borjominews
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
    სოციალური დიზაინის დღეები —  ახალი პლატფორმა ცვლილებაზე ორიენტირებული დიზაინისთვის

    სოციალური დიზაინის დღეები —  ახალი პლატფორმა ცვლილებაზე ორიენტირებული დიზაინისთვის

    ბორჯომში სამცხე-ჯავახეთის რეგიონული გუნდური ჩემპიონატი გაიმართა ჭადრაკში

    ბორჯომში სამცხე-ჯავახეთის რეგიონული გუნდური ჩემპიონატი გაიმართა ჭადრაკში

    კიბერლიგის ტურნირი ,,ბორჯომის თასი 2025″ დასრულდა

    კიბერლიგის ტურნირი ,,ბორჯომის თასი 2025″ დასრულდა

    ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში ე.წ. ნეძვის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

    ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში ე.წ. ნეძვის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

    თიბისისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) სტრატეგიული თანამშრომლობა

    თიბისისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) სტრატეგიული თანამშრომლობა

    გაატარე ზაფხული შენებურად — საზაფხულო შეთავაზებები თიბისი ბარათის მომხმარებლებისთვის

    გაატარე ზაფხული შენებურად — საზაფხულო შეთავაზებები თიბისი ბარათის მომხმარებლებისთვის

    თიბისიმ პარტნიორი კომპანიების ფინანსური მენეჯერებისთვის ყოველწლიური ტრენინგები გამართა

    თიბისიმ პარტნიორი კომპანიების ფინანსური მენეჯერებისთვის ყოველწლიური ტრენინგები გამართა

    გახსენი ანაბარი სასურველი ხარჯებისთვის — თიბისის ახალი კამპანია

    გახსენი ანაბარი სასურველი ხარჯებისთვის — თიბისის ახალი კამპანია

    ბორჯომში ახალი სკვერი, ფანჩატური და ბავშვთა გასართობი სივრცე მოეწყო

    ბორჯომში ახალი სკვერი, ფანჩატური და ბავშვთა გასართობი სივრცე მოეწყო

    ბორჯომში კიბერლინგის ტურნირი  გაიხსნა

    ბორჯომში კიბერლინგის ტურნირი გაიხსნა

    Trending Tags

    • Donald Trump
    • Future of News
    • Climate Change
    • Market Stories
    • Election Results
    • Flat Earth
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • მსოფლიო
  • ინტერვიუ
  • კატეგორიები
    • მეცნიერება
      ტყის საერთაშორისო დღე

      ტყის საერთაშორისო დღე

      ახალ­და­ბა­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ახალ­გაზ­რდუ­ლი მულ­ტი­მე­დი­უ­რი სას­წავ­ლო ცენ­ტრის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა

      ახალ­და­ბა­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ახალ­გაზ­რდუ­ლი მულ­ტი­მე­დი­უ­რი სას­წავ­ლო ცენ­ტრის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა

      „წიგნიერების აქციის“  საშემოდგომო კვირეულის ფარგლებში ადიგენის ოთხმა სკოლამ მაჟორიტარი დეპუტატისგან საჩუქრად წიგნები მიიღო

      „წიგნიერების აქციის“ საშემოდგომო კვირეულის ფარგლებში ადიგენის ოთხმა სკოლამ მაჟორიტარი დეპუტატისგან საჩუქრად წიგნები მიიღო

      ბორჯომის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტ-ჩემპიონატის „რა? სად? როდის?“ გაზაფხული-ზაფხულის სეზონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

      ბორჯომის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტ-ჩემპიონატის „რა? სად? როდის?“ გაზაფხული-ზაფხულის სეზონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

      მოისხი ცოდნის „მანტია“ — ქართულ-ამერიკული მომავლის კლუბი „მანტია“ /Georgian American Future Club – Mantle

      მოისხი ცოდნის „მანტია“ — ქართულ-ამერიკული მომავლის კლუბი „მანტია“ /Georgian American Future Club – Mantle

      უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დამატებითი შეზღუდვები წესდება

      Covid-საშვის აპლიკაციის პრეზენტაცია ბიზნეს-სექტორისთვის

      „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“ — მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

      „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“ — მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

      პროფესიული განვითარების საბჭომ 8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

      პროფესიული განვითარების საბჭომ 8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

      მიხეილ ჩხენკელი: „კოვიდის მართვაში საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელები ჩაერთვებიან“

      მიხეილ ჩხენკელი: „კოვიდის მართვაში საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელები ჩაერთვებიან“

      მიწის დეგრადაციის პრევენციისთვის, საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვის პოლიტიკის შემუშავება იწყება

      მიწის დეგრადაციის პრევენციისთვის, საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვის პოლიტიკის შემუშავება იწყება

      Trending Tags

      • Flat Earth
      • Sillicon Valley
      • Mr. Robot
      • MotoGP 2017
      • Golden Globes
      • Future of News
    • კულტურა
      გაემგზავრეთ შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე ჯაზ მატარებლით

      გაემგზავრეთ შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე ჯაზ მატარებლით

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული ახალგაზრდული ბანაკი ქართული ესტრადის მომღერლების კონცერტით დაიხურა

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული ახალგაზრდული ბანაკი ქართული ესტრადის მომღერლების კონცერტით დაიხურა

      ახალციხის თოჯინების პროფესიული თეატრის დარბაზში ფოლკლორული საღამო გაიმართა

      ახალციხის თოჯინების პროფესიული თეატრის დარბაზში ფოლკლორული საღამო გაიმართა

      პრემია «ელისო»-ს  2025 წლის გამარჯვებული კინემატოგრაფები გურჯაანში გამოვლინდნენ

      პრემია «ელისო»-ს 2025 წლის გამარჯვებული კინემატოგრაფები გურჯაანში გამოვლინდნენ

      თიბისი x ლაგოდეხის ბლუზ ფესტივალი — წინ დაუვიწყარი ივლისი და ვარსკვლავური შემადგენლობა გელოდებათ

      თიბისი x ლაგოდეხის ბლუზ ფესტივალი — წინ დაუვიწყარი ივლისი და ვარსკვლავური შემადგენლობა გელოდებათ

      ბორჯომის ტრენინგცენტრმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

      ბორჯომის ტრენინგცენტრმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

      ბორჯომში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღნიშნეს

      ბორჯომში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღნიშნეს

      ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 1-ლ ივნისს ბორჯომში მრავალფეროვანი ღონისძიებებია დაგეგმილი

      ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 1-ლ ივნისს ბორჯომში მრავალფეროვანი ღონისძიებებია დაგეგმილი

      თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა

      თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა

      თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძისადმი მიძღვნილი წიგნი და ვინილი გამოიცა

      თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძისადმი მიძღვნილი წიგნი და ვინილი გამოიცა

      Trending Tags

      • Golden Globes
      • Mr. Robot
      • MotoGP 2017
      • Climate Change
      • Flat Earth
    • ჯანდაცვა
      რა უნდა ვიცოდეთ ბიენზას შესახებ — გამოყენება და მოქმედების მექანიზმი

      რა უნდა ვიცოდეთ ბიენზას შესახებ — გამოყენება და მოქმედების მექანიზმი

      როგორ შველის ეუკარბონი მუცლის შებერილობას?

      როგორ შველის ეუკარბონი მუცლის შებერილობას?

      მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე პაციენტებს თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

      მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე პაციენტებს თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

      სახალხო დამცველის განცხადება ფემიციდთან დაკავშირებით

      სახალხო დამცველის განცხადება ფემიციდთან დაკავშირებით

      ტყის საერთაშორისო დღე

      ტყის საერთაშორისო დღე

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროექტებში მნიშვნელოვანი სიახლეებია!

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროექტებში მნიშვნელოვანი სიახლეებია!

      რეგულირების სააგენტოს განცხადება

      რეგულირების სააგენტოს განცხადება

      2023 წლიდან, ქრონიკულ და ონკოლოგიურ წამლებზე, რეფერენტული ფასების მექანიზმი ამოქმედდება

      2023 წლიდან, ქრონიკულ და ონკოლოგიურ წამლებზე, რეფერენტული ფასების მექანიზმი ამოქმედდება

      სამშობლოში დაბრუნებულ 88 მიგრანტს გრანტი გადაეცემა

      სამშობლოში დაბრუნებულ 88 მიგრანტს გრანტი გადაეცემა

      საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდგომი რეაბილიტაცია დაფინანსდება

      საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდგომი რეაბილიტაცია დაფინანსდება

    • სპორტი
  • გაზეთი
No Result
View All Result
borjominews
Home პოლიტიკა

საინფორმაციო ბრიფინგი — ამომრჩეველთა აქტივობა 10:00 საათის მდგომარეობით

საარჩევნო ქრონიკები ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან
Share on FacebookShare on Twitter

საარჩევნო ადმინისტრაცია განაგრძობს ამომრჩევლებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას კენჭისყრის დღის მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამომრჩევლებს აქვთ შესაძლებლობა, თავისუფლად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე განახორციელონ კონსტიტუციური უფლება და გამოხატონ საკუთარი ნება.

10:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 7.41% რაც რაოდენობრივად არის 259 273 ამომრჩეველი.

ამ დროისთვის, ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა რაჭა-ლეჩხუმში — აქტივობა 11.2%-ია,  ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა  6.1%  დაფიქსირდა ქვემო ქართლში.

საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ჩართულ მხარეებს, საარჩევნო სუბიექტებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, დაიცვან კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიებთან დაკავშირებით განცხადება/საჩივრების წარდგენის წესი.

კერძოდ, უფლებამოსილმა პირებმა კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიებთან დაკავშირებული განცხადება/საჩივარი უნდა წარადგინონ საუბნო საარჩევნო კომისიაში. შეგახსენებთ, რომ განცხადება/საჩივრის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარდგენის შემთხვევაში  ის განუხილველი დარჩება.

საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიებთან დაკავშირებით განცხადება/საჩივარი წარდგენილი უნდა იყოს საუბნო საარჩევნო კომისიაში, რომლის გადაწყვეტილებაც შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში ორი დღის ვადაში. საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრების გამო საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცესკოში გასაჩივრების შემთხვევაში განცხადება/საჩივარი განუხილველი რჩება.

აქვე, მინდა შევახსენო ამომრჩევლებს, საარჩევნო სიაში საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმების, ასევე საარჩევნო უბნის დეტალური მისამართის გასაგებად შეუძლიათ ისარგებლონ ცესკოს ვებგვერდით — cesko.ge.  ინფორმაციის მიღება ასევე შეუძლიათ ცესკოს კონტაქტ-ჰაბში, რომელიც დღეს უწყვეტად იმუშავებს, ტელეფონის ნომერია — 2 51 00 51; ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებს, შესაძლებლობა აქვთ ჟესტურ ენაზე, ვიდეო ზარის საშუალებით მიიღონ სასურველი ინფორმაცია, ხოლო სომხურ და აზერბაიჯანულენოვან ამომრჩევლებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ სატელეფონო ცენტრის მომსახურებით მათთვის გასაგებ ენებზე.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას სავარაუდო დარღვევებზე —

არასწორია ინფორმაცია ზესტაფონის სოფელ საქარაში ორ კანდიდატს შორის დაპირისპირების შემდგომ საარჩევნო ურნის დაზიანებისა და  საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შეწყვეტის შესახებ.

ასევე ტყუილია, თითქოსდა მარნეულის 67-ე უბანზე ირღვევა ფარულობის პრინციპი და ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენელი ყველა ამომრჩეველს კაბინაში მიყვება და ამოწმებს მათ შემოხაზულ ბიულეტენებს.

ასევე დაფიქსირდა ხარვეზები ბიულეტენებთან დაკავშირებით. კერძოდ, კრწანისის საარჩევნო ოლქის მე-18, 24-ე და  32-ე საარჩევნო უბნებზე  საარჩევნო ბიულეტენი იყო დიდი ზომის და სპეციალურ აპარატში ვერ მოთავსდა. შესაბამისად, ამ ორ უბანზე კენჭისყრის პროცესი ელექტრონული აპარატის გამოყენების გარეშე, ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდა.

ხარვეზი დაფიქსირდა ბიულეტენებთან დაკავშირებით ვაკის საარჩევნო ოლქის მე-4 უბანზე. საოლქო საარჩევნო კომისია იმსჯელებს და აღნიშნულ უბანზე ხარვეზიანი ბიულეტენები ჩანაცვლდება.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზუგდიდში „ედისონ რისერჩის“ მკვლევრებს   საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები ხელს უშლიან კვლევის წარმოებაში. მოვიწოდებთ ჩართულ მხარეებს, ნუ შეუშლიან ხელს მათ კვლევის განხორციელებაში და ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ გარემოში წარმართვას.

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის მიერ საარჩევნო სიმბოლიკის გამოყენებით საარჩევნო უბანზე შესვლას, აღნიშნულთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კანონის შესაბამისად იმოქმედებს. დარღვეულია საარჩევნო უბანზე აგიტაციის წესი.

სოციალურ მედიაში ვრცელდება ბიულეტენის ფოტოები, რომელიც ზედა მხარეს გამყოფი, პერფორაციის ზოლთან  არასწორად არის მოხეული, აღნიშნულ ფოტოს ასევე ავრცელებს ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელიც. განვმარტავთ, რომ იმ შემთხვევაში თუ ბიულეტენზე ასახულია და ცალსახად ჩანს ყველა საჭირო ინფორმაცია, მათ შორის საარჩევნო ოლქისა და უბნის ნომრები, ასე მოხეული ბიულეტენი არ მიიჩნევა ბათილად და გავრცელებული ინფორმაცია ასეთი ბიულეტენის შესაძლო ბათილობის შესახებ არის მანიპულაცია და სიცრუე. ასევე არასწორია ორგანიზაცია „სამოქალაქო საარჩევნო კომისიის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გლდანის 23-ე საარჩევნო უბანზე ძველი დიზაინის ხმის მიცემის კაბინებია.  საარჩევნო უბანზე ახალი დიზაინის ხმის მიცემის კაბინებია განთავსებული.

Share196Tweet123Share49

არქივი

borjominews

borjominews.ge 2020

  • ჩვენ შესახებ
  • დაგვიკავშირდით

No Result
View All Result
  • Home
  • სიახლეები
    • პოლიტიკა
    • ბიზნესი
    • მსოფლიო
  • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • მეცნიერება
  • კულტურა

borjominews.ge 2020