დღეს, 18 დეკემბერს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გეგმიური სხდომა გაიმართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, ოთარ არბოლიშვილი უძღვებოდა. საკრებულოს სხდომა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მაქსიმალურად უსაფრთხო ზომების გათვალისწინებით ჩატარდა. სხდომაზე, დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 10 საკითხი განიხილეს.
დღეს,გამართულ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა ბორჯომის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დაამტკიცეს. ბორჯომის ბიუჯეტი 20 850.0 ლარით განისაზღვრა.
2021 წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან, შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებები დაფინანსდება: ინფრასტრუქტურის განვითარება, მართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები, კულტურა, სპორტი, განათლება, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, დასუფთავება და გარემოს დაცვა.
ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 2021 წლის ბიუჯეტიდან – 6 422.9 ათასი ლარი გამოიყო, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის გათვალისწინებულია 2 248.7 ათასი ლარი, ხოლო დასუფთავება და გარემოს დაცვას 347.7 ათასი ლარი მოხმარდება.
1. ცვლილება განხორციელდა „ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 დეკემბრის N97 დადგენილებაში.
2. ბორჯომის მუნიციპალიტეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა – 20 850.0 ლარით.
3. დამტკიცდა, ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის 2021 წლის სოციალური დახმარების პროგრამის გაცემის წესი.
4. დამტკიცდა, ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული წარჩინებული სტუდენტების ხელშეწყობის პროგრამა.
5. დეპუტატების გადაწყვეტილებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო ბორჯომის მუნიციპალიტეტში ზოგიერთი პირის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლდება.
6. ცვლილება შევიდა, „ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკურ თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგირების, საშტატო ნუსხის დამტკიცების და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 25 აპრილის N78 დადგენილებაში.
7. ცვლილება შევიდა, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების პროექტების ფონდიდან, ბორჯომის მუნიციპალიტეტში 2021 წელს დასაფინანსებელი საპროექტო წინადადების მოწონების თაობაზე” ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 10 ოქტომბრის N30 03 განკარგულებაში.
8. უფლებამოსილება შეუწყდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს.
9. განისაზღვრა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნება.
10. დამტკიცდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის I კვარტალის სამუშაო გეგმა. საკრებულოს სხდომამდე გაიმართა ბიუროს სხდომა.