ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ,ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრს გერმანული კომპანია “Dräger”-ის მიერ წარმოებული 5 ცალი სუნთქვის აპარატი გადასცა.ახალი სამედიცინო აპარატი კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ნებისმიერი ასაკის პაციენტისთვისაა გათვლილი.
სუნთქვის აპარატი ,გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩომ და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტორომ, ჯანდაცვის უწყებას ჰუმანიტარული დახმარების სახით გადასცა.
„ დღევანდელ პირობებში , ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი აქცენტი გადატანილია იმაზე, რომ მძიმე და კრიტიკული პაციენტების მართვისთვის კოვიდ კლინიკებში შესაფერისი პირობები შეიქმნას . გერმანიის მთავრობის დახმარებით მიღებული 5 სუნთქვის აპარატი , ინფექციური დაავადებების ცენტრს გადაეცა. ამ აპარატებით იმ პაციენტებს დავეხმარებით , რომლებსაც კრიტიკული მოვლა ყველაზე მეტად სჭირდებათ. მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება ყოველთვის საჭიროა, განსაკუთრებით ამ პირობებში“- განაცხადა თამარ გაბუნიამ . სუნთქვის აპარატის გადაცემის ცერემონიას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია , საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში , ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია და ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი შოთა გოგიჩაიშვილი ესწრებოდნენ.