საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობითა და აქტიური მოლაპარაკებების შედეგად საქართველომ “სინოფარმის” და “სინოვაკის” 1 მილიონი დოზა ვაქცინა მიიღო.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების 1 მილიონი დოზა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს ჩამოვიდა.
“სინოფარმით” აცრისთვის რეგისტრაცია 3 ივლისს, 12:00 საათიდან, ვაქცინაციის პროცესი კი – 5 ივლისიდან დაიწყება.
ვაქცინაციისთვის ქვეყნის მასშტაბით მობილიზებულია 350-მდე ამცრელი ბრიგადა.
გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, ვაქცინების მთელი ქვეყნის მასშტაბით განაწილების სქემა, ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს.
ჩინური წარმოების ვაქცინები „სინოფარმი“ და „სინოვაკი“ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის ავტორიზებული.