borjominews
Advertisement
  • მთავარი
  • სიახლეები
    არდადეგებიდან სკოლამდე

    არდადეგებიდან სკოლამდე

    თიბისის მხარდაჭერით შემოქმედებითი ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალი AD BLACK SEA 2025 გაიმართება

    თიბისის მხარდაჭერით შემოქმედებითი ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალი AD BLACK SEA 2025 გაიმართება

    პირველად საქართველოში — თიბისიმ საბანკო სექტორში გენერაციული ჩატბოტი დანერგა

    პირველად საქართველოში — თიბისიმ საბანკო სექტორში გენერაციული ჩატბოტი დანერგა

    „რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“ თიბისი კონცეპტის გალერეაში

    „რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“ თიბისი კონცეპტის გალერეაში

    თიბისი ახალი ვიდეო რგოლით გვახსენებს, რომ დიდი თავგადასავლის წინ, მნიშვნელოვანია ვინ დგას შენს გვერდით

    თიბისი კონცეპტის და Visa-ს ულიმიტო ქეშბექი სითი მოლში

    თიბისი კონცეპტის და Visa-ს ულიმიტო ქეშბექი სითი მოლში

    სავალუტო კონვერტაციების დინამიკის შეფასება

    სავალუტო კონვერტაციების დინამიკის შეფასება

    „საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია

    „საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია

    ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი

    ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულის, წლის საუკეთესო ფრილანსერის, მანანა არაბულის თავისუფალი პორტრეტი

    ოცნებები ხდება, მთავარია, გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა

    ოცნებები ხდება, მთავარია, გჯეროდეს!- ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა

    Trending Tags

    • Donald Trump
    • Future of News
    • Climate Change
    • Market Stories
    • Election Results
    • Flat Earth
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
    • ბიზნესი
  • მსოფლიო
  • ინტერვიუ
  • კატეგორიები
    • მეცნიერება
      ტყის საერთაშორისო დღე

      ტყის საერთაშორისო დღე

      ახალ­და­ბა­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ახალ­გაზ­რდუ­ლი მულ­ტი­მე­დი­უ­რი სას­წავ­ლო ცენ­ტრის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა

      ახალ­და­ბა­ში არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ახალ­გაზ­რდუ­ლი მულ­ტი­მე­დი­უ­რი სას­წავ­ლო ცენ­ტრის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა

      „წიგნიერების აქციის“  საშემოდგომო კვირეულის ფარგლებში ადიგენის ოთხმა სკოლამ მაჟორიტარი დეპუტატისგან საჩუქრად წიგნები მიიღო

      „წიგნიერების აქციის“ საშემოდგომო კვირეულის ფარგლებში ადიგენის ოთხმა სკოლამ მაჟორიტარი დეპუტატისგან საჩუქრად წიგნები მიიღო

      ბორჯომის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტ-ჩემპიონატის „რა? სად? როდის?“ გაზაფხული-ზაფხულის სეზონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

      ბორჯომის საჯარო სკოლებს შორის ინტელექტ-ჩემპიონატის „რა? სად? როდის?“ გაზაფხული-ზაფხულის სეზონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

      მოისხი ცოდნის „მანტია“ — ქართულ-ამერიკული მომავლის კლუბი „მანტია“ /Georgian American Future Club – Mantle

      მოისხი ცოდნის „მანტია“ — ქართულ-ამერიკული მომავლის კლუბი „მანტია“ /Georgian American Future Club – Mantle

      უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დამატებითი შეზღუდვები წესდება

      Covid-საშვის აპლიკაციის პრეზენტაცია ბიზნეს-სექტორისთვის

      „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“ — მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

      „საქართველოს მეცნიერება ვიკიპედიაში“ — მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით კონკურსი გამოცხადდა

      პროფესიული განვითარების საბჭომ 8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

      პროფესიული განვითარების საბჭომ 8 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა

      მიხეილ ჩხენკელი: „კოვიდის მართვაში საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელები ჩაერთვებიან“

      მიხეილ ჩხენკელი: „კოვიდის მართვაში საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელები ჩაერთვებიან“

      მიწის დეგრადაციის პრევენციისთვის, საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვის პოლიტიკის შემუშავება იწყება

      მიწის დეგრადაციის პრევენციისთვის, საქართველოში საძოვრების მდგრადი მართვის პოლიტიკის შემუშავება იწყება

      Trending Tags

      • Flat Earth
      • Sillicon Valley
      • Mr. Robot
      • MotoGP 2017
      • Golden Globes
      • Future of News
    • კულტურა
      „საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია

      „საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია

      კინო გზაზე — თიბისის მხარდაჭერით კინოპროექტმა საქართველო მოიარა

      კინო გზაზე — თიბისის მხარდაჭერით კინოპროექტმა საქართველო მოიარა

      დალილა ცატავა: „გასტრონომია ჩვენი სამშობლოს ისტორიაა!“

      დალილა ცატავა: „გასტრონომია ჩვენი სამშობლოს ისტორიაა!“

      თიბისი კონცეპტი და Visa თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მხარდამჭერები არიან

      თიბისი კონცეპტი და Visa თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მხარდამჭერები არიან

      ლაგოდეხის ბლუზ ფესტივალის დასკვნითი კონცერტი 2 აგვისტოს გაიმართება

      ლაგოდეხის ბლუზ ფესტივალის დასკვნითი კონცერტი 2 აგვისტოს გაიმართება

      ბორჯომელი ახალგაზრდები ყაზახეთის ქალაქ ატირაუს სტუმრობდნენ

      ბორჯომელი ახალგაზრდები ყაზახეთის ქალაქ ატირაუს სტუმრობდნენ

      შავი ზღვის ჯაზფესტივალი: ზაფხულის დაუვიწყარი თავგადასავალი, თიბისი კონცეპთან ერთად

      შავი ზღვის ჯაზფესტივალი: ზაფხულის დაუვიწყარი თავგადასავალი, თიბისი კონცეპთან ერთად

      გაემგზავრეთ შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე ჯაზ მატარებლით

      გაემგზავრეთ შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე ჯაზ მატარებლით

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული ახალგაზრდული ბანაკი ქართული ესტრადის მომღერლების კონცერტით დაიხურა

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული ახალგაზრდული ბანაკი ქართული ესტრადის მომღერლების კონცერტით დაიხურა

      ახალციხის თოჯინების პროფესიული თეატრის დარბაზში ფოლკლორული საღამო გაიმართა

      ახალციხის თოჯინების პროფესიული თეატრის დარბაზში ფოლკლორული საღამო გაიმართა

      Trending Tags

      • Golden Globes
      • Mr. Robot
      • MotoGP 2017
      • Climate Change
      • Flat Earth
    • ჯანდაცვა
      რა უნდა ვიცოდეთ ბიენზას შესახებ — გამოყენება და მოქმედების მექანიზმი

      რა უნდა ვიცოდეთ ბიენზას შესახებ — გამოყენება და მოქმედების მექანიზმი

      როგორ შველის ეუკარბონი მუცლის შებერილობას?

      როგორ შველის ეუკარბონი მუცლის შებერილობას?

      მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე პაციენტებს თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

      მენჯ-ბარძაყის სახსრების იმპლანტებზე პაციენტებს თანაგადახდით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ

      სახალხო დამცველის განცხადება ფემიციდთან დაკავშირებით

      სახალხო დამცველის განცხადება ფემიციდთან დაკავშირებით

      ტყის საერთაშორისო დღე

      ტყის საერთაშორისო დღე

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროექტებში მნიშვნელოვანი სიახლეებია!

      ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოციალურ პროექტებში მნიშვნელოვანი სიახლეებია!

      რეგულირების სააგენტოს განცხადება

      რეგულირების სააგენტოს განცხადება

      2023 წლიდან, ქრონიკულ და ონკოლოგიურ წამლებზე, რეფერენტული ფასების მექანიზმი ამოქმედდება

      2023 წლიდან, ქრონიკულ და ონკოლოგიურ წამლებზე, რეფერენტული ფასების მექანიზმი ამოქმედდება

      სამშობლოში დაბრუნებულ 88 მიგრანტს გრანტი გადაეცემა

      სამშობლოში დაბრუნებულ 88 მიგრანტს გრანტი გადაეცემა

      საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდგომი რეაბილიტაცია დაფინანსდება

      საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ინსულტის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შემდგომი რეაბილიტაცია დაფინანსდება

    • სპორტი
  • გაზეთი
No Result
View All Result
borjominews
Home რეგიონის ამბები

ცესკოს წინააღმდეგ მიზანმიმართული დეზინფორმაციის კამპანია გრძელდება

ცესკოს წინააღმდეგ მიზანმიმართული დეზინფორმაციის კამპანია გრძელდება
Share on FacebookShare on Twitter

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მიმართ გრძელდება მიზანმიმართული დისკრედიტაციული კამპანია. ამჯერად, ცესკოს შესახებ ცრუ, გადაუმოწმებელი ბრალდებები და არასწორი ინფორმაცია მედიის საშუალებით პოლიტიკური მოძრაობა „დროას“ და პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ წარმომადგენლებმა გაავრცელეს.

22 მარტს, ცესკოში გამართულ სხდომაზე, კანონმდებლობის სრული დაცვით, საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები აირჩიეს კანონით დადგენილი  ხუთწლიანი ვადის  ამოწურვის გამო. შესაბამისად, ტყუილია გავრცელებული ინფორმაცია, რომ საოლქო კომისიების თავმჯდომარეებად „ქართული ოცნებისთვის“ მისაღები ადამიანები ინიშნებოდნენ. რაც შეეხება საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის წესს, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა აქაც საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს — შეგახსენებთ, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები არ ინიშნებიან და მათ არა ცესკო, არამედ თავად  საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები ირჩევენ.

კომისიის მდივნისთვის უფლებამოსილების გაზრდის მცდარ ბრალდებასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ ცესკოში სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც ცესკოს აპარატის ფუნქციები განახლდა და სტრუქტურული ერთეულების საქმიანობა იმგვარად დახარისხდა, რომ ხელი შეეწყოს საარჩევნო ადმინისტრაციის შემდგომ პროფესიულ განვითარებას. მათ შორის, შეიქმნა ცესკოს მდივნის აპარატი ცესკოს მდივნისთვის განსაზღვრული საკანონმდებლო უფლებამოსილების ფარგლებში იმ ფუნქციებისთვის, რაც წლების მანძილზე რეგულირდება საარჩევნო კანონმდებლობით. შესაბამისად სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ცესკოს მდივნის უფლებამოსილება გაიზარდა და სწორედ დისკრედიტაციული კამპანიის ნაწილია ამ თემით მანიპულირებაც.

აღსანიშნავია, რომ პოლიტიკოსების განცხადებაში არაერთი უზუსტობა იყო; მაგალითად, არასწორად იყო დასახელებული საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმღვანელი პირების სტატუსი, მათ შორის ცესკოს მდივნის ნაცვლად თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო ცესკოს წევრის ნაცვლად — ცესკოს იურისტი, ასევე გლდანის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ სხვა პირი იქნა დასახელებული.

ამასთან, ყოველგვარ ეთიკას სცილდება ის ფაქტი, რომ პარტიის წარმომადგენლებმა მედიას წარუდგინეს ცესკოს მდივნის ოჯახის წევრების ფოტოები, რომელთა საქმიანობაც არანაირად არ არის დაკავშირებული საარჩევნო ადმინისტრაციასთან.  შესაბამისად მიუღებელია ამგვარი ქმედებები და ამასთან, გაურკვეველია რას ემსახურებოდა მათი პირადი ფოტოების გამოქვეყნება.

რაც შეეხება საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (სწავლების ცენტრი) მიერ გაცემულ გრანტებს, არასწორად, ცალმხრივად და შერჩევით გავრცელდა  ინფორმაცია, რომ სწავლების ცენტრმა გასცა გრანტები იმ პირებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული ცესკოსთან. სწავლების ცენტრი გასცემდა თანხებს საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებზე გრანტის გაცემის წესისა და შესაბამისი კრიტერიუმების თანახმად. საგრანტო საკონკურსო კომისია კი კომპლექტდებოდა საერთაშორისო ორგანიზაციების, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური სექტორის, სახაზინო/საბიუჯეტო დაწესებულებების წარმომადგენლებით. აღსანიშნავია, რომ საგრანტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში არ შედიოდნენ ცესკოს წევრები და სწავლების ცენტრში დასაქმებული პირები და წლების მანძილზე საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში მუდმივად წარმოდგენილი იყვნენ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები. საგრანტო კონკურსთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია საჯაროა და შეგიძლიათ იხილოთ ცესკოსა და სწავლების ცენტრის ვებგვერდებზე (www.cesko.ge; www.electionreforms.ge).

დისკრედიტაციული კამპანიის ფარგლებში ასევე, გავრცელდა მორიგი სიცრუე ცესკოში ხელმძღვანელი პირების ხელფასების გაზრდის შესახებ. ამასთან,  აღნიშნული თემის  გაშუქებისას ტელეკომპანია „მთავარმა“ ცესკოში ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით ტელემაყურებელს არა ცესკოს, არამედ სულ სხვა უწყების დოკუმენტაციის, საშტატო ნუსხისა და ხელფასების ამსახველი კადრები აჩვენა.  ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მედიასაშუალება არასწორ ინფორმაციას ავრცელებს საარჩევნო ადმინისტრაციასთან დაკავშირებით. ცესკომ 2020 წელს  შესაბამისი რეაგირებისთვის წერილობით ორჯერ მიმართა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას. ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ორივე შემთხვევაში ჟურნალისტებმა დაარღვიეს ინფორმაციის სიზუსტის პრინციპი.

საარჩევნო ადმინისტრაცია თვლის, რომ ზემოაღნიშნული პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლების და მედიის მიერ გავრცელებული არასწორი ინფორმაცია არის კომისიის წინააღმდეგ მიმართული დისკრედიტაციული კამპანიის ნაწილი, წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის და ინსტიტუციური ზიანის მიყენების მცდელობას.

შესაბამისად, მივმართავთ მათ იმოქმედონ მხოლოდ რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით  და თავი აარიდონ დეზინფორმაციის გავრცელებას, რომელიც აღიქმება მიზანმიმართულ დამაზიანებელ კამპანიად საზოგადოებაში ნეგატიური განწყობის შექმნის მიზნით. საარჩევნო ადმინისტრაცია მოქმედებს კანონმდებლობისა და გამჭვირვალობის პრინციპის სრული დაცვით და ყოველთვის  მზადაა ჩართულ მხარეებთან კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის, რაც მნიშვნელოვანია სანდოობისა და შემდგომი განვითარებისთვის.

Share209Tweet131Share52

არქივი

borjominews

borjominews.ge 2020

  • ჩვენ შესახებ
  • დაგვიკავშირდით

No Result
View All Result
  • Home
  • სიახლეები
    • პოლიტიკა
    • ბიზნესი
    • მსოფლიო
  • ჯანდაცვა
    • სპორტი
  • მეცნიერება
  • კულტურა

borjominews.ge 2020