ბორჯომში სურსათის გაცემის პროცესს სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ოთარ არბოლიშვილი გაეცნენ 👇👇
სასურსათო პაკეტი 12 სახეობის პროდუქტს და ტკბილეულის ნაკრებს მოიცავს. ბორჯომის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანება „ჯანმრთელი მომავალი“ სასურსათო პაკეტებს, 11-ივე საბავშვო ბაღის 840 აღსაზრდელს გადასცემს. სურსათი დაურიგდება ბაკურიანის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების 93 აღსაზრდელს.
ბაღებში ნაშთის სახით დარჩენილი სასურსათო პაკეტები სოციალურად დაუცველ აღსაზრდელებზე გადანაწილდა.
სურსათს, ბორჯომის მერია პანდემიის პირობებში ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით გასცემს