ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ სოციალური პროგრამის ფარგლებში, საახალწლოდ 960 ბენეფიციარზე ფულადი დახმარება გასცა. 100 ლარი 14 კატეგორიის პირებმა მიიღეს
დახმარება შემდეგ კატეგორიებზე გაიცა:
☑ მრავალშვილიანი ოჯახები ;
☑ დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვები ;
☑ 18 წლამდე ასაკის შშმ პირები ;
☑ მარტოხელა დედები ;
☑ დიდი სამამულო ომის ვეტერანები ;
☑ დიდი სამამულო ომის ვეტერანებთან გათანაბრებული პირები ;
☑ დიდ სამამულო ომში გარდაცვლილი ოჯახის წევრები ;
☑ ომის შემდგომ პერიოდში გარდაცვლილთა ოჯახის წევრები ;
☑ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომის მონაწილე ვეტერანები (რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 160 000-ს) ;
☑ საქართველოს მთლიანობისთვის ომის ინვალიდები (მათ შორის დევნილებიც) ;
☑ ავღანეთის ომის ვეტერანები ;
☑ ჩერნობილის ავარიის დროს მოწამლული პირები ;
☑ 9 აპრილის მშვიდობიანი აქციის დარბევისას მოწამლული პირები ;
☑ 18 წლის ზევით საპენსიო ასაკამდე I ჯგუფის შშმ ინვალიდები ;