ახალ ვებსაიტზე, euneighbourseast.eu სრულადაა თავმოყრილი ინფორმაცია ევროკავშირის თანამშრომლობაზე მის ექვს აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყანასთან — აზერბაიჯანთან, ბელარუსთან, მოლდოვის რესპუბლიკასთან, საქართველოსთან, სომხეთთან და უკრაინასთან.
აქ თქვენ იპოვით უახლეს ცნობებს, სტატიებსა და პრაქტიკულ ინფორმაციას ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებზე. საიტი რვა ენაზე — აზერბაიჯანულად, ბელარუსულად, ინგლისურად, რუმინულად, რუსულად, სომხურად, უკრაინულად და ქართულადაა ხელმისაწვდომი. EU NEIGHBOURS east-ის სარედაქციო გუნდი ყოველდღიურად ადევნებს თვალს ასზე მეტ საიტსა და ევროკავშირის პროექტს, წერს უახლეს ცნობებს და ოპერატიულად უგზავნის მათ საინფორმაციო ბიულეტენის გამომწერებს.
ახალი ამბების გარდა, საიტს ყოველდღიურად ემატება ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მისი წარმომადგენლობების მიერ დაფინანსებული ისეთი შესაძლებლობები, როგორებიცაა გრანტები, სტიპენდიები, სემინარები, კონკურსები და სხვა. ამ მასალის გაფილტვრა ქვეყნებისა და თემების მიხედვითაა შესაძლებელი.
ფაქტების გვერდზე განთავსებული პრაქტიკული სტატიები ხსნიან, როგორ მუშაობს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამები. მათი დახმარებით თქვენ გაიგებთ, როგორაა შესაძლებელი ამ პროგრამების მიერ შეთავაზებული შესაძლებლობების გამოყენება — მაგალითად, გრანტის ან სტიპენდიის მისაღებად განაცხადის შეტანა. ისტორიების გვერდზე კი კონკრეტული მაგალითებია მოცემული!
საიტზე განთავსებულ მასალას შორის საჭირო ინფორმაციის გაფილტვრა მარტივადაა შესაძლებელი ქვეყნის, თემის და კონკრეტული პროგრამის მონიშვნის გზით. აქვეა ხელმისაწვდომი მუდმივად განახლებადი მონაცემთა ბაზა, სადაც ყველა ის პროექტია თავმოყრილი, რომელსაც ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ახორციელებს. იმისთვის, რომ არაფერი გამოგეპაროთ, გამოიწერეთ ყოველდღიური საინფორმაციო ბიულეტენი. ქვეყნის, ენის და კონტენტის ტიპის არჩევის გზით, თქვენ შეგიძლიათ, საინფორმაციო ბიულეტენი საკუთარ საჭიროებებს და ინტერესებს მოარგოთ.