საქართველოს საჯარო სკოლებში ზამთრის არდადეგები 29 დეკემბერს დაიწყება. სასწავლო პროცესი კი 2022 წლის 17 იანვარს განახლდება.
რაც შეეხება კერძო სკოლებს, ისინი ზამთრის არდადეგებს, სამინისტროსთან შეთანხმებით, თავიანთი აკადემიური კალენდრის მიხედვით განსაზღვრავენ.