8 ოქტომბერს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში (პეკინის #40) სპეციალური კომისია გამოავლენს საქართველოს კანდიდატ ფილმს ამერიკის კინოაკადემიის 2021 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის. კომისია გადაწყვეტილებას კვალიფიციური ფილმების ნახვის შემდეგ მიიღებს ფარული კენჭისყრის საფუძველზე.
სპეციალური კომისიის შემადგენლობაში არიან:
- ედმონდ აბაშიძე-მინაშვილი
- ოთარ ბუბაშვილი
- გოგი გვახარია
- ლაშა ბაქრაძე
- ნანა დოლიძე
- რამაზ ხოტივარი
- ალეკო ცაბაძე
- გიორგი შველიძე
- სალომე დემურია
- ია შუღლიაშვილი
- მაკო ჭილაშვილი
- ანა ჭყონია
- მარიამ ხაჭვანი
- ვაკო კირკიტაძე
- ლაშა ცქვიტინიძე
ამერიკის კინოაკადემიის 2021 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი ფილმის შერჩევა ეროვნულმა კინოცენტრმა 1 სექტემბერს დაიწყო. წარმოდგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ქართველ კინემატოგრაფისტებს განაცხადის გაკეთება 30 სექტემბრის ჩათვლით შეეძლოთ.
ვადის ამოწურვის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ წელს ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად 3 ქართული ფილმი იბრძოლებს:
- “დასაწყისი” – რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი
- “უარყოფითი რიცხვები” – რეჟისორი უტა ბერია
- “ურსუსი” – რეჟისორი ოთარ შამათავა
ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმი 17:00 საათზე გამოცხადდება, მანამდე კი ღონისძიება დახურული იქნება მედიისთვის.