დღეს
ახალდაბელი ახალგაზრდებისა და დამსვენებლებისათვის გაიხსნა საინტერესო შეხვედრებისა და კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცე – ახალგაზრდული მედიაკაფე, სადაც დღეს პირველ შეხვედრას ვუმასპინძლეთ – ამერიკის კუთხის ხაშურის წარმომადგენლობას. ხელმძღვანელმა ქეთევან მეტრეველმა ახალდაბელ ახალგაზრდებს გააცნო ამერიკის საელჩოს მიმდინარე პროექტები და აუხსნა მათ, როგორ შეუძლიათ მათთვის სასურველ პროექტში ჩართვა.
შეხვედრაზე გადაწყდა,მედიაკაფეში შეკრებილი16-დან 25 წლამდე ახალგაზრდები ჩაერთვებიან ამერიკის საელჩოს პროექტში “თემის ელჩები”, მოწვეული ტრენერების მონაწილეობით ისინი მედიაკაფეში გაივლიან ტრენინგებს საჭიროებათა კვლევასა და პროექტის წერაში, შემდეგ კი მედიაკაფეს დამფუძნებელ, ნატო გუბელაძის ხელმძღვანელობითა და პარტნიორობით მოამზადებენ პროექტს და გამარჯვების შემთხვევაში, ერთად განახორციელებენ კიდეც. ახალგაზრდებმა იქვე გამოხატეს რამდენიმე იდეა, რომლის სამომავლოდ განხორციელების სურვილიც აქვთ.
ამ ახალგაზრდების სურვილების რეალობად ქცევაში კი ამერიკის კუთხის ხაშურის წარმომადგენლობის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდით ქალბატონ ქეთი მეტრეველს, ყურადღებისა და ნდობისათვის.