ბორჯომის 36 საარჩევნო ოლქში 31 საარჩევნო უბანმა მუშაობა 7 საათზე დაიწო და კენჭისყრამდე ჩასატარებელი პროცედურები 1 საათში დაასრულა, 8 საათზე კი უბნები ამომრჩეველთა მისაღებად მზად იყო.
აღსანიშნავია, რომ აქედან ერთი სპეც უბანია, რომელიც კოვიდ პაციენტებს, სტაციონარში და იზოლაციაში მყოფ პირებს ადგილზე მოემსახურება.
ბორჯომში სულ 26 684 ამომრჩეველია რეგისტრირებული. აკრძალვების მიუხედავად, საარჩევნო უბნებზე ხალხმრავლობა ხმის მიცემადე და შემდეგ მაინც შეინიშნება.
დილა ბორჯომის მუნიციპალიტეტის ახალდაბის მე-10 და 30-ე საარჩევნო უბნიდან დავიწყეთ. როგორც მე-10 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე, ქალბატონი ირინე ლომიძე აღნიშნავს, დამკვირვებელთა რაოდებობა, გასულ არჩევნებთან შედარებით, მცირეა. ყველა კომისიის წევრი ადგილზეა, გარდა ერთისა, რომელიც ამ დრომდე ფიზიკურად საერთოდ არ გამოცხადებულა და მხოლოდ სახელი და გვარი იციან.
30-ე საარჩევნო უბანზე კი 10 საათის მონაცემებით 946 ამომრჩევლიდან 86-მა უკვე გააკეთა არჩევანი.
ასევე, როგორც შევიტყვეთ, არჩევნების დღეს ბორჯომის 17.36.01 უბანზე, ამომრჩეველს არჩევანის გაკეტება ,,ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის ბანერის ფონზე უწევს, რაც პირდაპირი დარღვევაა.
უბანზე, ჩვენ უახლოეს წუთებში ვიქნებით და დამატებით ინფორმაციასაც შემოგთავაზებთ. თვალი ადევნეთ: www.psnews.ge