კულტურის ცენტრში  სპექტაკლი ,,ჰელადოსი» წარმოადგინა

      „ახალგაზრდობა სოციალური თანასწორობისთვის — ინტეგრირებულმა თეატრმა“ ბორჯომის კულტურის ცენტრში სპექტაკლი ,,ჰელადოსი» წარმოადგინა

      ZEG Storytelling Festival  13-15 ივნისი

      ZEG Storytelling Festival  13-15 ივნისი

      თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის რიგით 28-ე ჯაზფესტივალს

      თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის რიგით 28-ე ჯაზფესტივალს

      პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს

      პრემია „ელისო“ ნამუშევრების მიღებას იწყებს

      „ოქროს არწივი 2025“ -ის ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველი კულტურის დარგში და ანსამბლ ,,ბორჯომის» ხელმძღვანელი გიორგი ბუგიანიშვილი დააჯილდოვეს

      „ოქროს არწივი 2025“ -ის ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველი კულტურის დარგში და ანსამბლ ,,ბორჯომის» ხელმძღვანელი გიორგი ბუგიანიშვილი დააჯილდოვეს

      წიგნიერების კვირეულის ოთხწლიანი აქციის ფარგლებში  სამცხის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ანტონ ობოლაშვილმა, 110 სკოლას საჩუქრად  მაღალი დონის მხატვრული ლიტერატურა გადასცა

      წიგნიერების კვირეულის ოთხწლიანი აქციის ფარგლებში  სამცხის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ანტონ ობოლაშვილმა, 110 სკოლას საჩუქრად  მაღალი დონის მხატვრული ლიტერატურა გადასცა

      გიდის კურსის მსმენელებმა ახალდაბიდან ნეძვის მარშრუტი დალაშქრეს

      გიდის კურსის მსმენელებმა ახალდაბიდან ნეძვის მარშრუტი დალაშქრეს

      მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 24-25 ივნისს ნინოწმინდასა და ახალქალაქში «მუსიკალური საღამოები» გაიმართება

      მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 24-25 ივნისს ნინოწმინდასა და ახალქალაქში «მუსიკალური საღამოები» გაიმართება

      «ბიბლუსი მომავლისთვის“ კამპანიის ფარგლებში აფხაზეთის #22 სკოლაში ბიბლიოთეკა სრულად განახლდა

      «ბიბლუსი მომავლისთვის“ კამპანიის ფარგლებში აფხაზეთის #22 სკოლაში ბიბლიოთეკა სრულად განახლდა

      Trending Tags

      • Golden Globes
      • Mr. Robot
      • MotoGP 2017
      • Climate Change
      • Flat Earth
    • ჯანდაცვა
      მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე პაციენტებს თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

      მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე პაციენტებს თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

      სახალხო დამცველის განცხადება ფემიციდთან დაკავშირებით

      სახალხო დამცველის განცხადება ფემიციდთან დაკავშირებით

      ტყის საერთაშორისო დღე

      ტყის საერთაშორისო დღე

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროექტებში მნიშვნელოვანი სიახლეებია!

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროექტებში მნიშვნელოვანი სიახლეებია!

      რეგულირების სააგენტოს განცხადება

      რეგულირების სააგენტოს განცხადება

      2023 წლიდან, ქრონიკულ და ონკოლოგიურ წამლებზე, რეფერენტული ფასების მექანიზმი ამოქმედდება

      2023 წლიდან, ქრონიკულ და ონკოლოგიურ წამლებზე, რეფერენტული ფასების მექანიზმი ამოქმედდება

      სამშობლოში დაბრუნებულ 88 მიგრანტს გრანტი გადაეცემა

      სამშობლოში დაბრუნებულ 88 მიგრანტს გრანტი გადაეცემა

      საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდგომი რეაბილიტაცია დაფინანსდება

      საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდგომი რეაბილიტაცია დაფინანსდება

      COVID-19-ის სიტუაცია მსოფლიოსა და საქართველოში

      COVID-19-ის სიტუაცია მსოფლიოსა და საქართველოში

      სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ახალი რეფორმა დაიწყო

      სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ახალი რეფორმა დაიწყო

    • სპორტი
  • გაზეთი
No Result
View All Result
borjominews
Home განათლება

მასწავლებლობა უწყვეტი პროცესია — მოსწავლე უნდა გრძნობდეს, რომ აფასებ!

მასწავლებლობა უწყვეტი პროცესია  — მოსწავლე უნდა გრძნობდეს, რომ აფასებ!
Share on FacebookShare on Twitter

თამარ ბლიაძე წამყვანი მასწავლებლის სტატუსით დაბა-ახალდაბის საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგია, სკოლაში 26 წლიანი გამოცდილებით.

იგი 8 წელი სასწავლო ნაწილის გამგის პოზიციასაც იკავებდა. დღეს, პარალელურად ახლციხის რაიონში ეროვნული სასწავლო გეგმის  დანერგვისა და განვითარების კოორდინატორია.

ქალბატონი თამარის სწავლების მიდგომებსა და მოსწავლეთა სასწავლო გარემოს,

ამასთან სკოლებში მიმდინარე გამოწვევების შესახებ დამატებით ინფორმაციას

ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

— ქალბატონო თამარ, საინტერესოა, წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოპოვება რა დამატებით ვალდებულებებს აკისრებს პედაგოგს და როგორია გზა, რომელსაც მასწავლებელი სკოლაში ყოველდღე გადის?

— სტატუსი არ განსაზღვრავს მასწავლებლის მოვალეობებს, იგი მუდამ უნდა ფიქრობდეს თავის მოსწავლეებზე, მათ საჭიროებებსა თუ შესაძლებლობებზე, რათა საინტერესო და ინტერაქციული სასწავლო პროცესი შექმნას ყოველ გაკვეთილზე. არცერთი მოსწავლე არ უნდა დაგვრჩეს ყურადღების მიღმა. ბავშვს უნდა აგრძნობინო, რომ გიყვარს, ზრუნავ და აფასებ, როგორც პიროვნებას. მასწავლებლის ყოველდღიურობაც ესაა.

რაც შეეხება წამყავნი პედაგოგის  ვალდებულებებს, ვფიქრობ, უმთავრესი კოლეგებთან თანამშრომლობა, ურთიერთდახმარება და საკუთარი პრაქტიკის გაზიარებაა.

  • გაგვიზიარეთ, რა დაგანახათ თქვენმა გამოცდილებამ?
  • რაც არ უნდა გამოცდილი და რა სტატუსის მქონეც არ უნდა იყოს პედაგოგი, არასოდეს არ უნდა შეწყვიტოს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა. ჩემმა გამოცდილებამ დამანახა, რომ მუდმივად უნდა ზრუნავდე სამუშაო პროცესში გამოკვეთილი გამოწვევების შესაბამისად, მიზანზე ორიენტირებული აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაზე.

— აქტიურად, ინერგება სკოლებში ახალი სკოლის მოდელი, როგორ მომავალ თაობას უნდა ველოდოთ? გვესაუბრეთ შედეგებზე, რომელსაც ახალი სკოლის მოდელი გვპირდება?!

 — ზოგადი განათლების რეფორმა საქართველოს ყველა სკოლას შეეხო, ეს არის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროექტი, რომელიც არის პროცესებზე ორიენტირებული. სკოლებში  ამ პროცესების სწორად წარმართვა ძალიან ბევრ საკითხთანაა დაკავშირებული. პირველ რიგში, სკოლის ლიდერები უნდა ხედავდნენ რეფორმის საჭიროებას, უნდა ცდილობდენენ პედაგოგთა ჩართულობას და იმ ამოცანების დანერგვას საკლასო ოთახში, რასაც პროექტი სთავაზობს.

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით, სწავლა-სწავლების პროცესი  ხუთ ძირითად საგანმანათლებლო პრინციპს უნდა ეფუძნებოდეს, ხოლო მიზანს უნდა წარმოადგენდეს მოსწავლეებში გამჭოლი უნარების და ღირებულებების განვითარება, სწავლა უნდა მიმდინარეობდეს პოზიტიურ  და მოწესრიგებულ გარემოში, სადაც მოსწავლე, მასწავლებელთან ერთად, პასუხისმგებელი უნდა იყოს საკუთარ სწავლა-განვითარებაზე. სასკოლო საზოგადოებამ  უნდა ვუზრუნველყოთ სიღრმისეული სწავლება: მოსწავლეებს სასწავლო მასალა უნდა მივაწოდოთ ეტაპობრივად და მრავალმხრივად, უნდა მოვახდინოთ ახალი საკითხების, ცნებების საფუძვლიანად და განსხვავებულ კონტექსტში განხილვა.  სწავლება უნდა ავაგოთ მოსწავლის გამოცდილებაზე და ვასწავლოთ ნასწავლის პრაქტიკაში გამოყენება, დავანახოთ ცხოვრებასთან კავშირი.

 ასევე  სწავლება და შეფასება არ უნდა იყოს ერთმანეთისგან გამიჯნული, კარგი განმავითარებელი შეფასება  მოსწავლის განვითარების კარგი ინსტრუმენტია. ამ ყველაფრის ერთმანეთთან ბმა სასურველ შედეგებზე გაგვიყვანს და მოგვცემს სამომავლოდ მოაზროვნე, წიგნიერ, შემოქმედ და პასუხხისმგებლობის გრძნობის მქონე ადამიანს, რომელსაც შეუძლია, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები, გადაჭრას პრობლემები და შექმნას ახალი ღირებულებები.

           — როგორი თვისებებით უნდა გამოირჩეოდეს მასწავლებელი? 

          — პირველ რიგში, აუცილებელია, მოსწავლეების და პროფესიის ძლიერი სიყვარული, ბავშვებმა უნდა დაინახონ სიყვარული  და საჭიროება იმ ყველაფრის, რასაც ვასწავლით. ასევე —  მასწავლებლებს უნდა შეგვეძლოს, გავითვალისწინოთ მოსწავლის გრძნობები, ემოციები, ფიქრები და განცდები. მოსწავლეებს უყვართ მასწავლებელი, რომელიც მოსაწყენ საგანს საინტერესოდ ასწავლის, აქედან გამომდინარე, მასწავლებლის მთავარი თვისება  უნდა იყოს შემოქმედება, იგი უნდა იყენებდეს სხვადასხვა სწავლების მეთოდებს, რომელიც მოსწავლის ინტერესებზე იქნება მორგებული. მოსწავლემ უნდა იცოდეს, რომ მასწავლებელი ყოველთვის მზადაა, დაეხმაროს მას. უნდა მოვიპოვოთ მოსწავლეთა ნდობა და ვიყოთ მათთვის საინტერესონი. ბოლოს აღვნიშნავ, მასწავლებელი უნდა იყოს მიმტევებელი, უნდა შეეძლოს, მოუსმინოს მოსწავლეს და მხარი დაუჭიროს მას.

— როდესაც პარალელს ავლებთ თქვენს მოსწავლეობასა და დღევანდელ სასწავლო პროცეს შოროს, რამდენად განსხვავებულია ცოდნის მიღების შესაძლებლობები?

-ცოდნის მიღების შესაძლებლობებს რაც შეეხება, დღევანდელ სასწავლო პროცესში მრავალფეროვნების მეტი საშუალებაა. თუ მოსწავლეს ვასწავლით სწავლის სწავლას და  სასწავლო რესურსების სწორად გამოყენებას, იგი ჩამოყალიბდება დამოუკიდებლად მსწავლელად. მათთვის საინტერესოა ტექნოლოგიებით სწავლება, უამრავი სასწავლო პლათფორმაა შექმნილი, რაც  განვითარების საშუალებას აძლევს. ჩემი მოსწავლეობის პერიოდში ეს შაძლებლობები არ არსებობდა, ერთადერთი რესურსი იყო წიგნი, ახლა პირიქით, ერთ-ერთია წიგნი სხვა უამრავ რესურსთან ერთად.

— 2 წელია სკოლებში სწავლება ჰიბრიდულად მიმდინარეობს, როგორც ონლაინ ისე კონტაქტურად, ვისაუბროთ ონლაინ სწავლების დადებით და უარყოფით კონტექსტზე, რა გაჩვენათ ამ პერიოდმა?

— ონლაინ სწავლების ყველაზე დადებითი მხარე ისაა, რომ ჩვენი საქმიანობის გაგრძელების საშუალება მოგვეცა და ამ გართულებულ სიტუაციაში არ გავჩერდით. მოვახერხეთ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მანამდე უცნობი შესაძლებლობების გაცნობა-გამოყენება. მოზარდებისთვის ეს საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. მოსწავლეთა დაინტერესების მიზნით ონლაინ გაკვეთილზე შესაძლებელია სხვადასხვა ინტერნეტ  რესურსის გამოყენება. მე, როგორც მათემატიკის მასწავლებელი,

 ვიყენებ ხანის აკადემიის სასწავლო ვიდეოებს და  სავარჯიშოებს, ტელესკოლის გაკვეთილებს, კარგი სკოლის თვალსაჩინოებებს,  math.ge-ს მასალებს, რაც ძალიან მოსწონთ მოსწავლეებს.  ამ ყველაფერს საკლასო ოთახში ვერ გამოიყენებ თუ არ გაქვს ინტერნეტით და ტექნოლოგიებით აღჭურვილი საკლასო ოთახი.

უარყოფიდ მხარედ შეიძლება, ჩაითვალოს ის, რომ  მოსწავლე მიეჯაჭვა ტექნოლოგიებს. ასევე — გაკვეთილის მცირე დროის გამო, მასწავლებლებს მოუწიათ სასწავლო გეგმის მოდიფიცირება. ასევე — ზოგიერთ მოსწავლეს არ  აქვს ხელმისაწვდომობა ინტერნეტზე და მოწყობილობაზე, რაც, თავისთავად, პრობლემას წარმოადგენს.

— გაიხსენეთ ფაქტი, რომელმაც თქვენს მასწავლებლად ჩამოყალიბებაში გარდამტეხი როლი ითამაშა?

— ჩემ მასწავლებლად ჩამოყალიბებაში გარდამტეხი როლი ითამაშა ჩემი  მასწავლებლების ნდობამ, სიყვარულმა და დამოკიდებულებებმა.  ზოგიერთი მათგანი დღეს ჩემი კოლეგაა, ჩემი დიდი სიყვარული და პატივისცემა მათ.   მასწავლებლობა უწყვეტი პროცესია, თავადაც სწავლობ და სხვებსაც ასწავლი. შედიხარ საკლასო ოთახში, სიყვარულით ანთებული თვალებით შემოგყურებენ ბავშვები  და შენგანაც იგივეს მოელიან,  მათგან გულწრფელი ემოციები მთავარი მამოძრავებელი ძალა ხდება და ასე გრძელდება უწყვეტად.

— დაგვისახელეთ საკითხები, რომლის გადაჭრა სკოლებში უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს?  

— სათანადო ინფრასტრუქტურის არარსებობა სკოლებში პრობლემას წარმოადგენს და სასურველია, ეს პრობლემა მოგვარდეს. მასწავლებელთა ურთიერთანამშრომლობა და მშობელთა ჩართულობა სასკოლო საზოგადოების მთავარი ამოცანა  უნდა იყოს. დადგენილია, რომ მშობლისა და მასწავლებლის თანამშრომლობა დადებითად აისახება მოსწავლის აკადემიურ მოსწრებაზე. მშობელმა უნდა იცოდეს მის შვილს რას და რა მეთოდებით ასწავლიან.  სკოლის დირექტორი, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ერთი გუნდის წევრებად უნდა აღიქვამდნენ თავს, ერთობლივად უნდა მუშაობდნენ სკოლის განვითარებისთვის. თუ გვსურს სკოლაში პოზიტიური პროცესების დაძვრა, თანამშრომლობისა და თანამონაწილეობის გარეშე წარმოუდგგენელია ამაზე ფიქრიც კი.

სკოლებში უნდა დამკვიდრდეს კულტურა, სასკოლო საზოგადოებამ ერთობლივად დაგეგმოს საკუთარი  განვითარების გზა და მუდმივად იფიქროს მის განვითარებაზე. რა თქმა უნდა, გათვალისწინებული უნდა იყოს მოსწავლეთა ინტერესები და შესაძლებლობები. ასევე — მნიშვნელოვანი როლი ეკისრება სკოლის დირექტორს, რომელიც ყველასათვის მაგალითის მიმცემი უნდა იყოს. ეს ყველაფრი ერთად ხელს შეუწყობს, სკოლა ჩამოყალიბდეს ერთიან გუნდად და მართოს შიდა პროცესები.

— რას ურჩევდით მოსწავლეებსა და მომავალ პედაგოგებს?

— მთვარი სურვილი და მონდომებაა, არც ერთ ასაკში არ თქვათ უარი ოცნებებზე. უბრალოდ, ირწმუნეთ საკუთარი შესაძლებლობების და ყველაფერი გამოგივათ.

იზა იანვარაშვილი

Share288Tweet180Share72

არქივი

borjominews

borjominews.ge 2020

  • ჩვენ შესახებ
  • დაგვიკავშირდით

No Result
View All Result
  • Home
  • სიახლეები
    • პოლიტიკა
    • ბიზნესი
    • მსოფლიო
  • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • მეცნიერება
  • კულტურა

borjominews.ge 2020