დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ორგანიზებითა და საერთაშორისო კავშირი ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა წინააღმდეგ (The Union) თანამშრომლობით თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებით მედია სემინარი ჩატარდა.
სემინარი NCDC-ის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ქალბატონმა ლელა სტურუამ გახსნა და ვრცლად ისაუბრა პროდუქტზე, რომელიც კლავს თავის მომხმარებლებს, მან მოგვაწოდა ინფორმაცია, თუ რა ღონისძიებები გატარდა და ტარდება საქართველოში თამბაქოს მოხმარების პრევენციის უზრუნველსაყოფად. დღეს აკრძალულია თამბაქოს ყოველგვარი რეკლამა ქვეყანაში და მასზე ფასების ზრდამ გამოიწვია მოხმარების საგრძნობლად შემცირება.
კანონის გვერდის ავლით თამბაქოთი ვაჭრობაზე კი პრეზენტაცია წარმოადგინა „თამბაქოს კონტროლის ალიანსიდან“ გიორგი ბახტურიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ დაგეგმილია ცვლილება, სკოლებიდან და ბაღებიდან 50 მეტრის რადიუსში თამბაქოს ნაწარმის გაყიდვის აკრძალვაზე, დღეის მდგომარეობით საჯარიმო სანქცია ამ დარღვევაზე არის 150 ლარი, რაც არაა შემაკავებელი ობიექტებისათვის, ამიტომ შესაბამისად იგეგმება ზრდა 500 ლარამდე.
ტაქსიში მოწევის აკრძალვის საზოგადოებრივი მხარდაჭერის კვლევა 2020 და თამბაქოს კონტროლის კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ ისაუბრა NCDC-ის თამბაქოს ჯგუფის იურისტმა თამარ აბულაძემ, ხოლო NCDC-ის მთავარმა სპეციალისტმა ქალბატონმა ლია სხირტლაძემ თამბაქოსგან გათავისუფლების გზებსა და საშუალებებზე გვესაუბრა. საქართველოში შეგიძლიათ დარეკოთ ცხელ ხაზზე 116 001 ან გადმოწეროთ აპლიკაცია ,,თავს ვანებებ“ და დაიწყოთ თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვა.
მედია სემინარზე წარმოდგენილი გახლდათ ნიკოტინზე დამოკიდებულების დიაგნოსტირებისთვის, მასზე ფიზიკური დამოკიდებულების შესაფასებლად, ფაგერსტრომის ტესტი, რომელიც გვსურს თქვენ გაგიზიაროთ.იგი შედგება ექვსი პუნქტისგან, რომელთა საშუალებითაც ფასდება მოხმარებული სიგარეტის რაოდენობა, ლტოლვა და დამოკიდებულება.
ნიკოტინზე დამოკიდებულების შეფასებისას, დიახ/არა პასუხები შეფასებულია 0-1 ქულით, ხოლო სხვა ვარიანტების შემთხვევაში 0-3 ქულით. ტესტის შედეგად მიღებული ქულების მაქსიმალური რაოდენობაა 10. რაც უფრო მაღალია ქულა, მითუფრო მაღალია პაციენტის ნიკოტინზე დამოკიდებულების დონე. ნიკოტინზე დამოკიდებულების დონე შეიძლება გამოიყენოთ მკურნალობის გეგმის შესადგენად.
ნიკოტინზე დამოკიდებულების ფაგერშტრომის ტესტი (FTND)
1. გაღვიძებიდან რამდენ ხანში ეწევით პირველ ღერ სიგარეტს?
· 5 წუთზენაკლები (3)
· 6-30 წთ (2)
· 31-60 წთ (1)
· 60 წუთზემეტი (0)
2. გიჭირთ თუ არა თავი შეიკავოთ მოწევისაგან იქ,სადაც მოწევა აკრძალულია (ეკლესია, კინო,მატარებელი, რესტორანი და ა.შ)?
· დიახ (1)
· არა (0)
3. ყველაზე მეტად როდის გიჭირთ უარი თქვათ სიგარეტზე?
· დილით პირველი სიგარეტი (1)
· სხვა დანარჩენი (0)
4. რამდენ სიგარეტს ეწევით დღეში?
· 10 ღერი ან ნაკლები (0)
· 11-20ღერი (1)
· 21-30ღერი (2)
· 31ღერი ან მეტი (3)
5. დილით ან დღის პირველ ნახევარში უფრო ბევრს ეწევით, ვიდრე საღამოს?
· დიახ (1)
· არა (0)
6. ეწევით თუ არა ავადმყოფობის დროს,როდესაც წოლითი რეჟიმი გაქვთ?
· დიახ (1)
· არა (0)
0-2 ქულა: ნიკოტინზე დამოკიდებულება ძალია ნდაბალია ან არ არსებობს;
3-4ქულა: სუსტი დამოკიდებულება;
5-7 ქულა: საშუალო დამოკიდებულება;
8+ ქულა: ძლიერი დამოკიდებულება
P.S. „მწეველებს აქვთ 50 %-ით მაღალი რისკი covid 19-ის მძიმე დაავადების განვითარებისა და სიკვდილის, ამიტომ თავის დანებება არის საუკეთესო, რაც შეიძლება მწეველმა გააკეთოს იმისთვის, რომ შეამციროს კორონა ვირუსით ინფიცირების, covid 19-ის მძიმე ფორმების, კიბოს, გულ–სისხლძარღვთა სისტემისა და რესპირატორული სისტემის დაავადებების განვითარების რისკები“- ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაში.
მოამზადა იზა იანვარაშვილმა